თბილისი:
მანჩესტერი:
19-05-2014, 21:21
ავტორი: washington,
ნანახია: 2614,
კომენტარები: 11
ექსკლუზივი: საინტერესო და სახალისო ინტერვიუ რიოსგან
“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალურმა დამცველმა, რიო ფერდინანდმა “გარდიანს” საკმაოდ საინტერესო და სახალისო ინტერვიუ მისცა...
ექსკლუზივი: საინტერესო და სახალისო ინტერვიუ რიოსგან
“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალურმა დამცველმა, რიო ფერდინანდმა “გარდიანს” საკმაოდ საინტერესო და სახალისო ინტერვიუ მისცა...

- რომელ ფეხბურთელთან გაქვთ გუნდში, ყველაზე კარგი ურთიერთობა?

- კარგი ურთიერთობა ყველა თანაგუნდელთან მაქვს. თუ მაინც და მაინც კონკრეტულად გაინტერესებთ გეტყვით: ნემანიასთან!. მასთან ფეხბურთზე ლაპარაკით არასდროს ვიღლები. როცა ერთად ვიკრიბებით, სხვადასხვა თამაშებზე ვსაუბრობთ და დიდი მცდელობის მიუხედავად, ქალები საუბრის თემას ვერ გვაცვლევინებენ".

- თქვენ, ფრენკ ლამპარდი, მაიკლ კარიკი, ჯო კოული... რაშია “ვესტ ჰემის” საფეხბურთო აკადემიის წარმატების საიდუმლო?

- "ჩაქუჩების" წარმატების საიდუმლო მწვრთნელებისა და კლუბის სხვა თანამშრომლების დაუზარელ შრომაში მდგომარეობ(ს)და. ისინი ზრდიდნენ და აყალიბებდნენ ფეხბურთელებს და ძალიან კარგად ევლებოდნენ თავზე, მათ. 14 წლის ბიჭები ვიყავით, სიცოცხლე გვიხაროდა და მატჩების შემდეგაც, ბევრისგან განსხვავებით ავტობუსში ასულებიც კი ფეხბურთზე ვსაუბრობდით. იმდენად დიდებული ატმოსფერო სუფევდა "ვესტ ჰემში", რომ ერთხელ ჯო კოულმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მეტად სარფიან წინადადებაზე თქვა უარი".

- გამუდმებით ამბობენ, ჯერარდსა და ლამპარდს ნაკრებში მაღალ დონეზე თამაში არ გამოსდით...

- "მათგან განსხვავებით აბსოლუტურად განხვავებულ აზრზე ვარ. გულზე ხელი დაიდონ და აღიარონ, რომ ინგლისური ფეხბურთი კრიზისშია. ზოგ-ზოგიერთები ლამპარდისა და ჯერარდისგან სასწაულებს ელიან. ერთად თამაშიც კარგად იციან და "სამი ლომისთვის" არაფერი დაუშურიათ. წარუმატებლობის მიზეზი სულ სხვა რამეა.

- რიო, კარიერის განმავლობაში ათასამდე მატჩი გაქვთ ჩატარებული. დაგვისახელეთ უძლიერესი ფეხბურთელი მათ შორის, რომლის მხარდამხარ, ანაც წინააღმდეგ გითამაშიათ...

- "(იცინის) ნეტავი, თავიდანვე ასეთი იოლი და მარტივი შეკითხვები დაგესვათ. პასუხი მარტივი და ლოგიკურია – კრიშტიანუ რონალდუ. მომწონს რონალდინიო, მომწონს მესი, და მათი შედეგიანობაც ყველაფერზე მეტყველებს, მაგრამ რონალდუს წინააღმდეგ როგორც როგორც ყოფილი თანაგუნდელი ვარჯიშებთან ერთად ასევე ლიგაზე, როდესაც დავუპირისპირდით ერთმანეთს მაშინაც მასთან წინააღმდეგ თამაში ურთულესი იყო. როცა შენს წინ ბურთით კრიშტიანუა, უბრალოდ შეუძლებელია წონასწორობა შეინარჩუნო".

- ცოტა უცნაურ შეკითხვას დაგისვამთ, "მანჩესტერის" ყოფილმა და ახლანდელმა თანაგუნდელებმა წესების გარეშე რომ იჩხუბონ, ფეხზე ბოლომდე ვინ იდგება, თქვენი აზრით?

- (იცინის), კარგი შეკითხვაა. ერიკ კანტონა და როი კინი. თუმცა, ფსონს უეინ რუნიზე და სტამზეც ჩავიდოდი".


წყარო: Guardian.co.uk
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
19 მაი 2014 21:36
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Vai mat wesebis gareshe to ichxubon kantona mogviklavs legendebs!
0
№2
ავტორი: Ferdinand5
19 მაი 2014 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
აუუუუუუუუუ ამ კაცის ინტერვიუებზე ვგიჟდებიიიიი love
0
№3
ავტორი: UTD-Rule
19 მაი 2014 22:46
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მე პირდაპირ რუნიზე ჩავიდოდი ფსონს ოღონდ არ დამარტყათ wink

საინტერესო იყო როგორც ყოველთვის! good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: Macklemore
19 მაი 2014 23:10
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
საღოლ გიო, სუ საინტერესო სიახლეებს დებ ხოლმე. რიო მაგარი კაცია, სუ ღადაობს მასტი :D
0
№5
ავტორი: GeorgeBest
19 მაი 2014 23:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კინი ყველას დახოცავს :დ როის ნუ ეხუმრებიან wink
0
№6
ავტორი: Goginashvili777
20 მაი 2014 00:26
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
თუ ჩხუბია ჩხუბი იყოს !!!
შემოაგდეთ ფლეტჩერი ! wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№7
ავტორი: RojoDiablo
20 მაი 2014 08:03
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რა ტიპია. ჯონსი არავის დააკლებს რომ რამე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: RedTeen
20 მაი 2014 09:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მაგარი ხარ რიო... :D :D :D
0
№9
ავტორი: washington
20 მაი 2014 13:25
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
Macklemore,
UTD-Rule,
გაიხარეთ:*

ასეთი მხიარული და კარგი ენის პატრონი გუნდს, რომ ტოვებს ძალიან ცუდია, თვითონ ფეხბურთელებიც ამბობენ გასახდელში ყველაზე კარგი დადადებითი აურა რიოსგან მოდისო... დაჟე ჟურნალისტები მანის უნდა აძლევდნენ რიოს ინტერვიუს, რომ იღებენ ინგლისელისგან lol

რაც შეეხება ამ კითხვას >> "მანჩესტერის" ყოფილმა და ახლანდელმა თანაგუნდელებმა წესების გარეშე რომ იჩხუბონ, ფეხზე ბოლომდე ვინ იდგება, თქვენი აზრით? << მე ვერონას ვიტყოდი lol ეგეც მაგარი ცხოველი გვყავდა კინთან ერთად...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№10
ავტორი: Manchester_M
20 მაი 2014 15:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
იანგი დახოცავდა ყველას არ უნდა ახლა ბევრი ლაპარაკი :D:D
სგ გიო მაგარი სტატია !!!!!!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top