თბილისი:
მანჩესტერი:
26-05-2014, 11:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2796,
კომენტარები: 14
შეცვლილი სატრანსფერო გეგმა
ლუი ვან გაალმა გეგმები მთლიანად შეცვალა.
შეცვლილი სატრანსფერო გეგმა
მას შემდეგ რაც გაცხადდა, რომ ლუი ვან გაალი ცესკ ფაბრეგასით არ ინტერესდებოდა, ცნობილი გახდა ისიც, რომ სატრანსფერო გეგმები მთლიანად შეიცვალა.

ჰოლანდიელმა აღმასრულებელ დირექტორს, ედ ვუდვორდს თავისი სია წარუდგინა იმ ფეხბურთელებისა, რომელთა ხილვაც მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ სურს.

"ბარსელონას" ნახევარმცველი, ცესკ ფაბრეგასი იყო ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" სახელს უკავშირდებოდა. მაგრამ ვან გაალის აზრით 27 წლის ესპანელი არ ჯდება მის გეგმებში და მას სურს სხვა ფეხბურთელებზე გადაიტანოს ყურადღება, რომელთა შორისაა კევინ სტროოტმანიც.

"იუნაიტედი" მზადაა 200 მლნ. დახარჯოს, რათა დევიდ მოიესის "გმირობის" შედეგად დარჩენილი არაევროპული წელი აღმოფხვრან.

ვუდვორდის სასურველ სიაში ტონი კროოსი, მარკო როისი, ლუკ შოუ და ცესკ ფაბრეგასი იყვნენ, თუმცა ბოლო კვირაში ბევრი რამ შეიცვალა. ვან გაალმა ახალი სია გადასცა ხელმძღვანელობას, რომლებსაც მისი აზრით სარგებლის მოტანა შეეძლებათ.

"რომას" ფეხბურთელი, კევინ სტროოტმანი ერთი-ერთი სამიზნეა, ისევე როგორც "საუთჰემპტონის" მარცხენა მცველი, ლუკ შოუ, რომლის სატრანსფერო თანხაც შესაძლოა 30 მლნ. ფუნტი აღმოჩნდეს.

ტონი კროოსის გადმობირების ალბათობამ კი საგრძნობლად დაიწია, მას შემდეგ რაც კროოსმა განაცხადა, რომ მას დარჩენა სურს.

ვან გაალს ასევე სურს "ბორუსიას" ცენტრალური მცველი, მატს ჰუმელსი, რომელიც ნემანია ვიდიჩის წასვლისგან წარმოქმნილ ხვრელს ამოავსებს.

სამიზნეები არიან ასევე "დნეპრის" ნახევარმცველი ევგენი კონოპლიანკა და "ბორუსიას" ფეხბურთელი მარკო როისი.

manchestereveningnews
სიახლეები, ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
26 მაი 2014 17:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აუ ნუ გაუტრაკეს ამ ფაბრეგასს რა არ მოდის და მორჩა. კარგია თუ მოეშვა და სტროოტმანიც ძაან მაგარი ვარიანტია ჩემი აზრით, კროოსი თუ ვერ მოხერხდება. შოუ როისი სტროტმანი ამაზე იდეალური არამგონია გამოვიდეს წლევანდლეი ზაფხული

ისე კროოსის ყიდვის შანსი არის და ბოლომდე მიაწვებიან მაგას იმედია კროოსი გადმოვა მარა არც სტროოტმანია ცუდი ამ ფონზე
0
№12
ავტორი: red devil
26 მაი 2014 18:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Middlesbro,
გეთანხმები რაღაც არ ჩანს სასიკეთოდ არაფერი :D
0
№13
ავტორი: LizarD
27 მაი 2014 15:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
"იუნაიტედი" მზადაა 200 მლნ. დახარჯოს, რათა დევიდ მოიესის "გმირობის" შედეგად დარჩენილი არაევროპული წელი აღმოფხვრან.

ამ წლის ჩავარდნა მარტო ამ კაცს რომ ბრალდება ტეხავს. მაგ ტრანსფერებიდან კიდე არცერთი არ ეღირსება მანჩესტერს.
0
№14
ავტორი: RedGirl
27 მაი 2014 15:58
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ეე კროოსს ბოლომდე მიაწექით რა. შოუ და ჰუმელსი მართლა იდეალურია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top