თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2014, 19:05
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 3788,
კომენტარები: 13
წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება
რას ამბობენ ფეხბურთელები პოლ სქოულზზე
წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება
ფაბრეგასი: "პოლ სქოულზი ეს ის ფეხბურთელია, რომლის დონის მიღწევამდეც მივისწრაფვი, ის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელია პრემიერ ლიგაში."

ლორან ბლანი: "ყველას ვინც ამ კითხვას დამისვამს ერთი და იმავე პასუხს გავცემ, პოლ სქოულზია საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი. ძალა, გონება, ტექნიკა... მას ყველაფერი აქვს."

რიჩარდსი: "სრულყოფილი ნახევარმცველი. ის ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, უბრალოდ დაუჯერებელია."

დენის ლოუ: "ის უბრალოდ მსოფლიოს საუკეთესოა. მისი ყურებით სიამოვნებას ვიღებ."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


ბერბატოვი: "მსოფლიოში ისე არავის არ შეუძლია თამაში, როგორც პოლ სქოულზს. მისი პასები, რომლებიც მთელს სტადიონს მოიცავს, ის სტილი, რომლითაც ის თამაშს ცვლის, უბრალოდ ბრწყინვალეა. მსოფლიოში არავის შეუძლია მისნაირად თამაში."

ფიგუ: "მისი დანახვისას გაოცებული დავრჩი, რადგანაც იშვიათია მისი დანახვის შანსები და თითქმის ვერასდროს ხედავ. მოედანზე სქოულზის დაჭერა შეუძლებელია, მოედნის გარეთ კი ქრება."

ედგარ დევიდსი: "მე არ ვარ საუკეთესო, საუკეთესო პოლ სქოულზია. ჩვენს შორის ყველა (ნახევარმცველი) ცდილობს, რომ გახდეს ისეთი, როგორიც სქოულზია. ყველას შეუძლია მისგან ისწავლოს."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


დარენ ფლეტჩერი: "ჩვენ უბრალოდ ვერ ვნახავთ ვერავის მის მსგავსს. ის ლეგენდაა, ის მსოფლიო კლასის ფეხბურთელია."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


მაიკლ ქერიკი: "ის ლეგენდაა და ჩვენ ის დიდი ხანი გვემახსოვრება. უბრალოდ მასთან ერთად თამაში და მისგან სწავლა წარმოუდგენელი სიამოვნებაა. როდესაც თამაშობ მასთან ერთად, ხვდები როგორი ტალანტია ის. მე არასდროს შევხვედრივარ მის მსგავსს ფეხბურთელს და ადამიანს, და მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ მისნაირი მეორე არ არსებობს."

კევინ კიგანი: "რაც "იუნაიტედს" აქვს და არ აქვს "ჩელსის" ეს პოლ სქოულზია. მე ვფიქრობ, რომ ის ყველაფრისგან განსხვავდება, განსხვავდება იმისგან რაც ინგლისის ისტორიაში ყოფილა."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


ტიერი ანრი: "ყოველთვის, როცა ჩვენ გვიწევდა "მანჩესტერ იუნაიტედთან" თამაში, ჩვენ გვეშინოდა პოლ სქოულზის. მისი ხედვა, ის თუ როგორ ხედავს ის თამაშს, მისი გოლები... მას არაბუნებრივი გონებრივი ძალა აქვს და ის სრულყოფილი გენიაა. ყოველგვარი ეჭვის გარეშე საუკეთესო ფეხბურთელია პრემიერშიფში. ის ჩემი ფავორიტია."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


როი კინი: "არანაირი სულელური აღნიშვნები, არანაირი ზედმეტი წარმოდგენები საკუთარ თავზე, ის უბრალოდ დიდებული საჩუქარია, რომელიც ადამიანებმა ჯერ კიდევ ვერ შეიცნეს."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


ჩავი: "პოლ სქოულზი მისაბაძი მაგალითი ჩემთვის. ის საუკეთესო ნახევარმცველია იმათ შორის, რომლებიც მე ბოლო 15-20 წლის მანძილზე მინახავს. ის ძალიან ეფექტურია, მას ყველაფერი აქვს. საოცარი პასები და გოლები... ის ძლიერია, არასდროს კარგავს ბურთს, კარგი ხედვა აქვს. ფეხბურთელებს უბრალოდ უყვართ ის."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


მესი: "ლა მასიაში ხშირად ახსენებდნენ მის სახელს. ის მასწავლებელია, ის ჩვენი შთაგონებაა."

გვარდიოლა: "მანჩესტერის" ფეხბურთელებიდან მე სქოულზს გამოვარჩევდი, ის მის თაობას შორის უბრალოდ საუკეთესოა. ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ მასთან ერთად ნათამაშები მქონოდა."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


ხაბი ალონსო: "როცა "ლივერპულში" ვიყავი, ის იყო იმ ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი, რომლებიც ყველაზე მეტად მომწონდა. ის საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის ვინც კი მე მინახავს ბოლო 15-20 წლის მანძილზე."


კრიშტიანო რონალდუ: "სქოულზი საუკეთესოა მათ შორის ვისთანაც ოდესმე მითამაშია. ის ძალიან მეხმარებოდა ახალგაზრდობაში. ის საოცრებაა."

მოურინიო: "სქოულზი არის დიდებული, დიდებული ფეხბურთელი. ძალიან გამოცდილი და პირადად ჩემთვის საუკეთესო ნახევარმცველია მთელს მსოფლიოში. "მანჩესტერ იუნაიტედს" ძალიან გაუმართლა ის რომ ჰყავს."

სერ ბობი ჩარლტონი: "ის უბრალოდ ფანტასტიური ფეხბურთელია. მშვენიერი, მშვენიერი ფეხბურთელი და ჩვენ, "მანჩესტერ იუნაიტედში" ძალიან ვამაყობთ იმით, რომ მთელი კარიერა ჩვენთან გაატარა. მე მას, როგორც ადამიანსაც ვაფასებ. ის დიდებული ბიჭია და "მანჩესტერს" ყოველთვის ემახსოვრება."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


ნასრი: "დიდებული, მსოფლიო კლასის ფეხბურთელი, "ინგლისელი ზიზუ"

რონალდინიო: "მინდა, რომ მისნაირად შემეძლოს პასების გაკეთება, ვინ ასწავლა მას ეს?"

რონალდო (ბრაზილიელი): "ის ფენომენალურია, ის მოვლენაა."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


შირერი: "თუ თქვენ თხოვთ ფეხბურთელებს, რომ ამოირჩიონ ფეხბურთელი, რომლითაც ყველაზე მეტად ტკბებიან და რომელსაც ყველაზე მეტად აღიარებენ, მათი უმრავლესობა სქოულზს აირჩევს. მისი პასები და დარტყმა უმაღლეს საფეხურზეა, ის ყველაზე სრულყოფილი და ბუნებრივად საოცარი ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელია, რომლის მსგავსი არ გვყოლია."

ზიდანი: "ყოველგვარი ეჭვების გარეშე, სქოულზი მისი თაობის საუკეთესო ფეხბურთელია. ის ხელშეუხებელია, მე არასდროს ვიღლები მისი ყურებით. იშვიათად გადააწყდებით სრულყოფილ ფეხბურთელს, მაგრამ სქოულზი იმდენად სრულყოფილია, რამდენადაც ამის წარმოდგენა თქვენს გონებას ძალუძს. ჩემს კარიერაში, ერთი რაზეც ვნანობ არის ის, რომ არასდროს მომცემია საშუალება მასთან ერთად თამაშისა."

შმეიხელი: "მას საოცარი ხედვა აქვს, ის საოცარ პასებს აკეთებს, მისი შესაძლებლობების მქონე მსგავსი ფეხბურთელი ჯერ არ მინახავს. მას ყველაზე უკეთ შეუძლია თამაშის კონტროლი."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


ბექჰემი: "ის ერთ–ერთია იმ ფეხბურთელებიდან, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა. "რეალ მადრიდში" ფეხბურთელები ყოველთვის მეკითხებოდნენ როგორი იყო ის, როგორი იყო მასთან ერთად თამაში. ისინი მას დიდ პატივს სცემენ."

შევჩენკო: "მათ ჰყავთ ორი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, რონალდუ და რუნი, მაგრამ ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე მეტად მხიბლავს პოლ სქოულზია. ის "იუნაიტედის" ყველაზე საჭირო ფეხბურთელია. უმეტესად სტადიონზე ყველაფერი მისი დახმარებით ხდება."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


ოუენი: "ვერავინ აკეთებს ამ პლანეტაზე პასებს ისე, როგორც პოლი. ვარჯიში ყოველდღიურად მხოლოდ იმიტომ არის სასიამოვნო, რომ მისი ყურება შემიძლია. დაუჯერებელი კარიერა აქვს."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


რუნი: "ის უბრალოდ საუკეთესოა მათ შორის ვისთანაც ოდესმე მითამაშია. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მისი ბურთთან შეხება, ხედვა, სიმშვიდე მართლაც დიდებულია. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ მისნაირი ვიყო."

ჩარლტონი: "უამრავ ფეხბურთელს უტარებია "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორმა, აი იმ უამრავს შორის, პოლი ჩემი ფავორიტია. ის "მანჩესტერ იუნაიტედის" სულს და იმ ყველაფერს მოიცავს, რაც ფეხბურთის შესახებ რაიმე კარგი არსებობს."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


გიგზი: "მე ძალიან კარგ ფეხბურთელებთან ერთად მომიწია თამაში ჩემი კარიერის განმავლობაში, თუმცა მინდა, რომ სქოულზი ცალკე გამოვყო, როგორც საუკეთესო."

ჯორჯ ბესტი: "ის უბრალოდ საუკეთესოა."

სტივ ბრუსი: "ის ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია ქვეყანაში."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


რიო ფერდინანდი: "სქოულზი მისი თაობის საუკეთესო ფეხბურთელია, ეს ფაქტია."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


გარი ნევილი: "ძალიან მარტივად გეტყვით, რომ ის ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია ვისთანაც ოდესმე მითამაშია."

ნანი: "ის საუკეთესო ფეხბურთელია. მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


ფილ ნევილი: "ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელია. მისი სახელის გაგონება გუნდებს აშინებთ."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


პარკი: "ჩემი საყვარელი ფეხბურთელი? პოლ სქოულზი."

მარადონა: "მისი ტექნიკა უნიკალურია."

პელე: "თუ მე პოლ სქოულზთან ერთად ვითამაშებდი, გაცილებით მეტი გოლის გატანას მოვახერხებდი."


სერ ალექს ფერგიუსონი: "ყველგან, სადაც არ უნდა წავიდე, ყველა მწრთვნელი მეუბნება, რომ ფეხბურთელი, რომელსაც ისინი აღიარებენ პოლ სქოულზია. მაგრამ თუ ისინი ფიქრობენ, რომ მოახერხებენ მის შეძენას ძალიან ცდებიან, პოლს უყვარს ეს კლუბი და მისი წასვლის შანსი არ არსებობს."

წითური პრინცი – ლეგენდა და სრულყოფილება


ჟურნალისტი: "როგორი გრძნობაა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად ყოფნა?"
ზიზუ: "არ ვიცი, სქოულზს კითხეთ."
სიახლეები
13 კომენტარი
№11
ავტორი: m-an-united
21 მაი 2014 00:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
chveni wituri princi love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№12
ავტორი: Macklemore
21 მაი 2014 15:50
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
საღოლ მარიამ!!! ჩემთვის საუკეთესო, დანარჩენი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი საუკეთესო თავის პოზიციაზე! უძლიერესი პოლი!
0
№13
ავტორი: cantona .7.
21 მაი 2014 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
yvelazee chkvianii pexbuurtelii visac manchestershi utamashia eg ro iyo manchesters naxevardacvashii problema arasdroos qonia da ro wavida manchestersac daetyo
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top