თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2014, 22:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2386,
კომენტარები: 13
კლუბმა ნაბიჯი გადადგა
"მანჩესტერ იუნაიტედს" ვერაფერი შეაჩერებს.
კლუბმა ნაბიჯი გადადგა
ცნობილი გამოცემა ESPN თავის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" წინ წაიწია მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველის, ტონი კროოსი შეძენაში.

როგორც ვიცით კროოსი ვერაფრით ათანხმებს კონტრაქტის პირობებს "ბაიერნთან". მისი კონტრაქტი მომდევნო წელს იწურება. ამავდროულად "იუნაიტედი" მზადაა დააკმაყოფილოს კროოსის ფინანსური სურვილები და მას ორმაგ ხელფასს სთავაზობს.

ორთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც ტონი კროოსის აგენტთან იმართებოდა, "იუნაიტედი" სრულიად დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებები ბოლომდე მივა. მიმდინარე მოლაპარაკების ძირითადი დეტალები უკვე შეთანხმებულია.

თუმცა 24 წლის გერმანელი ფეხბურთელის შეძენას უახლოეს დღეებში არ უნდა ველოდეთ. მოსალოდნელია, რომ "ბაიერნმა" კიდევ ერთხელ სცადოს ტონი კროოსის დარწმუნება, ამიტომაც სიტუაცია მხოლოდ მუნდიალის შემდეგ იქნება გარკვეული.

"იუნაიტედი" ასევე ინარჩუნებს ინტერესს "საუთჰემპტონის" ახალგაზრდა მარცხენა მცველის, ლუკ შოუს მიმართ, მაგრამ მოლაპარაკებები ბოლო დროს შენელდა.

დაბოლოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუი ვან გაალის სატრანსფერო მიზნებს შორის მაღალი ადგილი უჭირავს "ბორუსიას" ცენტრალურ მცველს, მატს ჰუმელსს. მისი დახმარებით ვან გაალი ცდილობს ნემანია ვიდიჩისა და რიო ფერდინანდის დანაკარგის აღმოფხვრას.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Macklemore
20 მაი 2014 23:43
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Imedia 3ve transferi ganxorcieldeba.

Imedia 3ve transferi ganxorcieldeba.
0
№12
ავტორი: cantona .7.
21 მაი 2014 00:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
nanii tu datovebs kais izamss
mcvelii gviinda uechveli centralurii.. da shaw ar uunda gamazoos kroos zedmetia vinme ingliseli naxon
0
№13
ავტორი: red devil
21 მაი 2014 08:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
აუ ეგ სამივე დავითრიოთ და მაგარი იქნება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top