თბილისი:
მანჩესტერი:
1-05-2014, 11:28
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2296,
კომენტარები: 17
5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დარჩეს გიგზი მთავარი მწვრთვნელის პოსტზე
საინტერესო ფაქტები სრულიადში.
5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დარჩეს გიგზი მთავარი მწვრთვნელის პოსტზე
ცნობილი და მრავალჯერ განხილული თემაა "იუნაიტედის" წლევანდელი სეზონი. თუმცა მაინც მაინც გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, თუ როგორ დასრულდა ეს ხანმოკლე და "დიდებული" ერა. წარუმატებელი სეზონი ალბათ არავისთვის იქნებოდა გასაკვირი, თუმცა მოიესის მეორე მარცხმა მისსავე ყოფილ კლუბთან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ეს უკანასკნელიც სახლის გზას გაუყენეს.

კლუბი იძულებული გახდა დაენიშნა დროებითი მწვრთვნელი, რათა სეზონი ბოლომდე ჩაემთავრებინა, ხოლო ეს პატივი ისედაც მრავალმხრივ პატივსაცემ რაიან გიგზს ერგო. მიუხედავად იმისა, რომ ჭორები არ წყდება ლუის ვან გაალის, კარლოს კეირუშის და სხვა გამოცდილი მწვრთვნელების დანიშვნისა, განიხილება ასევე რაიან გიგზის დარჩენა მის პოზიციაზე. "ნორვიჩთან" დამაჯარებელმა გამარჯვებამ კი ხალხს რწმენა და იმედი დაუბრუნა, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ნაკლებად იგრძნობოდა.

ამ თემის განსავრცობად მე მოგიყვანთ ხუთ მიზეზს იმისა, თუ რატომ უნდა დარჩეს გიგზი მთავარი მწვრთვნელის პოსტზე...

1. დასაკარგი არაფერია

5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დარჩეს გიგზი მთავარი მწვრთვნელის პოსტზე

უსაშინლესი სეზონის შემდეგ, "იუნაიტედს" დასაკარგი აღარაფერი აქვს და სავსებით შესაძლებელია რაიან გიგზს გრეძლვადიანი კონტრაქტი დაუდონ. 27 წლიანი დიდებული ერის შემდეგ, კლუბი მეშვიდე პოზიციას იკავებს პრემიერ ლიგის ცხრილში და ფანების აზრით, გიგზს ამ პრობლემის მოგვარება ძალუძს. ბუნებრივია, ეს უკანასკნელიც კი იქნება წნეხის ქვეშ, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით დასაკარგი არაფერია და გარისკვა ალბათ ღირს.

2. შესაბამისობა

5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დარჩეს გიგზი მთავარი მწვრთვნელის პოსტზე

ეს შეიძლება ძალიან ბანაურადაც კი ჟღერდეს, მაგრამ გიგზს ამ კლუბში დიდი მომავალი აქვს. "ნორვიჩთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მან მისთვის უჩვეულო როლშიც კი მოახერხა საქმისთვის თავის გართმევა და ის თავდაჯერებულობა დაგვანახა, რომელიც ასე მიიჩქმალა მთელი სეზონის განმავლობაში. უელსელი თავის კოსტუმში და "იუნაიტედის" ჰალსტუხით ალბათ საუკეთესო ვარიანტია იყოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბის მთავარი მწვრთვნელი. ზემოდხსენებულ მატჩში გიგზი თავს შინაურად და კომფორტულად გრძნობდა იმ სკამზე, საიდანაც სერ ალექსმა ეპოქა შექმნა.

3. პატივისცემა

5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დარჩეს გიგზი მთავარი მწვრთვნელის პოსტზე

ახლანდელ კლუბში არავის აქვს იმდენი პატივისცემა, რამდენის რაიან გიგზს. მოიესის მოღვაწეობისას იგრძნობოდა რომ შოტლანდიელი საერთოდ ვერ აკონტროლებდა გასახდელს და ფეხბურთელებიც საერთოდ არ თამაშობდნენ მის სახელზე. გიგზი, რომელსაც წარმოუდგენელი წარსული აკავშირებს კლუბთან, ადვილად მოახერხებს იმას, რომ ფეხბურთელებმა მას როგორც მწვრთვნელს შეხედონ და არა თანაგუნდელს. როგორც გამოცდილმა ფეხბურთელმა, მან იცის როდის რას გრძნობს მოთამაშე. მას ასევე კარგად შეუძლია მოტივატორის როლის მორგება, რაც მოესს ძალიან უჭირდა.

4. ფანების ფაქტორი

5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დარჩეს გიგზი მთავარი მწვრთვნელის პოსტზე

"იუნაიტედის" გულშემატკივრები ერთ-ერთი ყველაზე ფიცხი და მგზნებარენი არიან. თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ამით ვერ გამოირჩეოდნენ მიმდინარე სეზონში. ფეხბურთელთან ერთად, გიგზი ასევე ამ გუნდის ერთ-ერთი ფანიც გახლავთ და მისი მთავარი მწვრთველის პოსტზე დანიშვნა დიდი სიხარულის მომტანი იქნება დანარჩენი რიგითი ფანებისთვის. ასევე სასიხარულო იქნება სამწვთველო შტაბში 92-ანების თაობის ხილვა (სქოულზე და ბატი). რა თქმა უნდა, ფანები ხომ უმიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია კლუბისა.

5. არავინ იცნობს კლუბს მასზე უკეთესად

5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დარჩეს გიგზი მთავარი მწვრთვნელის პოსტზე

ფეხბურთელის რანგში, გიგზმა 24 წელი დაჰყო კლუბში. აქედან გამომდინარე მან ძალიან კარგად იცის კლუბის შიდა და გარე საქმეები. ასევე არ სჭირდება არანაირი დრო ადაპტაციისთვის. თუ ის გვერდში დაიყენებს ფერგის რომელიმე თანაშემწეს, მაგალითად მაიკ ფელანს, ეს მას დიდ სარგებელს მოუტანს, რადგან უკეთ გაერკვევა ტაქტიკურ სვლებში და სატრანსფერო პოლიტიკაში. ბევრი ამბობს, რომ გიგზი ძალიან ახალგაზრდაა ამ პოსტზე დასამტკიცებლად, მაგრამ გავიხსენოთ დალგლიში, რომელმაც 34 წლის ასაკში "ჩაიბარა" ლივერპული და დიდი წარმატებაც მოუტანა. თუ "იუნაიტედს" სურს აქცენტი მომავალზე გაამახვილოს, გიგზი სრულყოფილი კანდიდატურა იქნებოდა ამ პოსტზე სამუშაოდ.

სტატია თარგმნა: დაჩი ქიზიყურაშვილი
სტატიები
17 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
1 მაი 2014 11:32
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
გიგზი და ვან გაალი მოიაზრებიან მთავარ კანდიდატებად და მე ორივე მაგრად გამიხარდებოდა love

P.S ეს ბოლოში ჩემი სახელის მიწერა @ტვირთა შოთო სიხარულიძესავით გამოდის ხოლმე, მაგრამ ხო უნდა მივაწერო წყარო :D წყარო კიდე ერთ-ერთი პროგრამაა, რომელიც ტელეფონში მიწერია და იქ იდება ხოლმე რიგითი ადამიანების მიერ დაწერილი სტატიები.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: Luka Gelashvili
1 მაი 2014 12:18
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
დასაკარგი არაფერია

ეს მიზეზიც ეყოფა :დდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№3
ავტორი: gilmour
1 მაი 2014 12:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
კაი სტატიაა, ჩემი აზრით მინიმუმ ერთი წელი უნდა მიცენს გიგზს შანსი, დარჩენილი მატჩები მინდა რომ მაგრად ჩაატაროს, იქნება სერიოზულად დაფიქრდნენ რაიანის კანდიდატურაზე სამომავლოდ.
სატრანსფერო პოლიტიკაც მინდა რომ თვითონ აწარმოოს, ჯერ კიდევ მოედნის ფეხბურთელია და ყველაზე კარგად თვითონ გრძნობდა სად უჭირდა გუნდს და როგორი ფეხბურთელის დამატებაა საჭირო.
0
№4
ავტორი: RedTeen
1 მაი 2014 13:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
გიგზი იმსახურებს შანსს... მინიმუმ ერთი წელი მაინც უნდა აცადონ... იქნებ გაამართლოს.. მით უმეტეს რომ გუნდს 5 თითივით იცნობს და ყველას შესაძლებლობები კარგად იცის..
0
№5
ავტორი: GeorgeBest
1 მაი 2014 13:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როგორც ყოველთვის საინტერესოა good2

ვერ დავეთანხმები ავტორს რომ დასაკარგი აღარაფერია, პირიქით კიდევ 1 ჩაგდებული სეზონით ძალიან ბევრს დავკარგავთ. მაგრამ მაინც მაქვს გიგზის იმედი, თუ ჩაიბარებს გუნდს ჩემი აზრით გაამართლებს. არც ის იქნება ცუდი თუ ვან გაალი მოვა ან ვინმე გამოცდილი და გიგზთან ერთად იმუშავებს კლუბში, მომავალში ყველა ვარიანტში ეს ხალხი უნდა ჩაუდგეს გუნდს სათავეში. მაინც მგონია რომ მიუხედავად გამოუცდელობისა კარგ შედეგებს დადებს
0
№6
ავტორი: VaRdo
1 მაი 2014 14:34
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მე დავამატებდი 2 უდიდეს ფაქტოს რომელიც ჩემი აზრით ამ 5 ფაქტორიდან უმნიშვნელოვანესია ეს ორი ფაქტორი.

1) სერ ლაექს ფერგიუსონი ფაქტორი


1991 წლიდან 2013 წლამდე ფერგიუსონთან ერთად გაზრდა ეს უვკე მრავლის მთქმელია 22 წელი უსმინო ამ კაცს ეს უკვე მრავლის მთქმელია. 22 წელი დააკვირდე მის ყველა გადაწყვეტილებას ეს უკვე მრავლის მთქმელია. 22 წელი და არა 1 ან 2 წელი.

2) პროფესია სადაც ფული მეორეხარისხოვანია


თუნდაც ვაან გაალს შესთავაზეთ ისეთი ფული, რომ შეიძლებოდეს უარი განაცხადოს აქ გადმსოვლაზე. შესთავაზეთ იგივე თანხა გიგზს და არც დაფიქრდება ისე დარჩება. ამას რატომ ვამბობ ეხლა. გიგზს რომ ეს კლუბი უყვარს ეგრე არავის არ უყვარს და ვერცერთი მწვრთვნელი ვერ შეიყვარებს. სწორედ ამ დიდი სიყვარულით მოახერხებს მარტო იმას რასაც ფანები ითხოვენ. კი შეიძლება იუნაიტედი ბევრს უყვარდეს და ეს მთავარი არაა, მაგრამ ამ ყველაფერს დაუმატეთ კვლავ "სერ ალექს ფერგიუსონის ფაქტორი" და ყველაფერი ნათელია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: kOsTiA
1 მაი 2014 14:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
კაით რა ხალხო გიგზი ჯერ ვერაპერს ვერ იზამს.. ! ! ! მომავალი სეზონი ამაზე უარესი იქნება...შეიგნეთ რომ მანჩესტერს გამოცდილება ჭირდება და არა ახალბედა "პერსპექტივებით" ! ! ! ! !
0
№8
ავტორი: Manchester_M
1 მაი 2014 15:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ერთი მიზეზი მაქ რის გამოც არ მინდა მომავალ წელს დარჩეს გიგზი
გუნდი არის გასაწმენდი იანგის და კლევერლის ტიპის ფეხბურთელებისგან ამას მგონია გიგზი მაინც ვერ გაუმკვლავდება რადგან ყოფილი თანაგუნდელის გაგდება შეიძლება გაუჭირდეს და არ იყოს კარგი ჟესტი მისგან და შესაბამისად ტრანსფერებიც ნაკლებად იქნება ამიტომ ჯობია 1-2 სეზონი ვინმეს გააწმენდინონ გუნდი თან გამოცდილებასაც მიიღებს .
0
№9
ავტორი: Count Alucard
1 მაი 2014 15:22
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მართლა დასაკარგი არაფერია მომავალ წელს 3-4 ადგილზე რომ დავამთავროთ პრემიერ ლიგა ამ სეზონის შემდეგ დიდი პროგრესი იქნება და იმედია რომელიმე თასს მაინც მოვიგებთ უტიტულოდ სეზონი ჩაგვეტარებინოს არ მახსოვს ჯერ, წელს ქომუნითი შილდი მოვიგეთ და ეგ გვეთვლება 1 ტიტულად.
0
№10
ავტორი: buka oboladze
1 მაი 2014 16:23
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
გიგზი უნდა დატოვონ რა.. თუ ეგ არ გამოვა და ვან გაალი მაშინ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top