თბილისი:
მანჩესტერი:
29-04-2014, 13:33
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2359,
კომენტარები: 11
ლუის ვან გაალს ხუთ მწრთვნელთან ერთად მოსვლა სურს
რა ბედი ეწევა ამჟამინდელ სამწრთვნელო შტაბს ზაფხულში
ლუის ვან გაალს ხუთ მწრთვნელთან ერთად მოსვლა სურს
რაიან გიგზისთვის არავის მიუცია იმის იმედი და პირობა, რომ ის "იუნაიტედის" მთავარი მწრთვნელის პოსტს სამუდამოდ დაიკავრებს.

გასაგებია, რომ 40 წლის რაიანი, მზადაა ყველაფერი შესწიროს "იუნაიტედს", მზადაა ღირსეულად შეცვალოს დევიდ მოიესი, რომელიც გასულ კვირას დაითხოვეს, მაგრამ მას დარჩენილი მატჩების მაღალ დონეზე ჩატარება მოუწევს. გიგზი ინტერვიუების დროს ძალიან ფრთხილობდა და ამის შესახებ არც მატჩამდე და არც მატჩის შემდეგ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

თუმცა, მან, როგორც მწრთვნელმა დაიმსახურა მოწონება უეინ რუნისა და ანდრეს ლიდეგაარდს შორის. მართალია, "იუნაიტედმა" მტკიცედ განაცხადა, რომ გიგზი მთავარი მწრთვნელის პოსტს მხოლოდ დროებით დაიკავებს და მენეჯერად მათ უფრო გამოცდილი მწრთვნელები სჭირდება, მაგალითად როგორიცაა ლუის ვან გაალი და კარლო ანჩელოტი.

მაგრამ გულშემატკივრები აქტიურობას არ წყვეტენ და გიგზს ითხოვენ. გიგზის ირგვლივ აგორებული ჭორები რათქმაუნდა გაიზრდება, თუ ის შეძლებს დარჩენილი სამი თამაშის მოგებას "სანდერლენთან", "ჰალ სიტისთან" და "საუთჰემპტონთან".

სეზონის წარმატებული დასასრული მნიშვნელოვანია, რადგან "იუნაიტედი" ჯერ კიდევ იბრძვის ევროპული ჩემპიონატისთვის და დარჩენილი თამაშების მოგებით მას ევროპის ლიგაზე მოხვედრის საშუალება ეძლევა.

"იუნაიტედმა" ბოლო თამაში საოცრად ჩაატარა, გიგზმა დაპირება შეასრულა და "ოლდ ტრაფორდზე" ღიმილი დააბრუნა. თუმცა, ხელმძღვანელობა კიდევ თავს იკავებს 92 წლის კლასის ბიჭებზე საუბრისგან და მათ გამოცდას აპირებს.

ეს ყველაფერი კი ლუის ვან გაალთანაც ართულებს ყველაფერს, რადგანაც თუ ის მოვა "ოლდ ტრაფორდზე" ხუთი მწრთვნელის მოყვანა სურს თავისთან ერთად.

ManchesterNews
სიახლეები
11 კომენტარი
№1
ავტორი: kOsTiA
29 აპრილი 2014 13:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
ნეტა ის ხუთი ვინაა?
0
№2
ავტორი: gilmour
29 აპრილი 2014 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
უნდა დაამტკიცონ რა გიგზმა სქოულზმა რომ შეუძლიათ. უბრალოდ ამის დასამტკიცებლად ფაქტიურად დრო არ აქვთ, მაგრამ დარჩენილი სამი თამაშის რეზულტატს მაინც დიდი მნიშვნელობა ექნება.
მე არ ვარ ვან გაალის წინააღმდეგი, უბრალოდ ჩვენი ლეგენდები თუ გაართმევენ ყველაფერს თავს რათქმაუნდა საუკეთესო ვარიანტია.
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 აპრილი 2014 13:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მოკლედ რა ხდება რა, აქეთ დგას გამოუცდელი გიგზი მთელი თავისი სიყვარულით მანჩესტერისადმი და იქით დგას გამოცდილი ვან გაალი თავისი სამწვრთნელო შტაბით. თუ ვან გაალი მოვიდა არა მგონია გიგზი დატოვოს თანაშემწედ...
0
№4
ავტორი: RedTeen
29 აპრილი 2014 14:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
5?? ბარემ ეთქვა ვინები არიან..

ნეტავ გიგზმა მოიგოს დარჩენილი თამაშები და დარჩეს.. მასზე მეტად არავის არ უყვარს იუნაიტედი....
0
№5
ავტორი: lefty
29 აპრილი 2014 14:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ყველა პონტში უნდა მოიგოს დარჩენილი თამაშები თუ მწვრთნელობაზე პრეტენზიები გააჩნია
0
№6
ავტორი: Lev
29 აპრილი 2014 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
თუ ვან გაალი გიგზს არ აიყვანს ასისტენტად ურჩევნია უკან დაბრუნდეს საიდანაც მოსვლას აპირებს თავის 5 მწვრთნელიანად. გიგზი ყველა პონტში უნდა იყოს სამწვრთნელო შტაბში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№7
ავტორი: Manchester United 14
29 აპრილი 2014 15:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
გიგზი მირჩევნია ვან გალს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№8
ავტორი: Best 7
29 აპრილი 2014 15:18
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Velodebi RAs gaaketeben am 3 matchshi
0
№9
ავტორი: Manchester_M
29 აპრილი 2014 16:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მინდა გიგზმა გაამართლოს თავიდანაც არ მინდოდა ვან გილი :X
0
№10
ავტორი: GeorgeBest
29 აპრილი 2014 18:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვან გაალი იმ შემთხვევასი იქნება კარგი ასისტენტად ტუ გიგზი დარჩება, შემდეგ გიგზი ჩაიბარებდა გუნდს, ისე არანაირად არ მინდა რამდენიმე წელი დაიდოს შედეგი და მერე ისევ თავიდან აირიოს გუნდი. დიდი ექსპერიმენტი იქნება გიგზის ნდობა ეხლა, არ ვიცი რამდენად კარგი იქნება მაგრამ თუ არ ანდობენ ასისტენტად მაინც უნდა დარჩეს ვან გაალთან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top