თბილისი:
მანჩესტერი:
7-06-2013, 20:51
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3067,
კომენტარები: 13
"ოლდ ტრაფორდი" ზრდის ფეხბურთელებს და არასოდეს იღებს მზამზარეულს!
რაა ქმნის გუნდს? ბასბის დანატოვარი...
მატ ბასბის ეს წერილი 1957 წელს გამოქვეყნდა "მანჩესტერ იუნაიტედის" საკლუბო გამოცემაში. ტრაგედიამდე თვეები რჩებოდა...

"რა ქმნის "ალისფერ ეშმაკუნებს"? რა ქმნის "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელს? სამსიტყვიან პასუხს გაგცემთ: მოქნილობა, ნიჭი და ხასიათი.
რამდენიმე წლის წინ, როცა ჩვენი გუნდი ცხრილის ბოლოში იყო, მე ვამშვიდებდი ჩვენს ქომაგებს, რომ მომავალი საიმედო ხელშია. ვარწმუნებდი მათ, რომ ძველი დღეების სიდიადე კვლავ აღორძინდება ასობით ახალგაზრდა და უცნობი ფეხბურთელის ძალისხმევით, რომელთა სახელები ჩვენს წიგნაკებში იყო ჩანიშნული.
მათ ააღორძინეს "მანჩესტერ იუნაიტედი" და კიდევ მეტიც, ეს იმგვარი სისწრაფით მოახერხეს, რომ ვერც კი ვიოცნებებდი. ისინი რამდენიმე თვეში დაკაცდნენ და ბიჭური ჩვევები დაივიწყეს, ყველანი მოქნილი და ნიჭიერი ბიჭები იყვნენ, მაგრამ ვერაფერს მიაღწევდნენ, რომ არა ხასიათი.
ყოველთვის ასეთი შეხედულება მქონდა: როდესაც ტრიბუნაზე დგახარ და მოედანზე მოთამაშე ფეხბურთელი ხარ აღტაცებული, ეს აღტაცება არ უნდა გაქრეს, როცა დაბლა ჩამოხვალ და მოედნის კიდეზე შეხვდები მას.
ფეხბურთელი ღირსეული კაცი უნდა იყოს!
ჩემმა ბიჭებმა პატივი მოუტანეს ინგლისს და ეს ბელგიაში, გერმანიასა და ესპანეთშიც დაამტკიცეს, მაგრამ ეს ცოტა იქნებოდა, რომ ისინი უბრალოდ ნიჭიერი და ჭკვიანი ფეხბურთელები ყოფილიყვნენ. ამავდროულად, ისინი პატიოსანი და წესიერი ადამიანებიც არიან.
ყოველი მათგანი ვარსკვლავია თავის ადგილზე, მაგრამ მათთვის მთავარი რამ გუნდია.
ავიღოთ დანკან ედვარდსი. მას მარცხენა ნახევარმცველად თამაში ურჩევნია. ამ ადგილას თამაშობს ნაკრებში. მაგრამ მე აქეთ-იქით ვატარებ მას - მარცხენა ინსაიდად, შუაში და ცენტრფორვარდადაც კი ვათამაშებ. დანკანს ერთხელ არ დასცდენია სიტყვა. მან იცის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" პირველ რიგშია.
დღეს მომავალი კვლავ საიმედო ხელშია - უფრო მეტადაც, ვიდრე მაშინ, სრულიად ახალგაზრდა ძირითად შემადგენლობის ზურგს უკან, რვა-ცხრა საუცხოო სათადარიგო მოთამაშე დგას. ესენი ძირითადში მოხვედრას ელიან და ბევრსაც იღვწიან ამისთვის. ამათ უკან კი ყმაწვილთა კიდევ ორი გუნდია. ვხედავ, რომ ისინი უეჭველად ითამაშებენ მთავარ გუნდში. ისინი გაიმარჯვებენ, რადგან პატიოსანნი, ნიჭიერნი და ჭკვიანნი არიან. მათ სწორად ვზრდით. დიახ, "ოლდ ტრაფორდი" ზრდის ფეხბურთელებს და არასოდეს იღებს მზამზარეულს.
მათი მამა-მარჩენალი ჯო არმსტრონგია, რომელიც ამ ბიჭების უმრავლესობას სკოლების მინდვრებზე დაეძებდა. ვარჯიშის დროს ისინი ჩემი თანაშემწის ჯიმ მერფის ხელში არიან. იქვეა მწვრთნელი ბერტ უილიც, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედი" გულისფიცარზე ამოუჭრია.
ამ ბიჭებს დიდ ფეხბურთში ველი. მგონია, რომ ჩვენ, ეშმაკუნების უფროსობა, სწორად მოაზროვნე ხალხი ვართ და სწორად მოაზროვნე ხალხს ვქმნით. ჩვენ ხასიათებს ვაშენებთ."
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Mike
12 ოქტომბერი 2012 16:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ბევრი გიწვალია ავტორ, მადლობ იმედია ამ შემართებით გააგრძელებთ ბიჭებო derphappycry
0
№2
ავტორი: Rooney
12 ოქტომბერი 2012 16:56
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
საღოოლ მაგარია
0
№3
ავტორი: VaRdo
12 ოქტომბერი 2012 17:07
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აუ ეს მე უდნა დამეწერა და რა წესია :| :D საღოლ მაგრად მეავსება ეს წერილი. ძველ საიზტეც მეწერა ეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: UTD-Rule
12 ოქტომბერი 2012 17:07
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ ავტორ !!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№5
ავტორი: Jubo
12 ოქტომბერი 2012 17:09
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
"ოლდ ტრაფორდი" ზრდის ფეხბურთელებს და არასოდეს იღებს მზამზარეულს! manunited მაგარი სიტყვებია love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№6
ავტორი: Beckham 7
12 ოქტომბერი 2012 17:10
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
...RooNeY...FaN...,
საღოლ : )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№7
ავტორი: David Beckham
12 ოქტომბერი 2012 17:27
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 41
...RooNeY...FaN...,
საღოლ ჯუბოო good2
0
№8
ავტორი: Ví Ví
14 ოქტომბერი 2012 21:48
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ერთი ვან პერსი არის ეგეთი მეტი არავინ
0
№9
ავტორი: Tsuki
3 იანვარი 2013 22:31
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
...RooNeY...FaN...,
საღოლ ძმაო...
0
№10
ავტორი: Degea1
26 თებერვალი 2013 17:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
sagol avtor
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top