თბილისი:
მანჩესტერი:
30-05-2014, 20:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3323,
კომენტარები: 15
ტაქტიკა და შემადგენლობა
საინტერესო სტატია ლუი ვან გაალის ტაქტიკის შესახებ.
ტაქტიკა და შემადგენლობა
ერთ-ერთ ინგლისურ ბლოგში საინტერესო სტატიას გადავაწყდი, რომელიც ლუი ვან გაალის ტაქტიკის შესახებ მოგვითხრობს. ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა სტატია თქვენამდე მომეტანა.

სტატიის ავტორი აღიარებს, რომ მას არასოდეს უნახავს "აიაქსისა" და "ბარსელონას" თამაში იმ პერიოდში, როცა მათ ლუი ვან გაალი წვრთნიდა. მაგრამ მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჰოლანდიელი ჩაიბარებდა, ავტორმა გადახედა წარსულის თამაშებს და თავისებური კვლევა აწარმოა. გთავაზობთ შედეგებს, რომელიც მისმა კვლევებმა მოიტანა.

ტაქტიკა და შემადგენლობა


ლუი ვან გაალი ბოლო 20 წლის განმავლობაში ერთ-ერთ უდიდეს და ნოვატორ მწვრთნელად ითვლება. მისი ხედვა თამაშისადმი გამომდინარეობს მაღალ დონეზე წარმატებისგან. მისი "აიაქსი" სამართლიანად ითვლება საფეხბურთო ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად.

"ყბა ჩამომივარდა, როცა ვან გაალის "აიაქსის" თამაში ვნახე. ისინი ჩემ თვალწინ აკეთებდნენ ყველაფერს, რისი გაკეთებაც საფეხბურთო გუნდს დიდებულად შეუძლია" - ხოსეპ გვარდიოლა.

ლუი ვან გაალი სუფთა საფეხბურთო ფილოსოფიისა და პრინციპების მწვრთნელია. ის თავის ფილოსოფიას აღწერს, რადგან მისი მოთამაშეები აღტაცებულნი არიან მისი შემტევი ფილოსოფიით, ტექნიკური ფილოსოფიით, ტაქტიკური ფილოსოფიით. მისი სისტემის Fifa.com - ისთვის ახსნისას ის ამბობს: "ეს უფრო საფეხბურთო ფილოსოფიაა, ვიდრე სისტემა. სისტემა დამოკიდებუალია იმ მოთამაშეებზე, ვინც შენს განკარგულებაშია. "აიაქსთან" ერთად 4-3-3 ვთამაშობდი, "ბარსელონასთან" ერთად 2-3-2-3 და მე შემიძლია ვითამაშო 4-2-2 "აზ"-სთან ერთად. მე მოქნილი მწვრთნელი ვარ. მაგრამ ფილოსოფია ყოველთვის უცვლელი რჩებოდა. იმისათვის, რომ ის კონკრეტულ სიტუაციასთან შეასაბამო, გუნდური აზროვნებაა საჭირო. ეს კი უკვე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უყურებენ მოთამაშეები მწვრთნელებს და პირიქით. მწვრთნელი - საკოორინაციო ცენტრია, მოთამაშეები მზად უნდა იყვნენ მისი იდეებისთვის, მიზნის მიღწევისთვის ერთად უნდა იბრძოლონ. ტაქტიკური მზადყოფნა და "რკინის" დისციპლინა მეტისმეტად მნიშვნელოვანია. ყველას უნდა ესმოდეს რა უნდა აკეთოს და სად იმყოფებოდეს. ეს არის სპორტი, რომელსაც 22 კაცი თამაშობს, მათგან 11 კი მოწინააღმდეგეა და სხვის გუნდშია. თითოეულმა მათგანმა უნდა იცოდეს, ვის უნდა სძლიოს და სად უნდა იყოს, რათა თანაგუნდელს მხარში ამოუდგეს.

ვან გაალი თამაშს 4 ძირითად ასპექტად ჰყოფს : შეტევის ორგანიზება, შეტევაზე გადასვლა, დაცვის ორგანიზება და დაცვაზე გადასვლა. შეტევაზე გადასვლა თავის მხრივ იყოფა 4 სხვადასხვა ეტაპად. პირველი ეტაპი - როცა ბურთს მეკარე ფლობს. მეორე ეტაპი - გუნდური მოქმედება და ბურთის გადაადგილება, რათა მოწინააღმდეგე აიძულო არასწორი პოზიცია დაიჭიროს. მესამე ეტაპი - საგოლე მომენტების შექმნა, გამწვავება. მეოთხე - დასრულება.

მისი საფეხბურთო ძირითადი აზრი ბურთის კონტროლი და მუდმივი გადაადგილებაა, რათა სუსტი ზონები გამოინახოს. "თქვენ წყვეტთ თუ როგორ ითამაშოს მოწინააღმდეგემ და არა ის, თუ როგორ ითამაშებთ თქვენ." ვან გაალი არის მწვრთნელი, რომელიც ნაჯახივით გამოუდგება ხოლმე მოწინაარმდეგეებს. "მე ყოველთვის ვთამაშობდი შემტევ ფეხბურთს, რადგან მომწონს ეს. ხალხს პროდუქტი აუცილებლად უნდა მიაწოდო." ვან გაალი ძალიან ბევრ დროს უთმობს ვარჯიშებზე პოზიციურ თამაშს. მის სისტემაში, მოთამაშეები ყოველთვის მოძრაობაში უნდა იყვნენ, რათა სივრცეები გამოძებნონ და სწრაფი პასები აკეთონ სამკუთხედური გათამაშების დროს. "ბევრი მწვრთნელი უდიდეს ყურადღებას აქცევს მოთამაშეთა დარწმუნებას იმაში, რომ მატჩის განმავლობაში მათი სირბილი დიდ საქმეს აკეთებს. "აიაქსი" მოთამაშეებს წვრთნის რათა მათ რაც შეიძლება ნაკლები ირბინონ მინდორზე. ამიტომაც არის პოზიციური თამაში ძირითადი რამ "აიაქსისთვის". ვან გაალი ამბობს, რომ მას 8 ხაზიანი თამაში მოსწონს: "მე 8 ხაზი მჭირდება. იმდენად მეტი, რამდენიც შესაძლებელია." მისი თქმით, სწორედ ამიტომ ამჯობინებს იგი 4-3-3 -ს ვიდრე 4-2-2 (თუმცა მის 4-2-2-ს 7 ხაზი აქვს), რადგანაც 4-3-3-ით მას 8 ხაზისა და ბევრი სამკუთხედის შექმნა შეუძლია.

[img]http://defendingwiththeball.files.wordpress.com/2014/05/oo.png?w=728&h=267[/img]


მის ფილოსოფიაში მეკარე არის პირველი პლეიმეიკერი - არავითარი შორეული დარტყმა, მხოლოდ ახლო გადაცემები. ძირითადად მეკარე პასებს უკეთებს ჩამშლელ ნახევარმცველს, რომელიც დაცვის ზონაში ადის, ან ერთ-ერთ მცველს, რომელიც ნახევარდაცვაში გადადის. რაც კარგად ჩანს მის ტაქტიკაში 3-1-3-3. "ყოველთვის მინდოდა ერთი მოთამაშით მეტი შემექმნა...ასე, რომ, ყოველთვის ერთ-ერთი მცველი ოთხისგან ნახევარდაცვაში უნდა გადავიდეს - არ აქვს მნიშვნელობა ვინ - მაგრამ ამ დროს დანარჩენი სამი მცველი ახლოს უნდა იყვნენ ერთმანეთთან."

ტაქტიკა და შემადგენლობა


მცველების ასეთი სახის ჩართვები, ორ ძირითად პრობლემას ქმნის მოწინააღმდეგისთვის: მან მაღლიდან უნდა დაიწყოს შეტევა, რაც თავისუფალ ზონებს ქმნის, ან დაცვაში უნდა ჩაჯდეს და ჰოლანდიელის გუნდს ბურთის კონტროლის საშუალება მისცეს.

ანდრე ვილაშ ბოაში: "ვან გაალის ფეხბურთის იდეა მდგომარეობს ბურთის ფლობაში, პასების მანამდე კეთებაში, სანამ მოწინააღმდეგე პოზიციის შერჩევისას არ შეცდება. მისი მოთამაშეები ხშირად აკეთებენ ჰორიზონტალურ გადაცემებს, რითიც მოწინააღმდეგეს პრესინგსა და თავისი ზონის გათავისუფლებისკენ უბიძგებს. ახლა ბევრი თამაშობს დაცვით ფეხბურთს. მოწინააღმდეგეს რაც ძალიან სჭირდება, ეს ბურთია, ასე რომ ასეთი მოქმედებით მისი დაძლევა მარტივად შეიძლება."

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ვან გაალის გუნდები მხოლოდ კი არ ელოდებიან მოწინააღმდეგის შეცდომებს, არამედ პროვოცირებენ მათზე. მოქმედებენ მთელი მოედნის სიფართოვეზე და მოწინააღმდეგეთა დაცვაზე დიდ ზეწოლას ახდენენ. ამასთან ერთად სულაც არ ეიმედებათ უაზრო, უშედეგო ჩაწოდებების. "როცა ბურთი ჩვენ გვაქვს, ისინი (ნახევარმცველები) უნდა გაიხსნენ ფლანგებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოწინააღმდეგე ამის გამო ღრმად იცავს თავს და ჩვენ მეტი სივრცეები გვიჩნდება. როცა მოწინააღმდეგე კედლად დგება თავის საჯარიმოში, მათ შორის ნაკლები მანძილი რჩება. ჩემი რწმენით, გადაადგილებითი თამაში საუკეთესო საშუალებაა უკანა ხაზთან გასამკლავებლად. თუმცა ასეთ ტაქტიკას მოწინააღმდეგე მარტივად უმკლავდება, რადგან მათ შორის მცირე მანძილია და ისინი შერწყმულად თამაშობენ. ბურთის ასეთ მცირე მანძილზე გადაადგილება მოწინააღმდეგეს მცირე ენერგიას ართმევს. გასაღები კონცენტრაციაა." ამიტომაც ვან გაალის ნახევარდაცვის კონცენტრაცია ბურთზეა გადატანილი. ის ნახევარდაცვის საშუალებით ბურთის დაჭერას ამჯობინებს და სამკუთხედის სისტემას პლეიმეიკერის დახმარებით ქმნის.

ტაქტიკა და შემადგენლობა


ტაქტიკა და შემადგენლობა


ტაქტიკა და შემადგენლობა



ვან გაალის თამაშის მთავარი ტაქტიკური დატვირთვა გადასვლებზე მოდის (შეტევიდან დაცვაზე, ან დაცვიდან შეტევაზე გადასვლაში). "ჩემი აზრით გადასვლები ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ასეთი გადასვლებისას მოწინააღმდეგე ორგანიზებულებას კარგავს, რის გამოც საშუალება გიჩნდება, რომ წარმატებას მიაღწიო."



ვან გაალის გუნდები მიზანმიმართულად იცავენ და უტევენ, როგორც ერთი მექანიზმი."მოთამაშეები არაფრად ითვლებიან, გუნდი კი ყველაფრად." რინუს მიჰელსის ტოტალური ფეხბურთის სკოლის გავლენა აშკარაა. რონალდ დე ბური : "მას ტექნიკა და სისწრაფე უყვარს. ის ამბობს: "დაე ბურთმა გააკეთოს ყველაფერი თქვენს მაგივრად!". მოთამაშეებს სწრაფი ფეხბურთი მოსწონთ, რომელიც შეტევაზეა მიმართული, ერთი ფეხბურთელის მხრიდან პასის მეორე ფეხბურთელისთვის მომენტალურად გადაცემაზე"

დაცვასა და ნახევარდაცვას შორის კომპაქტურობის არ ქონა - თამაშის კიდევ ერთი აუცილებელი ასპექტია. "ყოველთვის ერთად. როცა ისინი აქ არიან, მათ კონტაქტი უნდა ჰქონდეთ. ასე, რომ როცა ბურთი იკარგება, მაშინ მთელი გუნდი უკან ჩადის...შეტევაში ყოფნისას, ყოველთვის იფიქრეთ დაცვაზე. შეტევა - ეს რისკია. მზად იყავით ბურთის დაკარგვისთვისაც და იმისთვისაც, რომ მომენტალურად გადაეწყოთ. მე მათ შორის არ ვარ, ვინც უბრალოდ მიდის და მოთამაშეებს ყიდულობს. მე ვარ მწვრთნელი, რომელსაც სურს და შეუძლია წარმატების მიღწევა მათით, ვინც მის განკარგულებაში იმყოფება"

"მანჩესტერ იუნაიტედს" აუცილებლად სჭირდებოდა მწვრთნელი, რომელიც მოთამაშეებს პასის კეთებას ასწავლის, გადაადგილებას და ა.შ. ვან გაალი ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. "ვიცი, რომ ძალიან კარგი მწვრთნელი ვარ". ოჰ, მისი სიამაყე აღვნიშნე? ვან გაალი ნებისმიერ შესაძლო დეტალს ერგება. "ვან გაალი დიდებული ტაქტიკოსია, მან დანამდვილებით იცის თუ რა სურს თითოეულ თამაშში" - აცხადებს ჩავი. ის თავისი დროის უმეტესობას ტაქტიკურ წვრთნებს უთმობს. მისი ვიდეოანალიტიკოსის მიხედვით, ვან გაალი მოწინააღმდეგის ტაქტიკას ანალიზს უკეთებს, სწავლობს მათ სვლებს და მანევრირებას. რონალდ დე ბური: "ის იმდენად კარგადაა მომზადებული, რომ ვარჯიშებზე ოფლში გაგწურავთ და გაიგებთ რა უნდა გააკეთოს მოწინააღმდეგემ ისეთი, რასაც აქამდე არ აკეთებდა. დანამდვილებით გეცოდინება რას ეწინააღმდეგები." ის დეტალებზე და მცდელობებზეა კონცენტრირებული...ოოო, მე ის ვიგულისხმე, რომ მოთამაშეებისგან საუკეთესოს იღებს.

ასეთი საინტერესო და ვრცელი სტატია გამოუვიდა სტატიის ავტორს. რა დასკვნების გაკეთება შეიძლება მისგან?

1) ვან გაალი - არამარტო ძლიერი ხელები და მფრინავი ბუცებია, რომელთაც რთულ პერიოდში ასე ხშირად მივმართავთ. ვან გაალი - ეს თანამედროვე შემტევი კომბინაციური ფეხბურთია. ის ძალიან გვაკლია.

2) რუნი, მატა, კაგავა და იანუზაი - ლუი ვან გაალის ფილოსოფიის ფასეული ფეხბურთელები. არანაკლებ, ვიდრე მისი საყვარელი ვან პერსი.

3) ამჟამინდელი შემადგენლობის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ვან გაალის ფილოსოფიაში შეტევების წარმართვა ევალება მაიკლ კერიკია.

4) ვან გაალის საყვარელი თამაშისთვის კატეგორიულად არ გვყოფნის ცენტრალური ნახევარმცველები. კროოსი, ფაბრეგასი, სტროოტმანი, შვაინშტაიგერი - ნებისმიერი ერგება.

შეისწავლეთ ვან გაალი, წაიკითხეთ მისი ინტერვიუები, ექსპერტების აზრები, ტაქტიკური განხილვები და უყურეთ ძველ მატჩებს.

"აიაქსი"

94/95 წლების სეზონი: ჯგუფური ეტაპის შეხვედრა "მილანთან", ნახევარფინალი "ბაიერნთან" და ფინალი იმავე "მილანთან".

95/96 წლების სეზონი: ჯგუფური ეტაპის მატჩი "რეალთან" და ფინალი "იუვენტუსთან"

"ბარსელონა"

ოთხივე ელ-კლასიკო.

"ბაიერნი"

ნახევარფინალი "მანჩესტერ იუნაიტედთან" და ფინალი "ინტერთან".

ვინ თქვა ზაფხულში მხოლოდ მუნდიალს ვუყურებო?



თარგმანი: გიორგი დუმბაძე


defendingwiththeball
სიახლეები, სტატიები
15 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
30 მაი 2014 20:34
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ყოველ ჯერზე, როცა ამ კაცის შესახებ სტატიებს ვთარგმნი, ძალიან საინტერესო ფრაზებს ვაწყდები. დამიჯერეთ, წაიკითხეთ და არ ინანებთ. შევეცადე ორიგინალური ენა არ დაკარგულიყო და ყველაფერი მეთარგმნა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Red Hooligan
30 მაი 2014 20:36
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
"მას ტექნიკა და სისწრაფე უყვარს.
megustamucho
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№3
ავტორი: kOsTiA
30 მაი 2014 22:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
RojoDiablo,
ყოჩაღ ავტორ...მაგარი სტატიაა.

THEvv,
ჰოდდოგი wink
0
№4
ავტორი: gilmour
30 მაი 2014 22:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
როგორც ყოველთვის, ძალიან მაგარი სტატიაა!!!
ვან გაალის პროფესიონალიზი არ არის განხილვის საგანი, ეს ყველამ ვიცით. უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენი გუნდი შემდეგი სეზონიდან აბსოლუტურად განსხვავებულ ფეხბურთს გვაჩვენებს, ვან გაალს შეუძლია წყობა მოარგოს შემადგენლობას, თუმცა სოლიდური თანხა და მთელი სატრანსფერო პერიოდი მის ხელშია, ასე რომ წყობა
კი არ მოერგება შემადგენლობას, გაკეთდება ისეთი ტრანსფერები, რომელიც ჰოლანდიელს თავისი ფილოსოფიის მინდორზე გადმოტანას შეუწყიობს ხელს.
ახლა უკვე მართლა ახალი ერა იწყება, დავიბრუნოთ ძველი დიდება და ეს როგორი ტაქტიკური სქემით მოხდება მეორეხარისხოვანია.
0
№5
ავტორი: Lev
30 მაი 2014 23:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1514
მაგარი სტატიაა. მე როგორც გავიგე ვან გაალის ოფიციალური დანიშვნის შესახებ . გადავაბრუნე და დავღეჭე მთელი მისი ისტორია გუნდებში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№6
ავტორი: kOsTiA
31 მაი 2014 00:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
gilmour,
თო მომავალ სეზონში არაფერი არ გამოგვივიდა ჩავთვალოთ რომ კარგა ხნით განწირულები ვართ....ამ ხიფათზე ფიქრს კი ის მიზეზი მაძლევს რომელსაც არ შემდგარი ტრანსფერები ქვია.
0
№7
ავტორი: gilmour
31 მაი 2014 01:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
kOsTiA,
ჯერ სატრანსფერო ფანჯარაც არ გახსნილა, რადროს არშემდგარზე ლაპარაკია, შეიძლება ისე არ წარიმართოს ყველაფერი როგორც წინასწარ ვვარაუდობდით, მაგრამ გუნდი რომ გაძლიერდება ვიცი, ბევრი რამე გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. დაველოდით ჯერ.
0
№8
ავტორი: Lev
31 მაი 2014 01:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1514
kOsTiA,
ჯერ ამაზე ნერვიულობა ნაადრევია. იქნება ტრანსფერები და ჩვენს ახალგაზრდებსაც შანსი მიეცემათ მშვენიერი მომავალი გვაქვს:დაცვაში- იანკო კინი ვარელა ჯონსი რაფაც ხოდზეა თან ვინმესაც ვიყიდით-ნახევარდაცვა-ბენ პირსონი პაუელი ლინგარდი ლოურენსი პერეირაიანუზაი -თავდასხმაში ენრიკესი ვილსონი. ტრანსფერების გარეშეც კარგ ახალგაზრდულ გუნდს ააწყობდა კაცი მაგრამ ....მინიმუმ 3 ტრანსფერი გვინდა და 3 ფეხბურთელი კიდევ უნდა წავიდეს თუ ეხლა არა მომდევნო სეზონის ბოლოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№9
ავტორი: red devil
31 მაი 2014 08:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
საღოლ ავტორ ძაან მაგარია. ხოლო რაც სტატიიდან შინაარსი გამოვიტანე ეს არის ადამიანი რომელიც ათამაშებს გუნდს დისციპლინებურ ფეხბურთს. ხოლო ფეხბურთელები რომლებიც მას ჭირდება თავის ტაკტიკისთვის ესენია დაცვაში ჰუმელსი რომელიც კარგად იწევს შეტევაში და ანაწილებს პასებს აგრეთვე ნახევარდაცვაში სტროტმანი რომელიც კარგია როგორც შეტევაში ისე დაცვაში და ვინგერები რომლებიც სწრაფად იმოქმედებენ როგორც დაცვაში აგრეთვე შეტევაშიც ეგეთი კი როისი და ვალენსიააა რომელსაც ტექნიკა არ აქ მარა საკმაოდ სწრაფია ასე რო მომავალ წელს დიდი იმედებით ველოდები.
0
№10
ავტორი: დავითი
31 მაი 2014 08:27
  • სიახლეები: 13
  • კომენტარები: 154
2 თავდამსხმელით სანამ არ დავიწყებთ თამაშს სულ რაღაც პრობლემა იქნება შეტევის ხაზში... არც ფერგი აყენებდა 2 ნომინალურ თავდამსხმელს, მაგრამ მაინც ტყ*ნას ვაჩენდით.... დააყენოს ვანპერსი რუნი წინ და 10 ნომერზე მატა ან კაგავა... მოიესი მატას მარჯვენა ფლანგიდან ათამაშებდა... წავიდა თუ არა გიგზმა ეგრევე შუაში შემოწია და შედეგიც ნახეთ....
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top