თბილისი:
მანჩესტერი:
9-06-2014, 18:32
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2984,
კომენტარები: 11
შოუმ "იუნაიტედი" აირჩია
ლუკ შოუმ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
შოუმ
BBC-ს ინფორმაციით, ინგლისელმა მარცხენა მცველმა ლუკ შოუმ "პრემიერ ლიგის" ბოლო დღეს "საუზჰემპტონის" მესვეურებს განუცხადა, რომ მას სურს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა.

"იუნაიტედთან" ნათამაშები 1-1 ფრის შემდეგ "წმინდანებმა" გამართეს გუნდური შეკრება, სადაც ლუკ შოუმ "იუნაიტედში" გადასვლის სურვილი გამოთქვა.

იმ დროისთვის "მანჩესტერ იუნაიტედს" უკვე შეთავაზებული ჰქონდა 27 მილიონი ფუნტი ახალგაზრდა მცველისთვის.

თუმცა "საუზჰემპტონი" არ აპირებს რომელიმე ფეხბურთელის გაშვებას, სანამ ახალი მწვრთნელი არ ჩაუდგება გუნდს სათავეში.

როგორც მოგეხსენებათ, გუნდი უკვე დატოვა რიკი ლამბერტმა, რომელიც "ენფილდზე" გადაბარგდა, სავარაუდოდ მის ბედს გაიზიარებს კიდევ ერთი ინგლისელი, ადამ ლალანა.

"წმინდანები" ჯერ კიდევ მაურისიო პოჩეტინოს შემცვლელის ძიებაში არიან, რომლის მთავარ კანდიტადად განიხილება ჰოლანდიელი რონალდ კოემანი.

მიუხედავად ამისა, შოუს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება. ტრანსფერის დაჩქარებას ითხოვს როი ჰოჯსონიც, რომელმაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს სთხოვა მათი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გადაეწყვიტათ.

წყარო: BBC
სიახლეები, ტრანსფერები
11 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
10 ივნისი 2014 14:19
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
იყიდეთ დროულად სანამ ვინმემ აგვახია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top