"მანჩესტერ იუნაიტედის" მექსიკელმა თავდამსხმელმა, ხავიერ ერნანდესმა განაცხადა, რომ ზაფხულში კლუბიდან წასვლას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ მას პრაქტიკულად სათამაშო დრო არ ეძლევა...
"ამ სეზონში მოედანზე გასვლის საშუალება სულ 24-ჯერ მომეცა, აქედან 18-ჯერ შეცვლაზე მომიწია შესვლა. ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ გუნდის დასახმარებლად, მაგრამ რთულია ასეთ მცირე დროში ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლინება. თუმცა, უკმაყოფილებას არ გამოვთქვამ. თუ კლუბმა ჩემი გაყიდვა არ ისურვა, მაშინ მე მზად ვარ მომავალ სეზონშიც "წითელი" ფორმის ჩასაცმელად", - ციტირებს ხავიერ ერნანდესის სიტყვებს Metro.
"აქ გავატარე ოთხი წელი და არსად წასვლას არ ვაპირებ. ეს კლუბი ჩემი ცხოვრების ნაწილია. ჯერ მხოლოდ 25 წლის ვარ და მინიმუმ 7 წელი შემიძლია ფეხბურთის თამაში, თუ რაღა თქმა უნდა ტრავმები არ შემაწუხებს. ახლა დაველოდები მომავალი სეზონის შესაფერის მომენტს და ახალ მწვრთნელთან ერთად შანსს მაქსიმალურად გამოვიყენებ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მწვრთნელის დავალება ზუსტად შევასრულო და გეგმას არ გადავუხვიო". - დაასრულა ჩიჩარიტომ.