თბილისი:
მანჩესტერი:
15-05-2014, 17:05
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2545,
კომენტარები: 11
ვან გაალის წარდგენა გადაიდო
გადადებული წარდგება და ჰოლანდიის ნაკრების მეკარის მიერ ვან გაალის შეფასება.
ვან გაალის წარდგენა გადაიდო
ლუი ვან გაალი ახლოს არის "იუნაიტედის" მთავარი მწვრთვნელის პოსტზე დანიშვნასთან. ამავდროულად იგი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს ამზადებს მუნდიალისთვის და დევიდ მოიესის შემცვლელის დანიშვნა, როგორც ცნობილი გახდა, რამდენიმე დღის გადაიოდო.

რიან გიგზი, რომელიც დანიშნული იქნა დროებით მწვრთვნელად, სამშაბათს სწორედ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთვნელს შეხვდა და მათ მეგობრული საუბარი გამართეს, რომელიც ითვალისწინებდა უელსელის მომავალი როლის განხილვას "წითელი ეშმაკრების" რიგებში.

სავარაუდოდ გიგზს დამხმარე მწვრთვნელის პოსტს შესთავაზებენ, თუმცა მისი მოთამაშის კარიერაც ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და არაფერია გამორიცხული. უელსური კლუბის "სუონსისა" და ჰოლანდიის ნაკრების მეკარე, მიჩელ ვორმი აცხადებს, რომ ვან გაალი ინგლისში დიდ წარმატებას მიაღწევს.

"მე ვფიქრობ რომ მას უდიდესი გამოცდილება აქვს და მისნაირ ადამიანს ყველა ერთნაირად ეპყრობა." აცხადებს ვორნი Sky Sports News-თან ინტერვიუში. "ის ძალიან მკაცრია და იცის რაც უნდა. ვფიქრობ რომ ის ძალიან კარგი მწვრთვნელია, რომელიც იდეალურად "მოერგებოდა" "მანჩესტერ იუნაიტედს".

"მას უყვარს საკუთარი საქმე და არც მალავს ამას. მაგრამ ყველაფერს დისციპლინასთან აკავშირებს და ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მან იცის რაც უნდა და მომავალში გამოაშკარავებს კიდეც." - დაასრულა მიჩელმა.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: RedGirl
17 მაი 2014 00:35
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
აუ სულ ასე იცის იუნაიტედმა ბოლო წამამდე არაფერს არ ამბობენ. რას დაგვტანჯეთ გვითხარით რა:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top