საინტერესო სტატია ახალგაზრდა ბელგიელზე.
გასულ კვირას, როდესაც გაიკრვა, რომ იანუზაიმ ბელგიის ნაკრები აირჩია, მაშინვე გაჩნდა შანსები, რომ იგი მუნდიალზე გაემგზავრებოდა. "ევერტონის" ბელგიელი ვინგერი, კევინ მირალაში The Guardian-თან ინტერვიუში ამბობს: "ადნანი არ იმსახურებს ბრაზილიაში წამოსვლას, რადგან ის საერთოდ არ იცნობს ხალხს." მან ასევე დაამატა, რომ იანუზაისთვის უმჯობესი იქნებოდა თუ სანაკრებო კარიერას 2016 წლის ევროოპის ჩემპიონატზე დაიწყებდა.
მე გთავაზობთ 5 მიზეზს იმისა, თუ რატომ არ უნდა გაემგზავროს ადნან იანუზაი ამ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე...
შესანიშნავად ჩატარებული სადებიუტო სეზონის შემდეგ, ადნანს მართლაც რომ სჭირდება ახალი გამოწვევა. მაგრამ რისკი იმისა, რომ მომდევნო სეზონს იმავე წარმატებით ჩაატარებს შემცირდება, თუ იგი ბრაზილიაში გაემგზავრება.
19 წლის ასაკში, ის კიდევ ვითარდება ფიზიკურად. ითამაშო 10 თვიანი სეზონი, შემდეგ მიიღო მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე და ამის შემდეგ კვლავ 10 თვიან სეზონში სცადო ბედი, ეს ნამეტანია.
შესაძლოა პარალელი გაგავლოთ "არსენალის" ფეხბურთელ ჯეკ უილშირთან, რომელსაც ტრავმის გამო გაცდენილი დღეები უფრო მეტი ჰქონდა ვიდრე ჩატარებული მატჩები ახალგაზრდობაში.
ჭკვიანური იქნება, თუ "იუნაიტედი" ეცდება ხელი შეუშალოს ადნანის გამგზავრებას ბრაზილიაში. ახალგაზრდა ბელგიელი ოდესღაც მაინც გაიბრწყინებს ნაკრების შემადგენლობაში, მაგრამ 2014 ძალიან ადრეა.
განვლილმა სეზონმა გვიჩვენა რომ ადნანი მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია. სისწრაფე და ტექტნიკურობა მას კიდევ უფრო შეუპოვარს ხდის. მას შეუძლია ვინგერად თამაში, ან სამომავლოდ 10 ნომერზე გადაიწიოს. ერთი სიტყვით, მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი.
სწორად ამიტომ უნდა ეცადოს "იუნაიტედი" ამ ზაფხულს დაისვენოს იანუზაიმ, იმუშაოს გუნდის მწვრთვნელებთან და მიიღოს სიამოვნება წინასასეზონო ტურნესგან. სწორედ ეს იქნება სრულყოფილი სცენარი მოკლე დროში მისი განვითარებისთვის. თუ მომავალ სეზონში უფრო კარგად წარმოგვიდგა, შესაძლოა კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის მუნდიალზე არ მიიღებს მონაწილეობას.
ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი, რომლისაგანაც ჭკუა შესაძლოა ისწვლოს "იუნაიტედმა" და იანუზაიმ ეს გახლავთ "ჩელსის" ბრაზილიელი ვარსკვლავი, ოსკარი.
22 წლის უნიჭიერესი ფეხბურთელი ოპტიმალური ფორმის დანაკლისს განიცდის და ეს იმის გამოა გამოწვეული, რომ მას დასვენება არ ჰქონია, მას მერე რაც "ჩელსის" შეუერთდა. ბოლო ორ სეზონში მან სრული დატვირთვით მიიღო მონაწილეობა, წარადგინა ბრაზილია 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე და ასევე მიიღო მონაწილეობა 2013 წლის კონფედერაციის თასზე.
ახლა კი ის ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთ მთავარ იმედად მოიაზრება. რაც ნიშნავს რომ მას ბოლო სამ სეზონში სრული დატვირთვით ექნება მონაწილეობა მიღებული, აგრეთვე იქნება დაკავებული ბოლო სამი ზაფხულის განმავლობაში.
მისი ამჟამინდელი რუტინა იანუზაის ასაკში დაიწყო და მისი ფორმიდან ამოვარდა არაფრის ბრალი არ არის, გარდა გადაღლილობისა. ბოლო ხანებში ნათლად ჩანს, რომ ადნანიც ძველებურ ფორმას ჩამოშორდა, და უმჯობესი იქნება თუ კლუბი დაეხმარება მას ოსკარისნაირ პრობლემასთან თავიდან აცილებაში.
ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ლივერპულელი რაჰეემ სტერლინგისა და მისივე ასაკის ადნან იანუზაის შედარებაა. სეზონის სტარტიდან ბოლომდე სტერლინგი მართლაც რომ საგრძნობლად განვითარდა. ბრენდან როჯერსს როგორც ჩანს, მსგავსი სიტუაციები კარგად აქვს შესწავლილი და იცის, თუ როდის უნდა დაასვენოს და მისცეს შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებს.
ამან სწორედაც რომ გაჭრა. სტერლინგმა მიმდინარე სეზონი ტოპ კლასის ფეხბურთელის ხარისხით ჩაატარა.
ეს შესანიშნავი მაგალითია "იუნაიტედისთვის", რადგან მათ უნდა იცოდნენ თუ როგორ გამოიყენონ იანუზაი, როგორ აღზარდონ თავიანთი ტალანტი.
მუნდიალზე თამაში რა თქმა უნდა უდიდესი გამოცდილება იქნება ბელგიელისთვის, მაგრამ მან უკვე ითამაშა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალი მიუნჰენის "ბაიერნის" წინააღმდეგ. თუმცა ამის გარეშეც, მას გუნდში უამრავი ტოპ კლასის თანაგუნდელი ჰყავს, რომლებთანაც ყოველდღიურად უწევს მუშაობა.
ასე რომ, მაგალითის აღება "ლივერპულისგან" ურიგო არ იქნებოდა. არ არის საჭირო მოვლენების დაჩქარება. განსაკუთრებით არც მაშიმ, თუ იგრძნობა რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, იგი შედარებით კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბდება.
უფრო ფართო დასაბუთება ამ სტატიისა ის გახლავთ, რომ "იუნაიტედი" ახალ ფაზაში გადადის. დევიდ მოიესი იყო ადამიანი, რომელმაც ადნანს შანსი მისცა, თუმცა ის ვეღარ შეძლებს იანუზაის პროგრესის თვალყურის დევნებას მთავარი მწვრთვნელის რანგში.
არჩეულ იქნება ახალი მწვრთვნელი, რომელსაც ენდომება დასვენებული და "განახლებული" იანუზაი მომდენო სეზონისთვის. მოკლედ რო ვთქვათ, მას ექნება სურვილი იმუშაოს იანუზაისთან, რომელსაც პოსტ-მუნდიალური გადაღლილობის სინდრომი არ ექნება შეყრილი.
რაიან გიგზი, კლუბის დროებითი მენეჯერი, არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის თუ რა იქნება საუკეთესო იანუზაისთვის. თანამშრომლობდა რა მთელი სეზონის განმავლობაში იანუზაისთან, გიგზმა იცის ნაადრევია თუ არა მისთვის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა.
მუნდიალზე იქნებიან ადნანზე ცუდი ფეხბურთელები. ცოტა მათგანი თუ მიაღწევს იმას, რაც იანუზაის მომავალში ელოდება. სწორედ ამის მიზეზად, "იუნაიტედმა" ამ მცირე ხნიანი შესვენებით უნდა უზრუნველყოს იანუზაის დიდხნიანი წარმატებია.
სტატია მოამზადა:
ქრის ფლემინგითარგმნა:
დაჩი ქიზიყურაშვილი