თბილისი:
მანჩესტერი:
26-05-2014, 11:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2792,
კომენტარები: 14
შეცვლილი სატრანსფერო გეგმა
ლუი ვან გაალმა გეგმები მთლიანად შეცვალა.
შეცვლილი სატრანსფერო გეგმა
მას შემდეგ რაც გაცხადდა, რომ ლუი ვან გაალი ცესკ ფაბრეგასით არ ინტერესდებოდა, ცნობილი გახდა ისიც, რომ სატრანსფერო გეგმები მთლიანად შეიცვალა.

ჰოლანდიელმა აღმასრულებელ დირექტორს, ედ ვუდვორდს თავისი სია წარუდგინა იმ ფეხბურთელებისა, რომელთა ხილვაც მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ სურს.

"ბარსელონას" ნახევარმცველი, ცესკ ფაბრეგასი იყო ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" სახელს უკავშირდებოდა. მაგრამ ვან გაალის აზრით 27 წლის ესპანელი არ ჯდება მის გეგმებში და მას სურს სხვა ფეხბურთელებზე გადაიტანოს ყურადღება, რომელთა შორისაა კევინ სტროოტმანიც.

"იუნაიტედი" მზადაა 200 მლნ. დახარჯოს, რათა დევიდ მოიესის "გმირობის" შედეგად დარჩენილი არაევროპული წელი აღმოფხვრან.

ვუდვორდის სასურველ სიაში ტონი კროოსი, მარკო როისი, ლუკ შოუ და ცესკ ფაბრეგასი იყვნენ, თუმცა ბოლო კვირაში ბევრი რამ შეიცვალა. ვან გაალმა ახალი სია გადასცა ხელმძღვანელობას, რომლებსაც მისი აზრით სარგებლის მოტანა შეეძლებათ.

"რომას" ფეხბურთელი, კევინ სტროოტმანი ერთი-ერთი სამიზნეა, ისევე როგორც "საუთჰემპტონის" მარცხენა მცველი, ლუკ შოუ, რომლის სატრანსფერო თანხაც შესაძლოა 30 მლნ. ფუნტი აღმოჩნდეს.

ტონი კროოსის გადმობირების ალბათობამ კი საგრძნობლად დაიწია, მას შემდეგ რაც კროოსმა განაცხადა, რომ მას დარჩენა სურს.

ვან გაალს ასევე სურს "ბორუსიას" ცენტრალური მცველი, მატს ჰუმელსი, რომელიც ნემანია ვიდიჩის წასვლისგან წარმოქმნილ ხვრელს ამოავსებს.

სამიზნეები არიან ასევე "დნეპრის" ნახევარმცველი ევგენი კონოპლიანკა და "ბორუსიას" ფეხბურთელი მარკო როისი.

manchestereveningnews
სიახლეები, ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
26 მაი 2014 11:41
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
დაცვაში ჰუმელსი, ჰუმელსის და ჯონსის დუეტი იქნება რაღაც სასტიკი, შოუ გვინდა კიდევ, კროოსი ყველა ვარიანტში გვინდა, სტორტმანი სანამ დრო იყო მანამდე უნდა გადმოსულიყო, ხალა ტრავმიანი რა ჩვენ იანგად გვინდა და როისი მინდა აი რაღაც სასწაულად...საი თვე უნდა ვიტანჯოთ ახლა სანამ ტრანსფერები არ მორჩება..
0
№2
ავტორი: Manchester_M
26 მაი 2014 11:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კონოპლიანკა რათ უნდა როცა უკეთესის დამატება შეიძლება მაგ პოზიციაზე

მატას უშვებენო და მართალია ? მაგარი კაცია და რატო ვერ ხედავს გაალი თავის გეგმებში საიეჭვოა
0
№3
ავტორი: Manchester United 14
26 მაი 2014 11:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
:D : wink
: კროსი , ჰუმელსი , შოუ , როისი ,ფაბრეგასი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№4
ავტორი: Malboro463
26 მაი 2014 12:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
კროსი , ჰუმელსი , შოუ , როისი ,ფაბრეგასი


აქედან ვე რცერთს ვერ დაიმატებს წელს მანჩესტერი ნახეთ თუ არა
0
№5
ავტორი: Red wolfs
26 მაი 2014 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ჰუმელსის და ჯონსის დუეტი იქნება მაგარი wink wink
0
№6
ავტორი: RedTeen
26 მაი 2014 12:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
როისიი.. :((((
0
№7
ავტორი: Jubo
26 მაი 2014 13:50
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
მშვენიერიაა. სტროტმანი, ჰუმელსი, შოუ love როისის იმედი ისედაც არ მქონდა, სტროტმანს თუ გადმოვიყვანთ კროოსს აღარ ვჩივი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№8
ავტორი: gilmour
26 მაი 2014 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
სტროტმანი ყველაზე რეალურია თუ ვანგაალს უნდა, ფაქტიურად ერთს ეტყვის და ისიც წამოვა და თან ძალიან მაგარია. მე მაინც მაქვს იმედი რომ კროოსი ჰუმელსიც ჩვენი გახდებიან.
0
№9
ავტორი: kOsTiA
26 მაი 2014 16:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
როისი <3.
0
№10
ავტორი: Esi
26 მაი 2014 17:11
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
აუუ კროოსი მოიყვანეთ ბიჭოო რა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top