თბილისი:
მანჩესტერი:
13-05-2014, 20:54
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2550,
კომენტარები: 15
მანჩესტერელები მსოფლიოზე
"იუნაიტედის" მოთამაშეები მსოფლიო ჩემპიონატზე...
მანჩესტერელები მსოფლიოზე
სულ ცოტა დრო დარჩა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ფეხბურთელები დასასვენებლად და მუნდიალისთვის მოსამზადებლად მიდიან, ხოლო ნაკრებების მწვრთნელთა უმეტესობამ უკვე გამოაქვეყნა მსოფლიოზე წამსვლელ მოთამაშეთა სია. "იუნაიტედის" ფეხბურთელები კი მსოფლიოზე მრავლად იქნებიან.

სტატიაში ყურადღებას გავამახვილებ 5 მანჩესტერელზე, რომლებისთვისაც მსოფლიო ჩემპიონატი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

1. უეინ რუნი

მანჩესტერელები მსოფლიოზე


"იუნაიტედის" ერთ-ერთი ლიდერისთვის ეს მუნდიალი ძალიან მნიშვნელოვანია. "იუნაიტედის" წარუმატებელი სეზონის შემდეგ რუნის ერთგვარი რეაბილიტაცია სჭირდება და მუნდიალზე წარმატება მისთვის ძალიან სასიხარულო იქნება. ბევრი ინგლისის ნაკრებს არ თვლის მუნდიალის ფავორიტად, თუმცა როცა გუნდს ისეთი ფორვარდი ჰყავს, როგორიც თუნდაც რუნია იქ საფრთხეს ყოველთვის უნდა მოელოდე.

2. მარუან ფელაინი

მანჩესტერელები მსოფლიოზე


უეინ რუნისგან განსხვავებით მარუანმა ძალიან ცუდი სეზონი ჩაატარა და ის თანხა, რომელიც მასში გადახდილი იყო ნამდვილად ვერ გაამართლა. მსოფლიო კი მისი კიდევ ერთი შანსია, რათა ყველას დაუმტკიცოს, რომ "იუნაიტედის" მაისურის ღირსეული მფლობელია.

3. ნანი

მანჩესტერელები მსოფლიოზე


პორტუგალიელს კიდევ ერთი სეზონი ჩაუვარდა. გაუთავებელმა ტრავმებმა არ მისცეს მას საშუალება ეჩვენებინა მისი საუკეთესო თამაში. ნანიმ ყველა ტურნირზე 15 თამაში ითამაშა და 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ნაკრებში მას უკეთესი შედეგი აქვს 12 შეხვედრაში 5 ბურთი და 2 საგოლე გადაცემა. ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუნაიტედის" ახალი თავკაცი ლუი ვან გაალი ლუიშ ნანის გუნდში დატოვებს მიუხედავად მისი წარუმატებელი სეზონისა.

მიუხედავად იმისა, რომ ლუიშს სეზონი ჩაუვარდა მსოფლიოზე მაინც ითამაშებს და აუცილებლად ექნება შანსი კარგი თამაშის ჩვენებისა.

4. ფილ ჯონსი

მანჩესტერელები მსოფლიოზე


ჯონსმა ინგლისში დაამტკიცა, რომ საკმაოდ მაღალი დონის მცველია. მუნდიალზე კარგი თამაშით მას შანსი აქვს ასეთ ფეხბურთელად მსოფლიოს გაეცნოს.

5. ადნან იანუზაი

მანჩესტერელები მსოფლიოზე


მიუხედავად იმისა, რომ იანუზაი ბელგიის ნაკრების ძირითად წევრად არ მოისაზრება, მას აქვს შანსი მთელ მსოფლიოს დაუმტკიცოს ის, რომ "იუნაიტედის" ახალი ლიდერი და გამორჩეული მოთამაშეა.
სტატიები, ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Red Hooligan
13 მაი 2014 23:10
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
RojoDiablo,
Middlesbro,
თქვენ სიახლეს არ კითხულობთ?
განსაკუთრებულად მნიშველოვანი ვისთვის იქნება თქო
და ეგ ჩემი აზრია და შენ შენით დაწერე მაშინ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№12
ავტორი: RojoDiablo
13 მაი 2014 23:32
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Red Hooligan,
wink წავიკითხე წავიკითხე. შენი აზრია და არავინ გედავება, მაგრამ აქ კომენტარებიც იმიტომ იწერება, რომ ჩვენი აზრი გამოვთქვათ. იმედია მისი მოსმენა შეგიძლია.

და ჰო მართლა. მნიშვნელობაზე თუა საქმე დე ხეასთვისაცაა მნიშვნელოვანი. კაცისთვის პირველია და უმნიშვნელო არამგონია იყოს. მერე რაა თუ არ მოუწევს თამაში. მაინც მნიშვნელოვანია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: Malboro463
13 მაი 2014 23:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5890
ციტატა: Red Hooligan
და ეგ ჩემი აზრია და შენ შენით დაწერე მაშინ

დე ხეასთვისაც მნიშვნელოვანიაო დაგიწერა კაცმა და შენ მაგას ძირითადში ვინ დაყენებსო
იანუზაის გარანტირებუი აქვს ძირითადი?

ხოდა ჩვენც ჩვენი აზრი გამოვთქვით და თუ გაგება არ გინდა შეგიძლია გატარო
0
№14
ავტორი: Macklemore
14 მაი 2014 00:06
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
რავი ყველასთვის მნიშვნელოვანი მუნდიალი ვინც კი გამოიძახეს, მაგრამ მეეჭვება ნანიმ, ვალემ, კაგავამ და კიდე რამდენიმემ რამე ქნან, კაგავას და ვალეს ნაკრებიც არუწყობს ხელს და ნანის თავისი თავი არუწყობს ხელს :D :D
0
№15
ავტორი: Wardell
14 მაი 2014 12:29
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ევრა და კაგავაზეც შეიძლებოდა დაწერა არ წავლენ სკამის სახეხად ნამდვილად არცერთი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top