თბილისი:
მანჩესტერი:
30-04-2014, 11:30
ავტორი: chudikone,
ნანახია: 3542,
კომენტარები: 16
5 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა გაემგზავროს ადნანი ბრაზილიაში
საინტერესო სტატია ახალგაზრდა ბელგიელზე.
5 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა გაემგზავროს ადნანი ბრაზილიაში
გასულ კვირას, როდესაც გაიკრვა, რომ იანუზაიმ ბელგიის ნაკრები აირჩია, მაშინვე გაჩნდა შანსები, რომ იგი მუნდიალზე გაემგზავრებოდა. "ევერტონის" ბელგიელი ვინგერი, კევინ მირალაში The Guardian-თან ინტერვიუში ამბობს: "ადნანი არ იმსახურებს ბრაზილიაში წამოსვლას, რადგან ის საერთოდ არ იცნობს ხალხს." მან ასევე დაამატა, რომ იანუზაისთვის უმჯობესი იქნებოდა თუ სანაკრებო კარიერას 2016 წლის ევროოპის ჩემპიონატზე დაიწყებდა.

მე გთავაზობთ 5 მიზეზს იმისა, თუ რატომ არ უნდა გაემგზავროს ადნან იანუზაი ამ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე...

5 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა გაემგზავროს ადნანი ბრაზილიაში

შესანიშნავად ჩატარებული სადებიუტო სეზონის შემდეგ, ადნანს მართლაც რომ სჭირდება ახალი გამოწვევა. მაგრამ რისკი იმისა, რომ მომდევნო სეზონს იმავე წარმატებით ჩაატარებს შემცირდება, თუ იგი ბრაზილიაში გაემგზავრება.

19 წლის ასაკში, ის კიდევ ვითარდება ფიზიკურად. ითამაშო 10 თვიანი სეზონი, შემდეგ მიიღო მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე და ამის შემდეგ კვლავ 10 თვიან სეზონში სცადო ბედი, ეს ნამეტანია.

შესაძლოა პარალელი გაგავლოთ "არსენალის" ფეხბურთელ ჯეკ უილშირთან, რომელსაც ტრავმის გამო გაცდენილი დღეები უფრო მეტი ჰქონდა ვიდრე ჩატარებული მატჩები ახალგაზრდობაში.

ჭკვიანური იქნება, თუ "იუნაიტედი" ეცდება ხელი შეუშალოს ადნანის გამგზავრებას ბრაზილიაში. ახალგაზრდა ბელგიელი ოდესღაც მაინც გაიბრწყინებს ნაკრების შემადგენლობაში, მაგრამ 2014 ძალიან ადრეა.

5 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა გაემგზავროს ადნანი ბრაზილიაში

განვლილმა სეზონმა გვიჩვენა რომ ადნანი მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია. სისწრაფე და ტექტნიკურობა მას კიდევ უფრო შეუპოვარს ხდის. მას შეუძლია ვინგერად თამაში, ან სამომავლოდ 10 ნომერზე გადაიწიოს. ერთი სიტყვით, მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი.

სწორად ამიტომ უნდა ეცადოს "იუნაიტედი" ამ ზაფხულს დაისვენოს იანუზაიმ, იმუშაოს გუნდის მწვრთვნელებთან და მიიღოს სიამოვნება წინასასეზონო ტურნესგან. სწორედ ეს იქნება სრულყოფილი სცენარი მოკლე დროში მისი განვითარებისთვის. თუ მომავალ სეზონში უფრო კარგად წარმოგვიდგა, შესაძლოა კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის მუნდიალზე არ მიიღებს მონაწილეობას.

5 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა გაემგზავროს ადნანი ბრაზილიაში

ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი, რომლისაგანაც ჭკუა შესაძლოა ისწვლოს "იუნაიტედმა" და იანუზაიმ ეს გახლავთ "ჩელსის" ბრაზილიელი ვარსკვლავი, ოსკარი.

22 წლის უნიჭიერესი ფეხბურთელი ოპტიმალური ფორმის დანაკლისს განიცდის და ეს იმის გამოა გამოწვეული, რომ მას დასვენება არ ჰქონია, მას მერე რაც "ჩელსის" შეუერთდა. ბოლო ორ სეზონში მან სრული დატვირთვით მიიღო მონაწილეობა, წარადგინა ბრაზილია 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე და ასევე მიიღო მონაწილეობა 2013 წლის კონფედერაციის თასზე.

ახლა კი ის ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთ მთავარ იმედად მოიაზრება. რაც ნიშნავს რომ მას ბოლო სამ სეზონში სრული დატვირთვით ექნება მონაწილეობა მიღებული, აგრეთვე იქნება დაკავებული ბოლო სამი ზაფხულის განმავლობაში.

მისი ამჟამინდელი რუტინა იანუზაის ასაკში დაიწყო და მისი ფორმიდან ამოვარდა არაფრის ბრალი არ არის, გარდა გადაღლილობისა. ბოლო ხანებში ნათლად ჩანს, რომ ადნანიც ძველებურ ფორმას ჩამოშორდა, და უმჯობესი იქნება თუ კლუბი დაეხმარება მას ოსკარისნაირ პრობლემასთან თავიდან აცილებაში.

5 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა გაემგზავროს ადნანი ბრაზილიაში

ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ლივერპულელი რაჰეემ სტერლინგისა და მისივე ასაკის ადნან იანუზაის შედარებაა. სეზონის სტარტიდან ბოლომდე სტერლინგი მართლაც რომ საგრძნობლად განვითარდა. ბრენდან როჯერსს როგორც ჩანს, მსგავსი სიტუაციები კარგად აქვს შესწავლილი და იცის, თუ როდის უნდა დაასვენოს და მისცეს შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებს.

ამან სწორედაც რომ გაჭრა. სტერლინგმა მიმდინარე სეზონი ტოპ კლასის ფეხბურთელის ხარისხით ჩაატარა.

ეს შესანიშნავი მაგალითია "იუნაიტედისთვის", რადგან მათ უნდა იცოდნენ თუ როგორ გამოიყენონ იანუზაი, როგორ აღზარდონ თავიანთი ტალანტი.

მუნდიალზე თამაში რა თქმა უნდა უდიდესი გამოცდილება იქნება ბელგიელისთვის, მაგრამ მან უკვე ითამაშა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალი მიუნჰენის "ბაიერნის" წინააღმდეგ. თუმცა ამის გარეშეც, მას გუნდში უამრავი ტოპ კლასის თანაგუნდელი ჰყავს, რომლებთანაც ყოველდღიურად უწევს მუშაობა.

ასე რომ, მაგალითის აღება "ლივერპულისგან" ურიგო არ იქნებოდა. არ არის საჭირო მოვლენების დაჩქარება. განსაკუთრებით არც მაშიმ, თუ იგრძნობა რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, იგი შედარებით კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბდება.

5 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა გაემგზავროს ადნანი ბრაზილიაში

უფრო ფართო დასაბუთება ამ სტატიისა ის გახლავთ, რომ "იუნაიტედი" ახალ ფაზაში გადადის. დევიდ მოიესი იყო ადამიანი, რომელმაც ადნანს შანსი მისცა, თუმცა ის ვეღარ შეძლებს იანუზაის პროგრესის თვალყურის დევნებას მთავარი მწვრთვნელის რანგში.

არჩეულ იქნება ახალი მწვრთვნელი, რომელსაც ენდომება დასვენებული და "განახლებული" იანუზაი მომდენო სეზონისთვის. მოკლედ რო ვთქვათ, მას ექნება სურვილი იმუშაოს იანუზაისთან, რომელსაც პოსტ-მუნდიალური გადაღლილობის სინდრომი არ ექნება შეყრილი.

რაიან გიგზი, კლუბის დროებითი მენეჯერი, არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის თუ რა იქნება საუკეთესო იანუზაისთვის. თანამშრომლობდა რა მთელი სეზონის განმავლობაში იანუზაისთან, გიგზმა იცის ნაადრევია თუ არა მისთვის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა.

მუნდიალზე იქნებიან ადნანზე ცუდი ფეხბურთელები. ცოტა მათგანი თუ მიაღწევს იმას, რაც იანუზაის მომავალში ელოდება. სწორედ ამის მიზეზად, "იუნაიტედმა" ამ მცირე ხნიანი შესვენებით უნდა უზრუნველყოს იანუზაის დიდხნიანი წარმატებია.

სტატია მოამზადა: ქრის ფლემინგი
თარგმნა: დაჩი ქიზიყურაშვილი
სტატიები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Macklemore
30 აპრილი 2014 15:51
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Luka Gelashvili,
სტერლინგმა წინა სეზონიც ითამაშა პრემიერ ლიგაში, მოდი მაშინ სტერლინგის წინა სეზონი და ადნანის წლევანდელი შეადარე. მომავალ წელს კიდე მოუმატებს.

რაც შეეხება მუნდიალზე წაყვანას, ძალიან გამიხარდა. დიდი იმედი მააქვს,რომ გაიბრწყინებს!
0
№12
ავტორი: GeorgeBest
30 აპრილი 2014 16:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძაან მაგარია სტერლინგი მაგრამ მაინც ადნანს უფრო დიდი პოტენციალი აქვს, მოიესის ხელში ვერ განვითარდებოდა თავისთავად. აი ფერრგი რომ ყოფილიყო ამ სიტყვებს არავინ ნიტყოდით დარწმუნებული ვარ
0
№13
ავტორი: Luka Gelashvili
30 აპრილი 2014 16:34
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
Macklemore
"ჯერ" სტერლინგი ჯობია wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№14
ავტორი: BERDI
30 აპრილი 2014 16:37
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
კარგია გამოცდილებას მიიღებს დაიხვეწება და მომავალი წლიდან უფრო შემართებით იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№15
ავტორი: Count Alucard
30 აპრილი 2014 17:41
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
პირადა მე ძალიან მინდა მუნდიალზე ვნახო და რავიცი როგორც აჯობებს ისე გადაწყვეტენ თივითონ იციან.
0
№16
ავტორი: red devil
30 აპრილი 2014 18:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
უნდა წავიდეს მუნდიალზე გამოცდილებას მიიღებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top