თბილისი:
მანჩესტერი:
19-05-2014, 21:21
ავტორი: washington,
ნანახია: 2868,
კომენტარები: 11
ექსკლუზივი: საინტერესო და სახალისო ინტერვიუ რიოსგან
“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალურმა დამცველმა, რიო ფერდინანდმა “გარდიანს” საკმაოდ საინტერესო და სახალისო ინტერვიუ მისცა...
ექსკლუზივი: საინტერესო და სახალისო ინტერვიუ რიოსგან
“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალურმა დამცველმა, რიო ფერდინანდმა “გარდიანს” საკმაოდ საინტერესო და სახალისო ინტერვიუ მისცა...

- რომელ ფეხბურთელთან გაქვთ გუნდში, ყველაზე კარგი ურთიერთობა?

- კარგი ურთიერთობა ყველა თანაგუნდელთან მაქვს. თუ მაინც და მაინც კონკრეტულად გაინტერესებთ გეტყვით: ნემანიასთან!. მასთან ფეხბურთზე ლაპარაკით არასდროს ვიღლები. როცა ერთად ვიკრიბებით, სხვადასხვა თამაშებზე ვსაუბრობთ და დიდი მცდელობის მიუხედავად, ქალები საუბრის თემას ვერ გვაცვლევინებენ".

- თქვენ, ფრენკ ლამპარდი, მაიკლ კარიკი, ჯო კოული... რაშია “ვესტ ჰემის” საფეხბურთო აკადემიის წარმატების საიდუმლო?

- "ჩაქუჩების" წარმატების საიდუმლო მწვრთნელებისა და კლუბის სხვა თანამშრომლების დაუზარელ შრომაში მდგომარეობ(ს)და. ისინი ზრდიდნენ და აყალიბებდნენ ფეხბურთელებს და ძალიან კარგად ევლებოდნენ თავზე, მათ. 14 წლის ბიჭები ვიყავით, სიცოცხლე გვიხაროდა და მატჩების შემდეგაც, ბევრისგან განსხვავებით ავტობუსში ასულებიც კი ფეხბურთზე ვსაუბრობდით. იმდენად დიდებული ატმოსფერო სუფევდა "ვესტ ჰემში", რომ ერთხელ ჯო კოულმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მეტად სარფიან წინადადებაზე თქვა უარი".

- გამუდმებით ამბობენ, ჯერარდსა და ლამპარდს ნაკრებში მაღალ დონეზე თამაში არ გამოსდით...

- "მათგან განსხვავებით აბსოლუტურად განხვავებულ აზრზე ვარ. გულზე ხელი დაიდონ და აღიარონ, რომ ინგლისური ფეხბურთი კრიზისშია. ზოგ-ზოგიერთები ლამპარდისა და ჯერარდისგან სასწაულებს ელიან. ერთად თამაშიც კარგად იციან და "სამი ლომისთვის" არაფერი დაუშურიათ. წარუმატებლობის მიზეზი სულ სხვა რამეა.

- რიო, კარიერის განმავლობაში ათასამდე მატჩი გაქვთ ჩატარებული. დაგვისახელეთ უძლიერესი ფეხბურთელი მათ შორის, რომლის მხარდამხარ, ანაც წინააღმდეგ გითამაშიათ...

- "(იცინის) ნეტავი, თავიდანვე ასეთი იოლი და მარტივი შეკითხვები დაგესვათ. პასუხი მარტივი და ლოგიკურია – კრიშტიანუ რონალდუ. მომწონს რონალდინიო, მომწონს მესი, და მათი შედეგიანობაც ყველაფერზე მეტყველებს, მაგრამ რონალდუს წინააღმდეგ როგორც როგორც ყოფილი თანაგუნდელი ვარჯიშებთან ერთად ასევე ლიგაზე, როდესაც დავუპირისპირდით ერთმანეთს მაშინაც მასთან წინააღმდეგ თამაში ურთულესი იყო. როცა შენს წინ ბურთით კრიშტიანუა, უბრალოდ შეუძლებელია წონასწორობა შეინარჩუნო".

- ცოტა უცნაურ შეკითხვას დაგისვამთ, "მანჩესტერის" ყოფილმა და ახლანდელმა თანაგუნდელებმა წესების გარეშე რომ იჩხუბონ, ფეხზე ბოლომდე ვინ იდგება, თქვენი აზრით?

- (იცინის), კარგი შეკითხვაა. ერიკ კანტონა და როი კინი. თუმცა, ფსონს უეინ რუნიზე და სტამზეც ჩავიდოდი".


წყარო: Guardian.co.uk
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: RedGirl
20 მაი 2014 19:44
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
საღოლლ კაი იყო :დ მაგარი გიჟია რა :დ იმენა ჭკუამხიარულია. კანტონას და კინის ჩხუბი იქნება ძალიან საინტერესო :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top