თბილისი:
მანჩესტერი:
30-05-2014, 20:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3324,
კომენტარები: 15
ტაქტიკა და შემადგენლობა
საინტერესო სტატია ლუი ვან გაალის ტაქტიკის შესახებ.
ტაქტიკა და შემადგენლობა
ერთ-ერთ ინგლისურ ბლოგში საინტერესო სტატიას გადავაწყდი, რომელიც ლუი ვან გაალის ტაქტიკის შესახებ მოგვითხრობს. ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა სტატია თქვენამდე მომეტანა.

სტატიის ავტორი აღიარებს, რომ მას არასოდეს უნახავს "აიაქსისა" და "ბარსელონას" თამაში იმ პერიოდში, როცა მათ ლუი ვან გაალი წვრთნიდა. მაგრამ მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჰოლანდიელი ჩაიბარებდა, ავტორმა გადახედა წარსულის თამაშებს და თავისებური კვლევა აწარმოა. გთავაზობთ შედეგებს, რომელიც მისმა კვლევებმა მოიტანა.

ტაქტიკა და შემადგენლობა


ლუი ვან გაალი ბოლო 20 წლის განმავლობაში ერთ-ერთ უდიდეს და ნოვატორ მწვრთნელად ითვლება. მისი ხედვა თამაშისადმი გამომდინარეობს მაღალ დონეზე წარმატებისგან. მისი "აიაქსი" სამართლიანად ითვლება საფეხბურთო ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად.

"ყბა ჩამომივარდა, როცა ვან გაალის "აიაქსის" თამაში ვნახე. ისინი ჩემ თვალწინ აკეთებდნენ ყველაფერს, რისი გაკეთებაც საფეხბურთო გუნდს დიდებულად შეუძლია" - ხოსეპ გვარდიოლა.

ლუი ვან გაალი სუფთა საფეხბურთო ფილოსოფიისა და პრინციპების მწვრთნელია. ის თავის ფილოსოფიას აღწერს, რადგან მისი მოთამაშეები აღტაცებულნი არიან მისი შემტევი ფილოსოფიით, ტექნიკური ფილოსოფიით, ტაქტიკური ფილოსოფიით. მისი სისტემის Fifa.com - ისთვის ახსნისას ის ამბობს: "ეს უფრო საფეხბურთო ფილოსოფიაა, ვიდრე სისტემა. სისტემა დამოკიდებუალია იმ მოთამაშეებზე, ვინც შენს განკარგულებაშია. "აიაქსთან" ერთად 4-3-3 ვთამაშობდი, "ბარსელონასთან" ერთად 2-3-2-3 და მე შემიძლია ვითამაშო 4-2-2 "აზ"-სთან ერთად. მე მოქნილი მწვრთნელი ვარ. მაგრამ ფილოსოფია ყოველთვის უცვლელი რჩებოდა. იმისათვის, რომ ის კონკრეტულ სიტუაციასთან შეასაბამო, გუნდური აზროვნებაა საჭირო. ეს კი უკვე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უყურებენ მოთამაშეები მწვრთნელებს და პირიქით. მწვრთნელი - საკოორინაციო ცენტრია, მოთამაშეები მზად უნდა იყვნენ მისი იდეებისთვის, მიზნის მიღწევისთვის ერთად უნდა იბრძოლონ. ტაქტიკური მზადყოფნა და "რკინის" დისციპლინა მეტისმეტად მნიშვნელოვანია. ყველას უნდა ესმოდეს რა უნდა აკეთოს და სად იმყოფებოდეს. ეს არის სპორტი, რომელსაც 22 კაცი თამაშობს, მათგან 11 კი მოწინააღმდეგეა და სხვის გუნდშია. თითოეულმა მათგანმა უნდა იცოდეს, ვის უნდა სძლიოს და სად უნდა იყოს, რათა თანაგუნდელს მხარში ამოუდგეს.

ვან გაალი თამაშს 4 ძირითად ასპექტად ჰყოფს : შეტევის ორგანიზება, შეტევაზე გადასვლა, დაცვის ორგანიზება და დაცვაზე გადასვლა. შეტევაზე გადასვლა თავის მხრივ იყოფა 4 სხვადასხვა ეტაპად. პირველი ეტაპი - როცა ბურთს მეკარე ფლობს. მეორე ეტაპი - გუნდური მოქმედება და ბურთის გადაადგილება, რათა მოწინააღმდეგე აიძულო არასწორი პოზიცია დაიჭიროს. მესამე ეტაპი - საგოლე მომენტების შექმნა, გამწვავება. მეოთხე - დასრულება.

მისი საფეხბურთო ძირითადი აზრი ბურთის კონტროლი და მუდმივი გადაადგილებაა, რათა სუსტი ზონები გამოინახოს. "თქვენ წყვეტთ თუ როგორ ითამაშოს მოწინააღმდეგემ და არა ის, თუ როგორ ითამაშებთ თქვენ." ვან გაალი არის მწვრთნელი, რომელიც ნაჯახივით გამოუდგება ხოლმე მოწინაარმდეგეებს. "მე ყოველთვის ვთამაშობდი შემტევ ფეხბურთს, რადგან მომწონს ეს. ხალხს პროდუქტი აუცილებლად უნდა მიაწოდო." ვან გაალი ძალიან ბევრ დროს უთმობს ვარჯიშებზე პოზიციურ თამაშს. მის სისტემაში, მოთამაშეები ყოველთვის მოძრაობაში უნდა იყვნენ, რათა სივრცეები გამოძებნონ და სწრაფი პასები აკეთონ სამკუთხედური გათამაშების დროს. "ბევრი მწვრთნელი უდიდეს ყურადღებას აქცევს მოთამაშეთა დარწმუნებას იმაში, რომ მატჩის განმავლობაში მათი სირბილი დიდ საქმეს აკეთებს. "აიაქსი" მოთამაშეებს წვრთნის რათა მათ რაც შეიძლება ნაკლები ირბინონ მინდორზე. ამიტომაც არის პოზიციური თამაში ძირითადი რამ "აიაქსისთვის". ვან გაალი ამბობს, რომ მას 8 ხაზიანი თამაში მოსწონს: "მე 8 ხაზი მჭირდება. იმდენად მეტი, რამდენიც შესაძლებელია." მისი თქმით, სწორედ ამიტომ ამჯობინებს იგი 4-3-3 -ს ვიდრე 4-2-2 (თუმცა მის 4-2-2-ს 7 ხაზი აქვს), რადგანაც 4-3-3-ით მას 8 ხაზისა და ბევრი სამკუთხედის შექმნა შეუძლია.

[img]http://defendingwiththeball.files.wordpress.com/2014/05/oo.png?w=728&h=267[/img]


მის ფილოსოფიაში მეკარე არის პირველი პლეიმეიკერი - არავითარი შორეული დარტყმა, მხოლოდ ახლო გადაცემები. ძირითადად მეკარე პასებს უკეთებს ჩამშლელ ნახევარმცველს, რომელიც დაცვის ზონაში ადის, ან ერთ-ერთ მცველს, რომელიც ნახევარდაცვაში გადადის. რაც კარგად ჩანს მის ტაქტიკაში 3-1-3-3. "ყოველთვის მინდოდა ერთი მოთამაშით მეტი შემექმნა...ასე, რომ, ყოველთვის ერთ-ერთი მცველი ოთხისგან ნახევარდაცვაში უნდა გადავიდეს - არ აქვს მნიშვნელობა ვინ - მაგრამ ამ დროს დანარჩენი სამი მცველი ახლოს უნდა იყვნენ ერთმანეთთან."

ტაქტიკა და შემადგენლობა


მცველების ასეთი სახის ჩართვები, ორ ძირითად პრობლემას ქმნის მოწინააღმდეგისთვის: მან მაღლიდან უნდა დაიწყოს შეტევა, რაც თავისუფალ ზონებს ქმნის, ან დაცვაში უნდა ჩაჯდეს და ჰოლანდიელის გუნდს ბურთის კონტროლის საშუალება მისცეს.

ანდრე ვილაშ ბოაში: "ვან გაალის ფეხბურთის იდეა მდგომარეობს ბურთის ფლობაში, პასების მანამდე კეთებაში, სანამ მოწინააღმდეგე პოზიციის შერჩევისას არ შეცდება. მისი მოთამაშეები ხშირად აკეთებენ ჰორიზონტალურ გადაცემებს, რითიც მოწინააღმდეგეს პრესინგსა და თავისი ზონის გათავისუფლებისკენ უბიძგებს. ახლა ბევრი თამაშობს დაცვით ფეხბურთს. მოწინააღმდეგეს რაც ძალიან სჭირდება, ეს ბურთია, ასე რომ ასეთი მოქმედებით მისი დაძლევა მარტივად შეიძლება."

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ვან გაალის გუნდები მხოლოდ კი არ ელოდებიან მოწინააღმდეგის შეცდომებს, არამედ პროვოცირებენ მათზე. მოქმედებენ მთელი მოედნის სიფართოვეზე და მოწინააღმდეგეთა დაცვაზე დიდ ზეწოლას ახდენენ. ამასთან ერთად სულაც არ ეიმედებათ უაზრო, უშედეგო ჩაწოდებების. "როცა ბურთი ჩვენ გვაქვს, ისინი (ნახევარმცველები) უნდა გაიხსნენ ფლანგებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოწინააღმდეგე ამის გამო ღრმად იცავს თავს და ჩვენ მეტი სივრცეები გვიჩნდება. როცა მოწინააღმდეგე კედლად დგება თავის საჯარიმოში, მათ შორის ნაკლები მანძილი რჩება. ჩემი რწმენით, გადაადგილებითი თამაში საუკეთესო საშუალებაა უკანა ხაზთან გასამკლავებლად. თუმცა ასეთ ტაქტიკას მოწინააღმდეგე მარტივად უმკლავდება, რადგან მათ შორის მცირე მანძილია და ისინი შერწყმულად თამაშობენ. ბურთის ასეთ მცირე მანძილზე გადაადგილება მოწინააღმდეგეს მცირე ენერგიას ართმევს. გასაღები კონცენტრაციაა." ამიტომაც ვან გაალის ნახევარდაცვის კონცენტრაცია ბურთზეა გადატანილი. ის ნახევარდაცვის საშუალებით ბურთის დაჭერას ამჯობინებს და სამკუთხედის სისტემას პლეიმეიკერის დახმარებით ქმნის.

ტაქტიკა და შემადგენლობა


ტაქტიკა და შემადგენლობა


ტაქტიკა და შემადგენლობა



ვან გაალის თამაშის მთავარი ტაქტიკური დატვირთვა გადასვლებზე მოდის (შეტევიდან დაცვაზე, ან დაცვიდან შეტევაზე გადასვლაში). "ჩემი აზრით გადასვლები ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ასეთი გადასვლებისას მოწინააღმდეგე ორგანიზებულებას კარგავს, რის გამოც საშუალება გიჩნდება, რომ წარმატებას მიაღწიო."



ვან გაალის გუნდები მიზანმიმართულად იცავენ და უტევენ, როგორც ერთი მექანიზმი."მოთამაშეები არაფრად ითვლებიან, გუნდი კი ყველაფრად." რინუს მიჰელსის ტოტალური ფეხბურთის სკოლის გავლენა აშკარაა. რონალდ დე ბური : "მას ტექნიკა და სისწრაფე უყვარს. ის ამბობს: "დაე ბურთმა გააკეთოს ყველაფერი თქვენს მაგივრად!". მოთამაშეებს სწრაფი ფეხბურთი მოსწონთ, რომელიც შეტევაზეა მიმართული, ერთი ფეხბურთელის მხრიდან პასის მეორე ფეხბურთელისთვის მომენტალურად გადაცემაზე"

დაცვასა და ნახევარდაცვას შორის კომპაქტურობის არ ქონა - თამაშის კიდევ ერთი აუცილებელი ასპექტია. "ყოველთვის ერთად. როცა ისინი აქ არიან, მათ კონტაქტი უნდა ჰქონდეთ. ასე, რომ როცა ბურთი იკარგება, მაშინ მთელი გუნდი უკან ჩადის...შეტევაში ყოფნისას, ყოველთვის იფიქრეთ დაცვაზე. შეტევა - ეს რისკია. მზად იყავით ბურთის დაკარგვისთვისაც და იმისთვისაც, რომ მომენტალურად გადაეწყოთ. მე მათ შორის არ ვარ, ვინც უბრალოდ მიდის და მოთამაშეებს ყიდულობს. მე ვარ მწვრთნელი, რომელსაც სურს და შეუძლია წარმატების მიღწევა მათით, ვინც მის განკარგულებაში იმყოფება"

"მანჩესტერ იუნაიტედს" აუცილებლად სჭირდებოდა მწვრთნელი, რომელიც მოთამაშეებს პასის კეთებას ასწავლის, გადაადგილებას და ა.შ. ვან გაალი ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. "ვიცი, რომ ძალიან კარგი მწვრთნელი ვარ". ოჰ, მისი სიამაყე აღვნიშნე? ვან გაალი ნებისმიერ შესაძლო დეტალს ერგება. "ვან გაალი დიდებული ტაქტიკოსია, მან დანამდვილებით იცის თუ რა სურს თითოეულ თამაშში" - აცხადებს ჩავი. ის თავისი დროის უმეტესობას ტაქტიკურ წვრთნებს უთმობს. მისი ვიდეოანალიტიკოსის მიხედვით, ვან გაალი მოწინააღმდეგის ტაქტიკას ანალიზს უკეთებს, სწავლობს მათ სვლებს და მანევრირებას. რონალდ დე ბური: "ის იმდენად კარგადაა მომზადებული, რომ ვარჯიშებზე ოფლში გაგწურავთ და გაიგებთ რა უნდა გააკეთოს მოწინააღმდეგემ ისეთი, რასაც აქამდე არ აკეთებდა. დანამდვილებით გეცოდინება რას ეწინააღმდეგები." ის დეტალებზე და მცდელობებზეა კონცენტრირებული...ოოო, მე ის ვიგულისხმე, რომ მოთამაშეებისგან საუკეთესოს იღებს.

ასეთი საინტერესო და ვრცელი სტატია გამოუვიდა სტატიის ავტორს. რა დასკვნების გაკეთება შეიძლება მისგან?

1) ვან გაალი - არამარტო ძლიერი ხელები და მფრინავი ბუცებია, რომელთაც რთულ პერიოდში ასე ხშირად მივმართავთ. ვან გაალი - ეს თანამედროვე შემტევი კომბინაციური ფეხბურთია. ის ძალიან გვაკლია.

2) რუნი, მატა, კაგავა და იანუზაი - ლუი ვან გაალის ფილოსოფიის ფასეული ფეხბურთელები. არანაკლებ, ვიდრე მისი საყვარელი ვან პერსი.

3) ამჟამინდელი შემადგენლობის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ვან გაალის ფილოსოფიაში შეტევების წარმართვა ევალება მაიკლ კერიკია.

4) ვან გაალის საყვარელი თამაშისთვის კატეგორიულად არ გვყოფნის ცენტრალური ნახევარმცველები. კროოსი, ფაბრეგასი, სტროოტმანი, შვაინშტაიგერი - ნებისმიერი ერგება.

შეისწავლეთ ვან გაალი, წაიკითხეთ მისი ინტერვიუები, ექსპერტების აზრები, ტაქტიკური განხილვები და უყურეთ ძველ მატჩებს.

"აიაქსი"

94/95 წლების სეზონი: ჯგუფური ეტაპის შეხვედრა "მილანთან", ნახევარფინალი "ბაიერნთან" და ფინალი იმავე "მილანთან".

95/96 წლების სეზონი: ჯგუფური ეტაპის მატჩი "რეალთან" და ფინალი "იუვენტუსთან"

"ბარსელონა"

ოთხივე ელ-კლასიკო.

"ბაიერნი"

ნახევარფინალი "მანჩესტერ იუნაიტედთან" და ფინალი "ინტერთან".

ვინ თქვა ზაფხულში მხოლოდ მუნდიალს ვუყურებო?



თარგმანი: გიორგი დუმბაძე


defendingwiththeball
სიახლეები, სტატიები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester_M
31 მაი 2014 09:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სპს ავტორ ასეთი მაგარი სტატიის თარგმნისთვის ბოლომდე წავიკითხე ძან მაგარი იყო !!!!
0
№12
ავტორი: ლადო
31 მაი 2014 11:58
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ძალიან საიტერესო სტატიააა და ასევე ვან გაალიც ძალიან საინტერესოა არა მოისს ექნებოდა ასეთი ტქტიკები და ასეთი წყოები, მაგარი იდეები აქვს....ძAლიან მეომედება ამ კაცის...
0
№13
ავტორი: Qavtara
31 მაი 2014 17:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 47
მხარს ვუჭერ ამ კაცს და იასნია ვუბალეშიკებ რადგან ეშმაკი გახდა მარა გულის სიღრმეში მაინც ვფიქრობ რომ დიდი ....ა რა ვქნა ასე მგონია ან დაგვაქცევს ან აგვაშენებს შუაში ვერ ვიქნებით wink ტიპი იმენა არ მევასება და რა ვქნა wink
0
№14
ავტორი: GeorgeBest
31 მაი 2014 18:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აღარ შეგაქებ, ამ სიახლით ყველაფერი ნათქვამია winked

მომენატრა სწრაფი და შემტევი ფეხბურთი, ამ წელს საერთოდ ფეხბურთი მომენატრა. დიდ იმედებს ვამყარებტ ამ კაცზე და ბევრი მიზეზი გვაქვს ამისი. მოიესის შემთხვევაში ფერგის ფაქტორი იყო მხოლოდ, მაგრამ აქ სხვა ამბავია.

მის სისტემაში, მოთამაშეები ყოველთვის მოძრაობაში უნდა იყვნენ, რათა სივრცეები გამოძებნონ და სწრაფი პასები აკეთონ სამკუთხედური გათამაშების დროს

იქნებ გვიშველოს, პასები თუ არა იმოძრაონ მაინც
0
№15
ავტორი: Lev
31 მაი 2014 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
Qavtara,
თვალების ფერი არ მოგწონს თუ მიხვრა-მოხვრა

kOsTiA,
მე კლუბზე 98-99 წლიდან ვნერვიულობ ) ასე რომ შენი მესმის) ყველაფერი იქნება აი ძაან მაგრად!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top