თბილისი:
მანჩესტერი:
4-05-2014, 19:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2442,
კომენტარები: 11
გიგზი არჩევანის წინაშეა
ლუი ვან გაალი გიგზს თავის შტაბში ადგილს შესთავაზებს.
გიგზი არჩევანის წინაშეა
ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელ დროებით მთავარ მწვრთნელს თავის სამწვრთნელო შტაბში თანამდებობას შესთავაზებს. ამის შემდეგ კი გიგზს მოუწევს არსებულ სამ ვარიანტს შორის არჩევანი გააკეთოს.

The Guardian - ის მტკიცებით საეჭვოა, რომ ვან გაალთან ერთად მისი მეორე დამხმარე, დანი ბლინდიც მოვიდეს. სწორედ მის ადგილს შესთავაზებენ რაიან გიგზს.

თუმცა თავად გიგზს აშინებს ის ფაქტი, რომ შესაძლოა უმნიშვნელო ფიგურად იქცეს. გამომდინარე იქიდან რომ ვან გაალი თავის დამხმარეებს აუცილებლად მოიყვანს, რომელთა შორის პატრიკ კლუივერტი იქნება, გიგზის შიში არც თუ ისე უსაფუძვლოა.

ამიტომაც 40 წლის უელსელს საშუალება აქვს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს მოთამაშის კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედთან". კლუბი მას 12 თვიან კონტრაქტს სთავაზობს.

ვან გაალის სამწვრთნელო შტაბში შესვლისა და კონტრაქტის გახანგრძლივების გარდა გიგზს კიდევ ერთი ვარიანტი აქვს - კლუბიდან წავიდეს და სადმე სხვაგან იმუშაოს დამოუკიდებლად.

"უნდა გადავწყვიტო, მსურს თუ არა თამაში, ამიტომაც აზრი არ აქვს იმაზე ფიქრს მინდა თუ არა ასისტენტი ვიყო ან რომელიმე გუნდის მწვრთნელი. ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდე. მე სიამოვნებას ვიღებ იმით, რასაც ვაკეთებ და როგორც უკვე ვთქვი მომდევნო ორ მატჩზე ვარ კონცენტრირებული. ვნახოთ რა მოხდება სეზონის ბოლოს" - აცხადებს გიგზი.

უფრო მეტიც, Daily Mirror ამტკიცებს, რომ რაიანი უარს იტყვის სამწვრთნელო შტაბში შესვლაზე, თუ მას გარკვეულ გარანტიებს არ მისცემენ - მას არ სურს პაიკი იყოს და ფიქტიური ადგილი ეჭიროს გუნდში.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 მაი 2014 19:54
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მართალიცაა. კაცი, რომელიც კლუბის ლეგენდაა, უნდა დაფასდეს. თუმცა გიგზისგან გამიკვირდება ასე, რომ მოიქცეს და დაგვტოვოს. მას უყვარს ჩვენი კლუბი და დარწმუნებული ვარ მეორეხარისხოვან როლსაც შეეგუება მის გამო (ცოტა ხნით)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: RedGirl
4 მაი 2014 20:04
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
დიდი იმედი მაქვს რომ გიგზი დარჩება და მისი მეორეხარისხოვანი როლლი მხოლოდ ორი სამი წელი იქნება, შემდეგ კი იდეალურ მწრთვნელად მოგვევლინება :დ ავიწყე ცხოვრება :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№3
ავტორი: RojoDiablo
4 მაი 2014 20:07
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მარიამი,
ჩვენც აგვიწყვე და ეგაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Best 7
4 მაი 2014 20:58
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Gigzi iyos tanashemwwe da mere err 2 welshi mtavari mwvrtneli
0
№5
ავტორი: Roy Keane 16
4 მაი 2014 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 45
სიმართლე გითხრათ თუ გიგზს მანჩეს ტრენერობა უნდა და საერთოდ კარგ მწვრთნელობაზე პრეტენზიები აქვს იუნაიტედში და ვან გაალისნაირ მაგარ ტრენერთან ასისტენტობაზე უკეთეს სასწავლო და გამოცდილების მისაღებს ვერ იპოვის, შეისწავლის მის სტილს ტაქტიკას, იქეთ ფერგი ყავს, მოიესის ხელშიც იყო, ცოტახანი მანჩეს მთავარი მწვრთნელის როლსაც გაუსინჯა გემო, ამის მერე წავა ცოტახანი პრემიერ ლიგაში ან სადმე 2-3 სეზონი გაწვრთნის გუნდს მარტო ტრანსფერების კეთებასაც დაამუღამებს და მზად იქნება.
0
№6
ავტორი: Luka Gelashvili
4 მაი 2014 21:23
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
მოიყვანეთ მალე ვან გაალი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№7
ავტორი: Jubo
4 მაი 2014 22:09
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
იუნაიტედს საკმარისად იცნობს უკვე. რა ჯობია გიგზის ყურებას სამწვრთნელო შტაბში მარა ისევ ამისთვის აჯობებს მთავარ მწვრთნელად წავიდეს სადმე. ჩემპიონშიპის გუნდი იდეალური იქნება გიგზისთვის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№8
ავტორი: GeorgeBest
4 მაი 2014 22:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გიგზი სხვა გუნდში ვერ წარმომიდგენია. ვან გაალისნაირ მწვრთნელთან დიდ გამოცდილებას მიიღებს და უკმაყოფილო არავინ დარცება მგონი. ისე ფერგის რო გაეწვრთნა 1–2 სეზონი ეხლა პრობლემა საერთოდ არ იქნებოდა დარწმუნებული ვარ. + ამას ჩვენი სამწვრთნელო შტაბით გუნდი უფრო ნაკლებ ზარალს მიიღებდ ავიდრე მიიღო
0
№9
ავტორი: RedTeen
5 მაი 2014 10:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მეც ვფიქრობ რომ სჯობს დათანხმდეს.. გამოცდილებას მიიღებს და შემდეგ თვითონ გახდება მრწთვნელი...
0
№10
ავტორი: red devil
5 მაი 2014 10:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ვან გაალისგან ბევრს ისწავლის და უნდა დათახმდეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top