ლუი ვან გაალი ახლოს არის "იუნაიტედის" მთავარი მწვრთვნელის პოსტზე დანიშვნასთან. ამავდროულად იგი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს ამზადებს მუნდიალისთვის და დევიდ მოიესის შემცვლელის დანიშვნა, როგორც ცნობილი გახდა, რამდენიმე დღის გადაიოდო.
რიან გიგზი, რომელიც დანიშნული იქნა დროებით მწვრთვნელად, სამშაბათს სწორედ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთვნელს შეხვდა და მათ მეგობრული საუბარი გამართეს, რომელიც ითვალისწინებდა უელსელის მომავალი როლის განხილვას "წითელი ეშმაკრების" რიგებში.
სავარაუდოდ გიგზს დამხმარე მწვრთვნელის პოსტს შესთავაზებენ, თუმცა მისი მოთამაშის კარიერაც ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და არაფერია გამორიცხული. უელსური კლუბის "სუონსისა" და ჰოლანდიის ნაკრების მეკარე, მიჩელ ვორმი აცხადებს, რომ ვან გაალი ინგლისში დიდ წარმატებას მიაღწევს.
"მე ვფიქრობ რომ მას უდიდესი გამოცდილება აქვს და მისნაირ ადამიანს ყველა ერთნაირად ეპყრობა." აცხადებს ვორნი Sky Sports News-თან ინტერვიუში. "ის ძალიან მკაცრია და იცის რაც უნდა. ვფიქრობ რომ ის ძალიან კარგი მწვრთვნელია, რომელიც იდეალურად "მოერგებოდა" "მანჩესტერ იუნაიტედს".
"მას უყვარს საკუთარი საქმე და არც მალავს ამას. მაგრამ ყველაფერს დისციპლინასთან აკავშირებს და ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მან იცის რაც უნდა და მომავალში გამოაშკარავებს კიდეც." - დაასრულა მიჩელმა.