თბილისი:
მანჩესტერი:
13-05-2014, 16:45
ავტორი: washington,
ნანახია: 2748,
კომენტარები: 13
რას აპირებს ჩიჩარიტო?
"მანჩესტერ იუნაიტედის" მექსიკელმა თავდამსხმელმა, ხავიერ ერნანდესმა განაცხადა, რომ....
რას აპირებს ჩიჩარიტო?
"მანჩესტერ იუნაიტედის" მექსიკელმა თავდამსხმელმა, ხავიერ ერნანდესმა განაცხადა, რომ ზაფხულში კლუბიდან წასვლას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ მას პრაქტიკულად სათამაშო დრო არ ეძლევა...

"ამ სეზონში მოედანზე გასვლის საშუალება სულ 24-ჯერ მომეცა, აქედან 18-ჯერ შეცვლაზე მომიწია შესვლა. ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ გუნდის დასახმარებლად, მაგრამ რთულია ასეთ მცირე დროში ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლინება. თუმცა, უკმაყოფილებას არ გამოვთქვამ. თუ კლუბმა ჩემი გაყიდვა არ ისურვა, მაშინ მე მზად ვარ მომავალ სეზონშიც "წითელი" ფორმის ჩასაცმელად", - ციტირებს ხავიერ ერნანდესის სიტყვებს Metro.

"აქ გავატარე ოთხი წელი და არსად წასვლას არ ვაპირებ. ეს კლუბი ჩემი ცხოვრების ნაწილია. ჯერ მხოლოდ 25 წლის ვარ და მინიმუმ 7 წელი შემიძლია ფეხბურთის თამაში, თუ რაღა თქმა უნდა ტრავმები არ შემაწუხებს. ახლა დაველოდები მომავალი სეზონის შესაფერის მომენტს და ახალ მწვრთნელთან ერთად შანსს მაქსიმალურად გამოვიყენებ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მწვრთნელის დავალება ზუსტად შევასრულო და გეგმას არ გადავუხვიო". - დაასრულა ჩიჩარიტომ.

წყარო: mirror.co.uk
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Jubo
13 მაი 2014 23:09
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
მიუხედავად იმისა, რომ პერსი და რუნი საუკეთესო ფორმაში იყვნენ, ფერგი მაინც ყოველთვის აძლევდა შანსს და ნაწყენს არასოდეს ტოვებდა. მოიესზე რა გითხრათ, კიდევ კარგი წავიდა თორე ამასაც დავკარგავდით და ბევრ სხვასაც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№12
ავტორი: davita
14 მაი 2014 08:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
მაგრად მიყვარს ჩიჩა <3 1 მიტყდება არ ათამაშებენ ... ფერგიმ იცოდა როდის უნდა ეთამაშებინა ... რას იზამს ვან გაალი ვნახოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№13
ავტორი: LizarD
15 მაი 2014 12:14
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ციტატა: Luka Gelashvili
დააფასეთ !

+1
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top