თბილისი:
მანჩესტერი:
29-04-2014, 13:33
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2361,
კომენტარები: 11
ლუის ვან გაალს ხუთ მწრთვნელთან ერთად მოსვლა სურს
რა ბედი ეწევა ამჟამინდელ სამწრთვნელო შტაბს ზაფხულში
ლუის ვან გაალს ხუთ მწრთვნელთან ერთად მოსვლა სურს
რაიან გიგზისთვის არავის მიუცია იმის იმედი და პირობა, რომ ის "იუნაიტედის" მთავარი მწრთვნელის პოსტს სამუდამოდ დაიკავრებს.

გასაგებია, რომ 40 წლის რაიანი, მზადაა ყველაფერი შესწიროს "იუნაიტედს", მზადაა ღირსეულად შეცვალოს დევიდ მოიესი, რომელიც გასულ კვირას დაითხოვეს, მაგრამ მას დარჩენილი მატჩების მაღალ დონეზე ჩატარება მოუწევს. გიგზი ინტერვიუების დროს ძალიან ფრთხილობდა და ამის შესახებ არც მატჩამდე და არც მატჩის შემდეგ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

თუმცა, მან, როგორც მწრთვნელმა დაიმსახურა მოწონება უეინ რუნისა და ანდრეს ლიდეგაარდს შორის. მართალია, "იუნაიტედმა" მტკიცედ განაცხადა, რომ გიგზი მთავარი მწრთვნელის პოსტს მხოლოდ დროებით დაიკავებს და მენეჯერად მათ უფრო გამოცდილი მწრთვნელები სჭირდება, მაგალითად როგორიცაა ლუის ვან გაალი და კარლო ანჩელოტი.

მაგრამ გულშემატკივრები აქტიურობას არ წყვეტენ და გიგზს ითხოვენ. გიგზის ირგვლივ აგორებული ჭორები რათქმაუნდა გაიზრდება, თუ ის შეძლებს დარჩენილი სამი თამაშის მოგებას "სანდერლენთან", "ჰალ სიტისთან" და "საუთჰემპტონთან".

სეზონის წარმატებული დასასრული მნიშვნელოვანია, რადგან "იუნაიტედი" ჯერ კიდევ იბრძვის ევროპული ჩემპიონატისთვის და დარჩენილი თამაშების მოგებით მას ევროპის ლიგაზე მოხვედრის საშუალება ეძლევა.

"იუნაიტედმა" ბოლო თამაში საოცრად ჩაატარა, გიგზმა დაპირება შეასრულა და "ოლდ ტრაფორდზე" ღიმილი დააბრუნა. თუმცა, ხელმძღვანელობა კიდევ თავს იკავებს 92 წლის კლასის ბიჭებზე საუბრისგან და მათ გამოცდას აპირებს.

ეს ყველაფერი კი ლუის ვან გაალთანაც ართულებს ყველაფერს, რადგანაც თუ ის მოვა "ოლდ ტრაფორდზე" ხუთი მწრთვნელის მოყვანა სურს თავისთან ერთად.

ManchesterNews
სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
29 აპრილი 2014 19:21
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ყველაფერი შეიძლება მოხდეს,მაგრამ მე მიანც მინდა რომ გიგზს ანდონ გუნდი.. უბრალოდ როი კინი მოიყვანონ, გიგზი სქოუზი და როი კინი ჩემი აზრით საუკეთესო ვარიანტი იქნება.. ვანგაალი არმინდა როცა ეს სამწვრთნელო შტაბი შეიძლება შეიქმნას.. და თუ ეს შეუძლებელი იქნება მაშინ ვან გაალი კარგი ვარიანტია.. იქიდან გამომდინარე რომ არც კლოპი, არც სიმეონე და არც გვარდიოლა არ გადმოვლენ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top