თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2014, 22:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2196,
კომენტარები: 13
კლუბმა ნაბიჯი გადადგა
"მანჩესტერ იუნაიტედს" ვერაფერი შეაჩერებს.
კლუბმა ნაბიჯი გადადგა
ცნობილი გამოცემა ESPN თავის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" წინ წაიწია მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველის, ტონი კროოსი შეძენაში.

როგორც ვიცით კროოსი ვერაფრით ათანხმებს კონტრაქტის პირობებს "ბაიერნთან". მისი კონტრაქტი მომდევნო წელს იწურება. ამავდროულად "იუნაიტედი" მზადაა დააკმაყოფილოს კროოსის ფინანსური სურვილები და მას ორმაგ ხელფასს სთავაზობს.

ორთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც ტონი კროოსის აგენტთან იმართებოდა, "იუნაიტედი" სრულიად დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებები ბოლომდე მივა. მიმდინარე მოლაპარაკების ძირითადი დეტალები უკვე შეთანხმებულია.

თუმცა 24 წლის გერმანელი ფეხბურთელის შეძენას უახლოეს დღეებში არ უნდა ველოდეთ. მოსალოდნელია, რომ "ბაიერნმა" კიდევ ერთხელ სცადოს ტონი კროოსის დარწმუნება, ამიტომაც სიტუაცია მხოლოდ მუნდიალის შემდეგ იქნება გარკვეული.

"იუნაიტედი" ასევე ინარჩუნებს ინტერესს "საუთჰემპტონის" ახალგაზრდა მარცხენა მცველის, ლუკ შოუს მიმართ, მაგრამ მოლაპარაკებები ბოლო დროს შენელდა.

დაბოლოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუი ვან გაალის სატრანსფერო მიზნებს შორის მაღალი ადგილი უჭირავს "ბორუსიას" ცენტრალურ მცველს, მატს ჰუმელსს. მისი დახმარებით ვან გაალი ცდილობს ნემანია ვიდიჩისა და რიო ფერდინანდის დანაკარგის აღმოფხვრას.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
20 მაი 2014 22:09
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ოპაა მოდი მოდი ბრატ :* როისი ან კროსი მინდა ყველაზე მეტად

RojoDiablo

შენ აღარ ხუმრობ. საღოლ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: Esi
20 მაი 2014 22:17
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ჰუმელსი, კროოსი , შოუ და მეტი არავინ გვინდა რა))) კაგავა ჩავრთოთ ჰუმელსში...ან იყოს რას მიშლის:დ

იანგი ქლევერლი ნანი ფლეტჩერი გაუშვან და მეტი არაფერი მინდა...
0
№3
ავტორი: AkkRed
20 მაი 2014 22:18
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მაიცა ტო შოუ ხო უკვე ჩვენია?
0
№4
ავტორი: ელენე
20 მაი 2014 22:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
იმედია შედგება კროოსის და შოუს ტრანსფერი. ♥
0
№5
ავტორი: gilmour
20 მაი 2014 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
კარგია კარგი ველოდები კროოს, ვან გაალმა უნდა მოახერხოს ყველა საჭირო ტრანსფერის გაკეთება
0
№6
ავტორი: RojoDiablo
20 მაი 2014 22:36
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
ჯერ არა. მხოლოდ მოლაპარაკებების პროცესშია ეგ ჯერ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Lomsa099
20 მაი 2014 22:40
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
აუ ეს რო გადმოვიდეს მატას და ამის დუეტი ნახევარდაცვაში სასტიკი იქნება ^_^
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№8
ავტორი: Best 7
20 მაი 2014 22:44
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მოდი კროოს და კლევერლის და იანგს გავუშვებთ სახლში wink
0
№9
ავტორი: kOsTiA
20 მაი 2014 22:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
ჩვენი ხარ პატარაავ megustamucho
0
№10
ავტორი: Manchester_M
20 მაი 2014 23:17
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
შოუ კროოსი როისი ჰუმელსი როისსაც დაუჩალიჩდეს არამგონია ახლა მთლად თავი შეაკლას დორტმუნდს თან მაგას მანჩესტერი ხო ევასება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top