თბილისი:
მანჩესტერი:
14-05-2014, 14:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2502,
კომენტარები: 15
პარკმა კარიერა დაასრულა
კორეელმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
პარკმა კარიერა დაასრულა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პარკ ჯი სუნმა თავის საფეხბურთო კარიერას წერილი დაუსვა.

სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი 2005 წელს მოიყვანა სერ ალექს ფერგიუსონმა "პსვ ეინდჰოვენიდან". პარკმა "იუნაიტედთან" ერთად 4-ჯერ აღმართა პრემიერ-ლიგის თასი.

პარკმა, რომელმაც თავისი კარიერა "ქუინზ პარკ რეინჯერსიდან" უკან, "პსვ" - ში დაბრუნებით დაასრულა, განაცხადა, რომ მან ცხოვრებაში ბევრს მიაღწია.

"ყოველგვარი სინანულის გარეშე მივდივარ" - აცხადებს პარკი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი აზიელი გახლდათ.

პარკის ენერგიასა და მონდომებას სერ ალექსი ხშირად მნიშვნელოვან ნაწილად იყენებდა გუნდის თამაშის დროს.

თავისი შვიდ წლიანი მანჩესტერული კარიერისას პარკი, რომელიც 4 მლნ. ფუნტად შეიძინა "იუნაიტედმა" გახდა პირველი აზიელი კლუბის ისტორიაში, რომელმაც გუნდის კაპიტნის სამკლაური მოირგო. ეს მოხდა 2005 წელს, როცა პარკმა გიგზისგან მიიღო კაპიტნის სამკლაური.

მან დიდი დახმარება ვერ გაუწია 2009 წელს "იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბარსელონას დამარცხებაში, მაგრამ თავისი წვლილი შეიტანა ერთი წლით ადრე თასის აღმართვაში.

"ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებდი" - დაამატა პარკმა, რომელმაც 100 შეხვედრა ჩაატარა სამხრეთ კორეას ნაკრებში და სამ სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა გოლი.

"იმაზე მეტს მივაღწიე, ვიდრე წარმოვიდგენდი. მადლიერი ვარ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვიღებდი და მთელი ცხოვრება იმაზე ვიფიქრებ, თუ როგორ გადავიხადო სამაგიერო."

პარკმა 205 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა და 11-ჯერ მოიგო თასი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში.

BBC
სიახლეები, ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
14 მაი 2014 14:43
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ბევრს აკეთებდა ეს ჩვენთვის. არასდროს დამავიწყდება მისი გოლი ჩელსის კარში ჩემპიონთა ლიგაზე. მაშინ დროგბამ აგვანერვიულა, მაგრამ პარკმა უცებ დააწყნარა ყველაფერი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: UTD-Rule
14 მაი 2014 14:44
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ძალიან მაგარი ფეხბურთელი,აი სულ ბოლომდე რო იბრძოდა love ნახავმდის პარკ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: RedTeen
14 მაი 2014 14:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ნამდვილად დასაფასებელია ეს ადამიანი.. love
0
№4
ავტორი: Luka Gelashvili
14 მაი 2014 15:06
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ყველაზე მაგარი წვრილთვალაა :დ feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№5
ავტორი: nikusha1999
14 მაი 2014 15:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 73
მაგარი გამიტყდა
0
№6
ავტორი: RedGirl
14 მაი 2014 15:34
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
პარკ <3 მადლობა ყველაფრისთვის და ნახვამდის ! <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№7
ავტორი: Macklemore
14 მაი 2014 15:39
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
the mos underrated player-ი იყო იმენა. ძალიან სერიოზულ სამუშაოს ასრულებდა მოედანზე ისე რო ვერავინ ხედავდა. მახსოვს ფერგიმ ფინალში რო შემოიყვანა და 10 წუთში ისევ უკან რო გაიყვანა :D :D
0
№8
ავტორი: Best 7
14 მაი 2014 15:52
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მაგარი ფეხბურთელი იყო არასდროს არ დამავიწყდება მილანს რო ვეთამაშებოდით პირლოს განძრევიოს უფლებაც არმისცა
0
№9
ავტორი: RojoDiablo
14 მაი 2014 17:19
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Luka Gelashvili,
იმენა რა :D წვრილთვალაო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: GeorgeBest
14 მაი 2014 17:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგარი მუშა ფეხბურთელი იყო ა როგორც წესი მოედანზე დიდ საქმეს აკეთებდა ყოველთვის. იუნაიტედთან ერთად ყველაფერი მოიგო და ამიტომ თამამად შეუძლია თქვას რომ წარმატებული კარიერა ჰქონდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top