თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2014, 19:05
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 3576,
კომენტარები: 13
წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება
რას ამბობენ ფეხბურთელები პოლ სქოულზზე
წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება
ფაბრეგასი: "პოლ სქოულზი ეს ის ფეხბურთელია, რომლის დონის მიღწევამდეც მივისწრაფვი, ის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელია პრემიერ ლიგაში."

ლორან ბლანი: "ყველას ვინც ამ კითხვას დამისვამს ერთი და იმავე პასუხს გავცემ, პოლ სქოულზია საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი. ძალა, გონება, ტექნიკა... მას ყველაფერი აქვს."

რიჩარდსი: "სრულყოფილი ნახევარმცველი. ის ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, უბრალოდ დაუჯერებელია."

დენის ლოუ: "ის უბრალოდ მსოფლიოს საუკეთესოა. მისი ყურებით სიამოვნებას ვიღებ."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


ბერბატოვი: "მსოფლიოში ისე არავის არ შეუძლია თამაში, როგორც პოლ სქოულზს. მისი პასები, რომლებიც მთელს სტადიონს მოიცავს, ის სტილი, რომლითაც ის თამაშს ცვლის, უბრალოდ ბრწყინვალეა. მსოფლიოში არავის შეუძლია მისნაირად თამაში."

ფიგუ: "მისი დანახვისას გაოცებული დავრჩი, რადგანაც იშვიათია მისი დანახვის შანსები და თითქმის ვერასდროს ხედავ. მოედანზე სქოულზის დაჭერა შეუძლებელია, მოედნის გარეთ კი ქრება."

ედგარ დევიდსი: "მე არ ვარ საუკეთესო, საუკეთესო პოლ სქოულზია. ჩვენს შორის ყველა (ნახევარმცველი) ცდილობს, რომ გახდეს ისეთი, როგორიც სქოულზია. ყველას შეუძლია მისგან ისწავლოს."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


დარენ ფლეტჩერი: "ჩვენ უბრალოდ ვერ ვნახავთ ვერავის მის მსგავსს. ის ლეგენდაა, ის მსოფლიო კლასის ფეხბურთელია."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


მაიკლ ქერიკი: "ის ლეგენდაა და ჩვენ ის დიდი ხანი გვემახსოვრება. უბრალოდ მასთან ერთად თამაში და მისგან სწავლა წარმოუდგენელი სიამოვნებაა. როდესაც თამაშობ მასთან ერთად, ხვდები როგორი ტალანტია ის. მე არასდროს შევხვედრივარ მის მსგავსს ფეხბურთელს და ადამიანს, და მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ მისნაირი მეორე არ არსებობს."

კევინ კიგანი: "რაც "იუნაიტედს" აქვს და არ აქვს "ჩელსის" ეს პოლ სქოულზია. მე ვფიქრობ, რომ ის ყველაფრისგან განსხვავდება, განსხვავდება იმისგან რაც ინგლისის ისტორიაში ყოფილა."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


ტიერი ანრი: "ყოველთვის, როცა ჩვენ გვიწევდა "მანჩესტერ იუნაიტედთან" თამაში, ჩვენ გვეშინოდა პოლ სქოულზის. მისი ხედვა, ის თუ როგორ ხედავს ის თამაშს, მისი გოლები... მას არაბუნებრივი გონებრივი ძალა აქვს და ის სრულყოფილი გენიაა. ყოველგვარი ეჭვის გარეშე საუკეთესო ფეხბურთელია პრემიერშიფში. ის ჩემი ფავორიტია."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


როი კინი: "არანაირი სულელური აღნიშვნები, არანაირი ზედმეტი წარმოდგენები საკუთარ თავზე, ის უბრალოდ დიდებული საჩუქარია, რომელიც ადამიანებმა ჯერ კიდევ ვერ შეიცნეს."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


ჩავი: "პოლ სქოულზი მისაბაძი მაგალითი ჩემთვის. ის საუკეთესო ნახევარმცველია იმათ შორის, რომლებიც მე ბოლო 15-20 წლის მანძილზე მინახავს. ის ძალიან ეფექტურია, მას ყველაფერი აქვს. საოცარი პასები და გოლები... ის ძლიერია, არასდროს კარგავს ბურთს, კარგი ხედვა აქვს. ფეხბურთელებს უბრალოდ უყვართ ის."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


მესი: "ლა მასიაში ხშირად ახსენებდნენ მის სახელს. ის მასწავლებელია, ის ჩვენი შთაგონებაა."

გვარდიოლა: "მანჩესტერის" ფეხბურთელებიდან მე სქოულზს გამოვარჩევდი, ის მის თაობას შორის უბრალოდ საუკეთესოა. ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ მასთან ერთად ნათამაშები მქონოდა."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


ხაბი ალონსო: "როცა "ლივერპულში" ვიყავი, ის იყო იმ ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი, რომლებიც ყველაზე მეტად მომწონდა. ის საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის ვინც კი მე მინახავს ბოლო 15-20 წლის მანძილზე."


კრიშტიანო რონალდუ: "სქოულზი საუკეთესოა მათ შორის ვისთანაც ოდესმე მითამაშია. ის ძალიან მეხმარებოდა ახალგაზრდობაში. ის საოცრებაა."

მოურინიო: "სქოულზი არის დიდებული, დიდებული ფეხბურთელი. ძალიან გამოცდილი და პირადად ჩემთვის საუკეთესო ნახევარმცველია მთელს მსოფლიოში. "მანჩესტერ იუნაიტედს" ძალიან გაუმართლა ის რომ ჰყავს."

სერ ბობი ჩარლტონი: "ის უბრალოდ ფანტასტიური ფეხბურთელია. მშვენიერი, მშვენიერი ფეხბურთელი და ჩვენ, "მანჩესტერ იუნაიტედში" ძალიან ვამაყობთ იმით, რომ მთელი კარიერა ჩვენთან გაატარა. მე მას, როგორც ადამიანსაც ვაფასებ. ის დიდებული ბიჭია და "მანჩესტერს" ყოველთვის ემახსოვრება."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


ნასრი: "დიდებული, მსოფლიო კლასის ფეხბურთელი, "ინგლისელი ზიზუ"

რონალდინიო: "მინდა, რომ მისნაირად შემეძლოს პასების გაკეთება, ვინ ასწავლა მას ეს?"

რონალდო (ბრაზილიელი): "ის ფენომენალურია, ის მოვლენაა."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


შირერი: "თუ თქვენ თხოვთ ფეხბურთელებს, რომ ამოირჩიონ ფეხბურთელი, რომლითაც ყველაზე მეტად ტკბებიან და რომელსაც ყველაზე მეტად აღიარებენ, მათი უმრავლესობა სქოულზს აირჩევს. მისი პასები და დარტყმა უმაღლეს საფეხურზეა, ის ყველაზე სრულყოფილი და ბუნებრივად საოცარი ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელია, რომლის მსგავსი არ გვყოლია."

ზიდანი: "ყოველგვარი ეჭვების გარეშე, სქოულზი მისი თაობის საუკეთესო ფეხბურთელია. ის ხელშეუხებელია, მე არასდროს ვიღლები მისი ყურებით. იშვიათად გადააწყდებით სრულყოფილ ფეხბურთელს, მაგრამ სქოულზი იმდენად სრულყოფილია, რამდენადაც ამის წარმოდგენა თქვენს გონებას ძალუძს. ჩემს კარიერაში, ერთი რაზეც ვნანობ არის ის, რომ არასდროს მომცემია საშუალება მასთან ერთად თამაშისა."

შმეიხელი: "მას საოცარი ხედვა აქვს, ის საოცარ პასებს აკეთებს, მისი შესაძლებლობების მქონე მსგავსი ფეხბურთელი ჯერ არ მინახავს. მას ყველაზე უკეთ შეუძლია თამაშის კონტროლი."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


ბექჰემი: "ის ერთ–ერთია იმ ფეხბურთელებიდან, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა. "რეალ მადრიდში" ფეხბურთელები ყოველთვის მეკითხებოდნენ როგორი იყო ის, როგორი იყო მასთან ერთად თამაში. ისინი მას დიდ პატივს სცემენ."

შევჩენკო: "მათ ჰყავთ ორი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, რონალდუ და რუნი, მაგრამ ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე მეტად მხიბლავს პოლ სქოულზია. ის "იუნაიტედის" ყველაზე საჭირო ფეხბურთელია. უმეტესად სტადიონზე ყველაფერი მისი დახმარებით ხდება."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


ოუენი: "ვერავინ აკეთებს ამ პლანეტაზე პასებს ისე, როგორც პოლი. ვარჯიში ყოველდღიურად მხოლოდ იმიტომ არის სასიამოვნო, რომ მისი ყურება შემიძლია. დაუჯერებელი კარიერა აქვს."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


რუნი: "ის უბრალოდ საუკეთესოა მათ შორის ვისთანაც ოდესმე მითამაშია. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მისი ბურთთან შეხება, ხედვა, სიმშვიდე მართლაც დიდებულია. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ მისნაირი ვიყო."

ჩარლტონი: "უამრავ ფეხბურთელს უტარებია "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორმა, აი იმ უამრავს შორის, პოლი ჩემი ფავორიტია. ის "მანჩესტერ იუნაიტედის" სულს და იმ ყველაფერს მოიცავს, რაც ფეხბურთის შესახებ რაიმე კარგი არსებობს."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


გიგზი: "მე ძალიან კარგ ფეხბურთელებთან ერთად მომიწია თამაში ჩემი კარიერის განმავლობაში, თუმცა მინდა, რომ სქოულზი ცალკე გამოვყო, როგორც საუკეთესო."

ჯორჯ ბესტი: "ის უბრალოდ საუკეთესოა."

სტივ ბრუსი: "ის ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია ქვეყანაში."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


რიო ფერდინანდი: "სქოულზი მისი თაობის საუკეთესო ფეხბურთელია, ეს ფაქტია."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


გარი ნევილი: "ძალიან მარტივად გეტყვით, რომ ის ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია ვისთანაც ოდესმე მითამაშია."

ნანი: "ის საუკეთესო ფეხბურთელია. მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


ფილ ნევილი: "ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელია. მისი სახელის გაგონება გუნდებს აშინებთ."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


პარკი: "ჩემი საყვარელი ფეხბურთელი? პოლ სქოულზი."

მარადონა: "მისი ტექნიკა უნიკალურია."

პელე: "თუ მე პოლ სქოულზთან ერთად ვითამაშებდი, გაცილებით მეტი გოლის გატანას მოვახერხებდი."


სერ ალექს ფერგიუსონი: "ყველგან, სადაც არ უნდა წავიდე, ყველა მწრთვნელი მეუბნება, რომ ფეხბურთელი, რომელსაც ისინი აღიარებენ პოლ სქოულზია. მაგრამ თუ ისინი ფიქრობენ, რომ მოახერხებენ მის შეძენას ძალიან ცდებიან, პოლს უყვარს ეს კლუბი და მისი წასვლის შანსი არ არსებობს."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


ჟურნალისტი: "როგორი გრძნობაა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად ყოფნა?"
ზიზუ: "არ ვიცი, სქოულზს კითხეთ."
სიახლეები
13 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
20 მაი 2014 19:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პოლ სქოულზი ჩემთვის სრულყოფილი, სუაკეთესო და უსაყვარლესი ფეხბურთელია. ამ ციტატების კითხვა არ მომბეზრდება არასდროს ალბათ
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 მაი 2014 19:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ზიზუ: "არ ვიცი, სქოულზს კითხეთ."-ამ სიტყვებით ყველაფერი ნათქვამია, სხვაზე რო არაფერი ვთქვათ.
0
№3
ავტორი: Manchester_M
20 მაი 2014 19:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ცუდია რომ ინგლისს ვერ დაეხმარა ტიტულების მოგებაში მაგრამ ეს რა მოსატანია პოლთან ის უბრალოდ ნომერ 1 ია თავის პოზიციაზე !!!!
0
№4
ავტორი: UTD-Rule
20 მაი 2014 19:41
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
კომენტარის გარეშე crying
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№5
ავტორი: Lomsa099
20 მაი 2014 20:01
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
პოლ ^_^ მომავალში იმედია ესეც იქნება სამწვრთნელო შტაბში ან საერთოდაც სხვა გუნდს ჩაიბარებს დაბალი დივიზიონისას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№6
ავტორი: Luka Gelashvili
20 მაი 2014 20:50
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
N1 ჩემთვის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№7
ავტორი: RojoDiablo
20 მაი 2014 21:17
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჩვენი პრინცი მართლაც იდეალური ფეხბურთლია. გვიყვარს ის ძალიან. მარიამს ამდლობა ასეთი სტატიისთვის, ზიდანს კი იმისთვის, რომ ასე შეაფაასა სკოულზი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: red devil
20 მაი 2014 21:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
საუკეთესოა პოლი წითური პრინცი. კინმა მაგრად თქვა
0
№9
ავტორი: kOsTiA
20 მაი 2014 23:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
ღმერთოოო, როგორრ ამიჩქარა გული ასეთი ფეხბურთელებისგან პოლზე ასეთი სიტყვების მოსმენაამ....ჩვენი რიჟაა კაციი...უძლიერესი, უდიდესი, შეუდარებელი და უნიკალური... ♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥
0
№10
ავტორი: RedGirl
20 მაი 2014 23:46
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
და ამის მერე გამოვა ვინმე ლუზერპულის ფანი და მეტყვის ეგ შენ გევასება სქოულზი თორე მთელი მსოფლიო ჯერარდს აღიარებს საუკეთესოდო –_–
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top