თბილისი:
მანჩესტერი:
13-05-2014, 17:16
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2466,
კომენტარები: 11
ბელგიელების დუეტი ბრაზილიაში
იანუზაი და ფელაინი განაცხადში მოხვდნენ.
ბელგიელების დუეტი ბრაზილიაში
უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც "იუნაიტედი" ასევე ბელგიის ეროვნული ნაკრებიც ზედმეტსახელად "წითელ ეშმაკებს" ატარებს. დღეს "იუნაიტედში" ორი ბელგიელი ირიცხება, რომელნიც, როგორც დღეს გაირკვა ბრაზილიაში გაემგზავრებიან.

მარუან ფელაინი დიდი ხნის მანძილზე იცავს ბელგიელთა ღირსებას, ხოლო იანუზაის ერთ თვეში სადებიუტო მატჩი ექნება. ამ უკანასკნელს საშუალება ჰქონდა ეთამაშა ალბანეთის, კოსოვოს, თურქეთის ხორვატიისა და სერბეთის ეროვნულ ნაკრებებში. როგორც უკვე გითხარით, ადნანმა არჩევანი ბელგიაზე შეაჩერა.

აქვე გეტყვით იმას, რომ "წითელ ეშმაკთა" მთავარმა მწვრთბნელმა, მარკ უილმოთსმა 24 ადამიანი დაასახელა 23-ის ნაცვლად. FIFA-მ კი მას საბოლოო არჩევანის დასაფიქსირებლად ბოლო ვადა 2 ივნისი დაუთქვა. დიდი ალბათობით გუნდს ოთხი მეკარიდან ერთ-ერთი მეკარე ვერ გაჰყვება ბრაზილიაში.

ბელგიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა მუნდიალისთვის კი ასეთია: Courtois, Mignolet, Proto, Casteels, Kompany, Vermaelen, Vertonghen, Alderweireld, van Buyten, Lombaerts, Vanden Borre, Ciman, Fellaini, Witsel, Defour, Dembele, de Bruyne, Chadli, Lukaku, Hazard, Mertens, Januzaj, Mirallas, Origi.

წყარო: Manutd.com

სტატია ამ თემაზე: 5 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა გაემგზავროს ადნანი ბრაზილიაში
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Jubo
13 მაი 2014 23:05
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ფელაინის იმედი არ მაქვს :დ იანუზაის შანსი თუ მიეცა გამოიყენებს დარწმუნებული ვარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top