თბილისი:
მანჩესტერი:
14-05-2014, 14:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2503,
კომენტარები: 15
პარკმა კარიერა დაასრულა
კორეელმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
პარკმა კარიერა დაასრულა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პარკ ჯი სუნმა თავის საფეხბურთო კარიერას წერილი დაუსვა.

სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი 2005 წელს მოიყვანა სერ ალექს ფერგიუსონმა "პსვ ეინდჰოვენიდან". პარკმა "იუნაიტედთან" ერთად 4-ჯერ აღმართა პრემიერ-ლიგის თასი.

პარკმა, რომელმაც თავისი კარიერა "ქუინზ პარკ რეინჯერსიდან" უკან, "პსვ" - ში დაბრუნებით დაასრულა, განაცხადა, რომ მან ცხოვრებაში ბევრს მიაღწია.

"ყოველგვარი სინანულის გარეშე მივდივარ" - აცხადებს პარკი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი აზიელი გახლდათ.

პარკის ენერგიასა და მონდომებას სერ ალექსი ხშირად მნიშვნელოვან ნაწილად იყენებდა გუნდის თამაშის დროს.

თავისი შვიდ წლიანი მანჩესტერული კარიერისას პარკი, რომელიც 4 მლნ. ფუნტად შეიძინა "იუნაიტედმა" გახდა პირველი აზიელი კლუბის ისტორიაში, რომელმაც გუნდის კაპიტნის სამკლაური მოირგო. ეს მოხდა 2005 წელს, როცა პარკმა გიგზისგან მიიღო კაპიტნის სამკლაური.

მან დიდი დახმარება ვერ გაუწია 2009 წელს "იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბარსელონას დამარცხებაში, მაგრამ თავისი წვლილი შეიტანა ერთი წლით ადრე თასის აღმართვაში.

"ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებდი" - დაამატა პარკმა, რომელმაც 100 შეხვედრა ჩაატარა სამხრეთ კორეას ნაკრებში და სამ სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა გოლი.

"იმაზე მეტს მივაღწიე, ვიდრე წარმოვიდგენდი. მადლიერი ვარ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვიღებდი და მთელი ცხოვრება იმაზე ვიფიქრებ, თუ როგორ გადავიხადო სამაგიერო."

პარკმა 205 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა და 11-ჯერ მოიგო თასი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში.

BBC
სიახლეები, ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: kOsTiA
14 მაი 2014 18:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
მაგარი კაცი....ეს ძალიან მაგრად მევასებოდა...ჩემთვის ლეგენდაა.
0
№12
ავტორი: Manchester_M
14 მაი 2014 18:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
პარკი მაგარი მასტი იყო ყველაფერი მოიგო იუნაიტედთან ერთად :)
0
№13
ავტორი: red devil
15 მაი 2014 09:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მაგრად მევასებოდა ეს აზიელი
0
№14
ავტორი: chestersa
15 მაი 2014 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაგარი აზიელი გახლავთ! თუმცა იმედია კაგავა უკეთესი იქნება მანჩესტერში!!!
0
№15
ავტორი: Manchester United 14
15 მაი 2014 15:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ძან მაგარი იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top