"იუნაიტედის" მოთამაშეები მსოფლიო ჩემპიონატზე...
სულ ცოტა დრო დარჩა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ფეხბურთელები დასასვენებლად და მუნდიალისთვის მოსამზადებლად მიდიან, ხოლო ნაკრებების მწვრთნელთა უმეტესობამ უკვე გამოაქვეყნა მსოფლიოზე წამსვლელ მოთამაშეთა სია. "იუნაიტედის" ფეხბურთელები კი მსოფლიოზე მრავლად იქნებიან.
სტატიაში ყურადღებას გავამახვილებ 5 მანჩესტერელზე, რომლებისთვისაც მსოფლიო ჩემპიონატი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
1. უეინ რუნი "იუნაიტედის" ერთ-ერთი ლიდერისთვის ეს მუნდიალი ძალიან მნიშვნელოვანია. "იუნაიტედის" წარუმატებელი სეზონის შემდეგ რუნის ერთგვარი რეაბილიტაცია სჭირდება და მუნდიალზე წარმატება მისთვის ძალიან სასიხარულო იქნება. ბევრი ინგლისის ნაკრებს არ თვლის მუნდიალის ფავორიტად, თუმცა როცა გუნდს ისეთი ფორვარდი ჰყავს, როგორიც თუნდაც რუნია იქ საფრთხეს ყოველთვის უნდა მოელოდე.
2. მარუან ფელაინიუეინ რუნისგან განსხვავებით მარუანმა ძალიან ცუდი სეზონი ჩაატარა და ის თანხა, რომელიც მასში გადახდილი იყო ნამდვილად ვერ გაამართლა. მსოფლიო კი მისი კიდევ ერთი შანსია, რათა ყველას დაუმტკიცოს, რომ "იუნაიტედის" მაისურის ღირსეული მფლობელია.
3.
ნანიპორტუგალიელს კიდევ ერთი სეზონი ჩაუვარდა. გაუთავებელმა ტრავმებმა არ მისცეს მას საშუალება ეჩვენებინა მისი საუკეთესო თამაში. ნანიმ ყველა ტურნირზე 15 თამაში ითამაშა და 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ნაკრებში მას უკეთესი შედეგი აქვს 12 შეხვედრაში 5 ბურთი და 2 საგოლე გადაცემა. ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუნაიტედის" ახალი თავკაცი ლუი ვან გაალი ლუიშ ნანის გუნდში დატოვებს მიუხედავად მისი წარუმატებელი სეზონისა.
მიუხედავად იმისა, რომ ლუიშს სეზონი ჩაუვარდა მსოფლიოზე მაინც ითამაშებს და აუცილებლად ექნება შანსი კარგი თამაშის ჩვენებისა.
4. ფილ ჯონსიჯონსმა ინგლისში დაამტკიცა, რომ საკმაოდ მაღალი დონის მცველია. მუნდიალზე კარგი თამაშით მას შანსი აქვს ასეთ ფეხბურთელად მსოფლიოს გაეცნოს.
5. ადნან იანუზაიმიუხედავად იმისა, რომ იანუზაი ბელგიის ნაკრების ძირითად წევრად არ მოისაზრება, მას აქვს შანსი მთელ მსოფლიოს დაუმტკიცოს ის, რომ "იუნაიტედის" ახალი ლიდერი და გამორჩეული მოთამაშეა.