თბილისი:
მანჩესტერი:
4-05-2014, 19:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2443,
კომენტარები: 11
გიგზი არჩევანის წინაშეა
ლუი ვან გაალი გიგზს თავის შტაბში ადგილს შესთავაზებს.
გიგზი არჩევანის წინაშეა
ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელ დროებით მთავარ მწვრთნელს თავის სამწვრთნელო შტაბში თანამდებობას შესთავაზებს. ამის შემდეგ კი გიგზს მოუწევს არსებულ სამ ვარიანტს შორის არჩევანი გააკეთოს.

The Guardian - ის მტკიცებით საეჭვოა, რომ ვან გაალთან ერთად მისი მეორე დამხმარე, დანი ბლინდიც მოვიდეს. სწორედ მის ადგილს შესთავაზებენ რაიან გიგზს.

თუმცა თავად გიგზს აშინებს ის ფაქტი, რომ შესაძლოა უმნიშვნელო ფიგურად იქცეს. გამომდინარე იქიდან რომ ვან გაალი თავის დამხმარეებს აუცილებლად მოიყვანს, რომელთა შორის პატრიკ კლუივერტი იქნება, გიგზის შიში არც თუ ისე უსაფუძვლოა.

ამიტომაც 40 წლის უელსელს საშუალება აქვს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს მოთამაშის კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედთან". კლუბი მას 12 თვიან კონტრაქტს სთავაზობს.

ვან გაალის სამწვრთნელო შტაბში შესვლისა და კონტრაქტის გახანგრძლივების გარდა გიგზს კიდევ ერთი ვარიანტი აქვს - კლუბიდან წავიდეს და სადმე სხვაგან იმუშაოს დამოუკიდებლად.

"უნდა გადავწყვიტო, მსურს თუ არა თამაში, ამიტომაც აზრი არ აქვს იმაზე ფიქრს მინდა თუ არა ასისტენტი ვიყო ან რომელიმე გუნდის მწვრთნელი. ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდე. მე სიამოვნებას ვიღებ იმით, რასაც ვაკეთებ და როგორც უკვე ვთქვი მომდევნო ორ მატჩზე ვარ კონცენტრირებული. ვნახოთ რა მოხდება სეზონის ბოლოს" - აცხადებს გიგზი.

უფრო მეტიც, Daily Mirror ამტკიცებს, რომ რაიანი უარს იტყვის სამწვრთნელო შტაბში შესვლაზე, თუ მას გარკვეულ გარანტიებს არ მისცემენ - მას არ სურს პაიკი იყოს და ფიქტიური ადგილი ეჭიროს გუნდში.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester_M
5 მაი 2014 16:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ვინც ამბობს იმას რომ გიგზი სხვა კლუბში უნდა წავიდეს და გაწვრთვნას ვერ დავეთანხმები რადგან კლუბის ყველა ცვლილება და სიახლე უნდა გაიგოს მან და ამას სხვა კლუბიდან ყურებით ვერ შეძლებს ან მოთამაშშედ დარჩეს ანდა ვან გაალმა ასისტენტად დაიყენოს ჯობია სხვა შემთხვევაში არ მგონია რო გამართლებული იყოს მისი წასვლა :)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top