თბილისი:
მანჩესტერი:
31-05-2014, 15:58
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2352,
კომენტარები: 11
არ გაყიდოთ მატა !
ესპანელი კლუბის მესვეურებს მოუწოდებს
არ გაყიდოთ მატა !
მიუხედავად იმისა, რომ დევიდ მოიესმა კლუბს ფაქტიურად ვერაფერი მოუტანა, მაინც დაუტოვა ოლდ ტრაფორდს საჩუქარი. კერძოდ კი ხუან მატა, რომელიც იანვარში შეიძინა კლუბმა "ჩელსისგან" სარეკორდო თანხად. გარდა ამისა ხუან მატას კარგი თამაშით კლუბმა მოიპოვა რამდენიმე გამარჯვება და შესაბამისად ის ნაკრებშიც არის გამოძახებული.
დე ხეას კი ჰგონია, რომ ლუის ვან გაალი მსოფლიოდან დაბრუნებული აუცილებლად მიუბრუნდება მატას საკითხს და მის გაშვებას გადაწყვეტს, კერძოდ კი "ბარსელონაში".
ერთის მხრივ თავად მატასთვის საინტერესო შემოთავაზებაა, მისი მიზანი მოგეხსენებათ "იუნაიტედში" გადმოსვლამდე იყო ევრო-ტურნირებზე თამაში, "ბარსელონა" კი ამ შანსს აძლევს და პლიუს ამას ის საკუთარ ქვეყანაში იქნება.
მიუხედავად ამისა "იუნაიტედის" ესპანელი კიპერი ფიქრობს, რომ მატა არ უნდა გაყიდონ. არამხოლოდ იმიტომ, რომ მას ესპანელი მეგობარი ჭირდება, არამედ დე ხეას აქვს ძალიან კარგი არგუმენტებიც. კერძოდ: "მე არ გავყიდიდი მატას, ის ძალიან საჭირო ფეხბურთელია კლუბში. ჩვენ სეზონის ბოლო კარგად ჩავატარეთ ასე თუ ისე და დიდი წვლილი მასაც მიუძღვის, ასევე ძალიან ადვილად გაიარა ადაპტაცია კლუბში".
თუმცა მეორეს მხრივ მატას საჭიროებას კლუბში ვერ ხედავს ვან გაალი, უფრო სწორად ვერ უნდა ხედავდეს. თუ კი აპირებს 1 ფორვარდით თამაშს. სწორედ ამიტომ ჰოლანდიელს სურს, რომ კლუბში გადმოიყვანოს ანდრეს ინიესტა. ამაზეც გააკეთა მცირე კომენტარი დე ხეამ: "თუ მე მექნებოდა მილიონები და მილიონები, ვიყიდიდი ინიესტას. ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, მას აქვს კარგი ხასიათი, ხარისხი და მიზანსწრაფულია. მას აქვს ყველაფერი" - დაასრულა დევიდ დე ხეამ.

წყარო: "სქაისპორტი"
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: love united
31 მაი 2014 16:17
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
შანსი არაა,არ გაყიდიან.უბრალოდ ჭორებია აგორებული!
0
№2
ავტორი: kOsTiA
31 მაი 2014 16:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
უეჭველი ჩვენთან დარჩება.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
31 მაი 2014 16:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ინიესტა love სადაა ინიესტა დ აკაი ცხოვრება wink დე ხეა მაგარი ძმაა, ესპანელებს ამრავლებს გუნდში, ეხლა ფაბრეგასს ეჩალიჩება wink
0
№4
ავტორი: Manchester_M
31 მაი 2014 16:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ესპანელები მაგარი ხასიათის და გულის ხალხია და მაგრად მისწორდება რომ მატა და დე ჰეა რომ ჩვენთან არიან ამიტო კლუბის და მწვრთვნელის შეცდომად ჩავთვლი ამ კაცს თუ გაუშვებენ :X ხუანიტო იმედია კიდევ დიდი ხანი დარჩება ჩვენთან !!!! love
0
№5
ავტორი: Qavtara
31 მაი 2014 17:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 47
მესსის რას ეწრჩით კაცო ???? ინიესტა თუ ვიყიდეთ მესსი ზამენას აგხეხავს არაფრისმაქნისობის გამო wink და მატას გაყიდვა ეს უსულელულესი გადაწყვიტილება იქნება smile
0
№6
ავტორი: nika1997
31 მაი 2014 17:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
kai au ra uzaro chorebia shansi araris ams ar gayidian
0
№7
ავტორი: gilmour
31 მაი 2014 19:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მე მიყვარს ხუან მატა და ამიტომ მაგრად მკიდია ინიესტაც და ფაბრეგასიც, მატა თავის პოზიციაზე ერთერთი საუკეთესოა და პიროვნულად კიდე უფრო მაგარი ადამიანია.
0
№8
ავტორი: Juan Mata
31 მაი 2014 21:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 153
ar gayidian!!!
0
№9
ავტორი: RedTeen
31 მაი 2014 21:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
არ წავა ეს რაა.. ჯერ ნორმალურად არც გაუშლია ფეხი ოლდ ტრაფორდზე.. რა დროს ამის გაშვებაა..
0
№10
ავტორი: red devil
31 მაი 2014 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მატა თავისით არ წავა და თუ ვანგაალმა გაუშვა ჩემი ხელით მოვკლავ იმ ჰოლანდიელს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top