თბილისი:
მანჩესტერი:
31-05-2014, 15:58
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2354,
კომენტარები: 11
არ გაყიდოთ მატა !
ესპანელი კლუბის მესვეურებს მოუწოდებს
არ გაყიდოთ მატა !
მიუხედავად იმისა, რომ დევიდ მოიესმა კლუბს ფაქტიურად ვერაფერი მოუტანა, მაინც დაუტოვა ოლდ ტრაფორდს საჩუქარი. კერძოდ კი ხუან მატა, რომელიც იანვარში შეიძინა კლუბმა "ჩელსისგან" სარეკორდო თანხად. გარდა ამისა ხუან მატას კარგი თამაშით კლუბმა მოიპოვა რამდენიმე გამარჯვება და შესაბამისად ის ნაკრებშიც არის გამოძახებული.
დე ხეას კი ჰგონია, რომ ლუის ვან გაალი მსოფლიოდან დაბრუნებული აუცილებლად მიუბრუნდება მატას საკითხს და მის გაშვებას გადაწყვეტს, კერძოდ კი "ბარსელონაში".
ერთის მხრივ თავად მატასთვის საინტერესო შემოთავაზებაა, მისი მიზანი მოგეხსენებათ "იუნაიტედში" გადმოსვლამდე იყო ევრო-ტურნირებზე თამაში, "ბარსელონა" კი ამ შანსს აძლევს და პლიუს ამას ის საკუთარ ქვეყანაში იქნება.
მიუხედავად ამისა "იუნაიტედის" ესპანელი კიპერი ფიქრობს, რომ მატა არ უნდა გაყიდონ. არამხოლოდ იმიტომ, რომ მას ესპანელი მეგობარი ჭირდება, არამედ დე ხეას აქვს ძალიან კარგი არგუმენტებიც. კერძოდ: "მე არ გავყიდიდი მატას, ის ძალიან საჭირო ფეხბურთელია კლუბში. ჩვენ სეზონის ბოლო კარგად ჩავატარეთ ასე თუ ისე და დიდი წვლილი მასაც მიუძღვის, ასევე ძალიან ადვილად გაიარა ადაპტაცია კლუბში".
თუმცა მეორეს მხრივ მატას საჭიროებას კლუბში ვერ ხედავს ვან გაალი, უფრო სწორად ვერ უნდა ხედავდეს. თუ კი აპირებს 1 ფორვარდით თამაშს. სწორედ ამიტომ ჰოლანდიელს სურს, რომ კლუბში გადმოიყვანოს ანდრეს ინიესტა. ამაზეც გააკეთა მცირე კომენტარი დე ხეამ: "თუ მე მექნებოდა მილიონები და მილიონები, ვიყიდიდი ინიესტას. ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, მას აქვს კარგი ხასიათი, ხარისხი და მიზანსწრაფულია. მას აქვს ყველაფერი" - დაასრულა დევიდ დე ხეამ.

წყარო: "სქაისპორტი"
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
1 ივნისი 2014 17:20
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არც მე გავყიდდი მატას. არ შეიძლება მისი გაშვება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top