საინტერესო ფაქტები სრულიადში.
ცნობილი და მრავალჯერ განხილული თემაა "იუნაიტედის" წლევანდელი სეზონი. თუმცა მაინც მაინც გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, თუ როგორ დასრულდა ეს ხანმოკლე და "დიდებული" ერა. წარუმატებელი სეზონი ალბათ არავისთვის იქნებოდა გასაკვირი, თუმცა მოიესის მეორე მარცხმა მისსავე ყოფილ კლუბთან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ეს უკანასკნელიც სახლის გზას გაუყენეს.
კლუბი იძულებული გახდა დაენიშნა დროებითი მწვრთვნელი, რათა სეზონი ბოლომდე ჩაემთავრებინა, ხოლო ეს პატივი ისედაც მრავალმხრივ პატივსაცემ რაიან გიგზს ერგო. მიუხედავად იმისა, რომ ჭორები არ წყდება ლუის ვან გაალის, კარლოს კეირუშის და სხვა გამოცდილი მწვრთვნელების დანიშვნისა, განიხილება ასევე რაიან გიგზის დარჩენა მის პოზიციაზე. "ნორვიჩთან" დამაჯარებელმა გამარჯვებამ კი ხალხს რწმენა და იმედი დაუბრუნა, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ნაკლებად იგრძნობოდა.
ამ თემის განსავრცობად მე მოგიყვანთ ხუთ მიზეზს იმისა, თუ რატომ უნდა დარჩეს გიგზი მთავარი მწვრთვნელის პოსტზე...
1. დასაკარგი არაფერია
უსაშინლესი სეზონის შემდეგ, "იუნაიტედს" დასაკარგი აღარაფერი აქვს და სავსებით შესაძლებელია რაიან გიგზს გრეძლვადიანი კონტრაქტი დაუდონ. 27 წლიანი დიდებული ერის შემდეგ, კლუბი მეშვიდე პოზიციას იკავებს პრემიერ ლიგის ცხრილში და ფანების აზრით, გიგზს ამ პრობლემის მოგვარება ძალუძს. ბუნებრივია, ეს უკანასკნელიც კი იქნება წნეხის ქვეშ, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით დასაკარგი არაფერია და გარისკვა ალბათ ღირს.
2. შესაბამისობა
ეს შეიძლება ძალიან ბანაურადაც კი ჟღერდეს, მაგრამ გიგზს ამ კლუბში დიდი მომავალი აქვს. "ნორვიჩთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მან მისთვის უჩვეულო როლშიც კი მოახერხა საქმისთვის თავის გართმევა და ის თავდაჯერებულობა დაგვანახა, რომელიც ასე მიიჩქმალა მთელი სეზონის განმავლობაში. უელსელი თავის კოსტუმში და "იუნაიტედის" ჰალსტუხით ალბათ საუკეთესო ვარიანტია იყოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბის მთავარი მწვრთვნელი. ზემოდხსენებულ მატჩში გიგზი თავს შინაურად და კომფორტულად გრძნობდა იმ სკამზე, საიდანაც სერ ალექსმა ეპოქა შექმნა.
3. პატივისცემა
ახლანდელ კლუბში არავის აქვს იმდენი პატივისცემა, რამდენის რაიან გიგზს. მოიესის მოღვაწეობისას იგრძნობოდა რომ შოტლანდიელი საერთოდ ვერ აკონტროლებდა გასახდელს და ფეხბურთელებიც საერთოდ არ თამაშობდნენ მის სახელზე. გიგზი, რომელსაც წარმოუდგენელი წარსული აკავშირებს კლუბთან, ადვილად მოახერხებს იმას, რომ ფეხბურთელებმა მას როგორც მწვრთვნელს შეხედონ და არა თანაგუნდელს. როგორც გამოცდილმა ფეხბურთელმა, მან იცის როდის რას გრძნობს მოთამაშე. მას ასევე კარგად შეუძლია მოტივატორის როლის მორგება, რაც მოესს ძალიან უჭირდა.
4. ფანების ფაქტორი
"იუნაიტედის" გულშემატკივრები ერთ-ერთი ყველაზე ფიცხი და მგზნებარენი არიან. თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ამით ვერ გამოირჩეოდნენ მიმდინარე სეზონში. ფეხბურთელთან ერთად, გიგზი ასევე ამ გუნდის ერთ-ერთი ფანიც გახლავთ და მისი მთავარი მწვრთველის პოსტზე დანიშვნა დიდი სიხარულის მომტანი იქნება დანარჩენი რიგითი ფანებისთვის. ასევე სასიხარულო იქნება სამწვთველო შტაბში 92-ანების თაობის ხილვა (სქოულზე და ბატი). რა თქმა უნდა, ფანები ხომ უმიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია კლუბისა.
5. არავინ იცნობს კლუბს მასზე უკეთესად
ფეხბურთელის რანგში, გიგზმა 24 წელი დაჰყო კლუბში. აქედან გამომდინარე მან ძალიან კარგად იცის კლუბის შიდა და გარე საქმეები. ასევე არ სჭირდება არანაირი დრო ადაპტაციისთვის. თუ ის გვერდში დაიყენებს ფერგის რომელიმე თანაშემწეს, მაგალითად მაიკ ფელანს, ეს მას დიდ სარგებელს მოუტანს, რადგან უკეთ გაერკვევა ტაქტიკურ სვლებში და სატრანსფერო პოლიტიკაში. ბევრი ამბობს, რომ გიგზი ძალიან ახალგაზრდაა ამ პოსტზე დასამტკიცებლად, მაგრამ გავიხსენოთ დალგლიში, რომელმაც 34 წლის ასაკში "ჩაიბარა" ლივერპული და დიდი წარმატებაც მოუტანა. თუ "იუნაიტედს" სურს აქცენტი მომავალზე გაამახვილოს, გიგზი სრულყოფილი კანდიდატურა იქნებოდა ამ პოსტზე სამუშაოდ.
სტატია თარგმნა: დაჩი ქიზიყურაშვილი