თბილისი:
მანჩესტერი:
7-06-2013, 20:51
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3069,
კომენტარები: 13
"ოლდ ტრაფორდი" ზრდის ფეხბურთელებს და არასოდეს იღებს მზამზარეულს!
რაა ქმნის გუნდს? ბასბის დანატოვარი...
მატ ბასბის ეს წერილი 1957 წელს გამოქვეყნდა "მანჩესტერ იუნაიტედის" საკლუბო გამოცემაში. ტრაგედიამდე თვეები რჩებოდა...

"რა ქმნის "ალისფერ ეშმაკუნებს"? რა ქმნის "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელს? სამსიტყვიან პასუხს გაგცემთ: მოქნილობა, ნიჭი და ხასიათი.
რამდენიმე წლის წინ, როცა ჩვენი გუნდი ცხრილის ბოლოში იყო, მე ვამშვიდებდი ჩვენს ქომაგებს, რომ მომავალი საიმედო ხელშია. ვარწმუნებდი მათ, რომ ძველი დღეების სიდიადე კვლავ აღორძინდება ასობით ახალგაზრდა და უცნობი ფეხბურთელის ძალისხმევით, რომელთა სახელები ჩვენს წიგნაკებში იყო ჩანიშნული.
მათ ააღორძინეს "მანჩესტერ იუნაიტედი" და კიდევ მეტიც, ეს იმგვარი სისწრაფით მოახერხეს, რომ ვერც კი ვიოცნებებდი. ისინი რამდენიმე თვეში დაკაცდნენ და ბიჭური ჩვევები დაივიწყეს, ყველანი მოქნილი და ნიჭიერი ბიჭები იყვნენ, მაგრამ ვერაფერს მიაღწევდნენ, რომ არა ხასიათი.
ყოველთვის ასეთი შეხედულება მქონდა: როდესაც ტრიბუნაზე დგახარ და მოედანზე მოთამაშე ფეხბურთელი ხარ აღტაცებული, ეს აღტაცება არ უნდა გაქრეს, როცა დაბლა ჩამოხვალ და მოედნის კიდეზე შეხვდები მას.
ფეხბურთელი ღირსეული კაცი უნდა იყოს!
ჩემმა ბიჭებმა პატივი მოუტანეს ინგლისს და ეს ბელგიაში, გერმანიასა და ესპანეთშიც დაამტკიცეს, მაგრამ ეს ცოტა იქნებოდა, რომ ისინი უბრალოდ ნიჭიერი და ჭკვიანი ფეხბურთელები ყოფილიყვნენ. ამავდროულად, ისინი პატიოსანი და წესიერი ადამიანებიც არიან.
ყოველი მათგანი ვარსკვლავია თავის ადგილზე, მაგრამ მათთვის მთავარი რამ გუნდია.
ავიღოთ დანკან ედვარდსი. მას მარცხენა ნახევარმცველად თამაში ურჩევნია. ამ ადგილას თამაშობს ნაკრებში. მაგრამ მე აქეთ-იქით ვატარებ მას - მარცხენა ინსაიდად, შუაში და ცენტრფორვარდადაც კი ვათამაშებ. დანკანს ერთხელ არ დასცდენია სიტყვა. მან იცის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" პირველ რიგშია.
დღეს მომავალი კვლავ საიმედო ხელშია - უფრო მეტადაც, ვიდრე მაშინ, სრულიად ახალგაზრდა ძირითად შემადგენლობის ზურგს უკან, რვა-ცხრა საუცხოო სათადარიგო მოთამაშე დგას. ესენი ძირითადში მოხვედრას ელიან და ბევრსაც იღვწიან ამისთვის. ამათ უკან კი ყმაწვილთა კიდევ ორი გუნდია. ვხედავ, რომ ისინი უეჭველად ითამაშებენ მთავარ გუნდში. ისინი გაიმარჯვებენ, რადგან პატიოსანნი, ნიჭიერნი და ჭკვიანნი არიან. მათ სწორად ვზრდით. დიახ, "ოლდ ტრაფორდი" ზრდის ფეხბურთელებს და არასოდეს იღებს მზამზარეულს.
მათი მამა-მარჩენალი ჯო არმსტრონგია, რომელიც ამ ბიჭების უმრავლესობას სკოლების მინდვრებზე დაეძებდა. ვარჯიშის დროს ისინი ჩემი თანაშემწის ჯიმ მერფის ხელში არიან. იქვეა მწვრთნელი ბერტ უილიც, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედი" გულისფიცარზე ამოუჭრია.
ამ ბიჭებს დიდ ფეხბურთში ველი. მგონია, რომ ჩვენ, ეშმაკუნების უფროსობა, სწორად მოაზროვნე ხალხი ვართ და სწორად მოაზროვნე ხალხს ვქმნით. ჩვენ ხასიათებს ვაშენებთ."
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Amanda Seyfried
7 ივნისი 2013 20:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ბერბა და პერსი მივიღეთ troll
0
№12
ავტორი: Shako Jones
7 ივნისი 2013 22:34
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
გენიაა
0
№13
ავტორი: ლადო
8 ივნისი 2013 10:22
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
"ოლდ ტრაფორდი" ზრდის ფეხბურთელებს და არასოდეს იღებს მზამზარეულს!

ოქროს სიტყვებია...საღოლ ჯუბო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top