უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც "იუნაიტედი" ასევე ბელგიის ეროვნული ნაკრებიც ზედმეტსახელად "წითელ ეშმაკებს" ატარებს. დღეს "იუნაიტედში" ორი ბელგიელი ირიცხება, რომელნიც, როგორც დღეს გაირკვა ბრაზილიაში გაემგზავრებიან.
მარუან ფელაინი დიდი ხნის მანძილზე იცავს ბელგიელთა ღირსებას, ხოლო იანუზაის ერთ თვეში სადებიუტო მატჩი ექნება. ამ უკანასკნელს საშუალება ჰქონდა ეთამაშა ალბანეთის, კოსოვოს, თურქეთის ხორვატიისა და სერბეთის ეროვნულ ნაკრებებში. როგორც უკვე გითხარით, ადნანმა არჩევანი ბელგიაზე შეაჩერა.
აქვე გეტყვით იმას, რომ "წითელ ეშმაკთა" მთავარმა მწვრთბნელმა, მარკ უილმოთსმა 24 ადამიანი დაასახელა 23-ის ნაცვლად. FIFA-მ კი მას საბოლოო არჩევანის დასაფიქსირებლად ბოლო ვადა 2 ივნისი დაუთქვა. დიდი ალბათობით გუნდს ოთხი მეკარიდან ერთ-ერთი მეკარე ვერ გაჰყვება ბრაზილიაში.
ბელგიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა მუნდიალისთვის კი ასეთია: Courtois, Mignolet, Proto, Casteels, Kompany, Vermaelen, Vertonghen, Alderweireld, van Buyten, Lombaerts, Vanden Borre, Ciman, Fellaini, Witsel, Defour, Dembele, de Bruyne, Chadli, Lukaku, Hazard, Mertens, Januzaj, Mirallas, Origi.