თბილისი:
მანჩესტერი:
26-04-2014, 18:07
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 1929,
კომენტარები: 15
გიგზი კლევერლის დაეხმარება
უელსელი მწვრთვნელის რანგში და სასიამოვნო სიახლე ტომისთვის.
გიგზი კლევერლის დაეხმარება
მას შემდეგ რაც დევიდ მოიესმა კლუბი დატოვა და გიგზმა დაიკავა მისი ადგილი მუდმივად არის კითხვები, თუ რა შემადგნელობას დააყენებს უელსელი, დაეყრდნობა თუ არა გიგზი "იუნაიტედის" ძველი ფილოსოფიას, თუ უფრო განავრცობს მოიესის სტრატეგიებს.
მოიესის მწვრთვნელობისას ძალიან ბევრი როტაცია იქნა გამოყენებული, ფაქტიურად გუნდს ერთი და იგივე სასტარტო 11-ეულით არ უთამაშია, ყველაფერი ეს რამდენად გამოადგა მოიესს შედეგზეც აისახება. თუმცა საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მოიესის მწვრთვნელობისას ტომ კლევერლი აშკარად დაიჩაგრა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის გულშემატკივრები კლევერლიში ვერ ხედავენ ვერანაირ ტალანტს, ნიჭს, გიგზი ამას არ უშინდება და სწორედ ის აპირებს გვერდში დაუდგეს ტომს, მისცეს განსაკუთრებული რჩევები, თან ამას დამატებული ის, რომ გიგზის დამხმარე პოლ სკოულზი იქნება.
საინტერესოა რატომ არ მოსწონთ კლევერლის თამაში გულშემატკივრებს, ამ საკითხზე პასუხი მარტივია, ის ვერ აკეთებდა მოედანზე ფაქტიურად ვერაფერს და მისი ხშირი შეცვლაც ამით იყო განპირობებული. თუმცა ტომი არ არის ფელაინის, ან ფლეთჩერის, ან კერიკის ტიპის ნახევარმცველი, მისი როლი მოედანზე შეტევაა და არა დაცვა. მაგრამ, ვინც აცდის კლევერლის შეტევაში წასვლას, როდესაც მის წინ ისედაც ძალიან ბევრი შემტევი დგას...
2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე "მოედნის ბოსი" ბრიტანელი გიგზი იყო, მის გვერდით კი ტომ კლევერლი კარგად გამოიყურებოდა. კლევერლიმ თითქოს ამოისუნთქა, როდესაც გაიგო რომ მოიესი წავიდა და ალბათ კმაყოფილი უნდა იყოს გიგზის მოსვლით გუნდში.
გავიხსენოთ გიგზის კომენტარი, რომელიც მან პრეს-კონფერენციაზე განაცხადა:

"მე მინდა ვნახო გოლები, ართმევა მრავალი, ფეხბურთელები ასწრებდნენ ერთმანეთს, ასევე ის გრძნობა და განცდა, რომ ის არის "იუნაიტედის" მოთამაშე.
მინდა ვნახო მათი განცდა თამაშზე, სისწრაფე, ტემპი და სიმამაცე წარმოსახვასთან ერთად, ყველაფერ ამას უნდა მოელოდე "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელისგან."


ტომ კლევერლი ამ სეზონში განსაკუთრებული შიშის და წნეხის ქვეშ თამაშობდა, რომ შეშლოდა რამე აუცილებლად გაკრიტიკდებოდა იმაზე მეტად, ვიდრე სხვა დანარჩენი. მოიესი კი ყოველთვის ითხოვდა "ბურთზე უკან" დარჩენას, ანუ უფრო სიღმიდან შეტევას, ყოველ შემთხვევაში მის თამაშებში ეს ასე ჩანდა, რაც კლევერლის ხან უფრო ზევით წევდა, ხან მცველის პოზიციაზე. გიგზის ციტატა კი იმიტომ არის აქ ნახსენები, რომ თუ კი ის მართლა ასეთ თამაშს შემოგვთავაზებს, ფეხბურთელები აუცილებლად მიიღებენ მეტ თავისუფლებას და კლევერლიც მათ შორის.

გიგზი კლევერლის დაეხმარება


თუ კარგად გაიხსენებთ კლევერლის მეორე თამაშს, ჯერ კიდევ 2011 წელს, სადაც ის შეცვლაზე შემოვიდა, მაშინ მისი როლი იყო უფრო მეტად შეტევაში ჩართვა, რომ აღმოეფხვრათ 2-0 სხვაობა, სწორედ ტომის დამსახურება იყო, რომ იმ მატჩში გუნდმა 2-0დან 2-3 მოიგო და დაეუფლა ასოციაციის თასს.
ეს სწორედ ის იმედი იყო, რომელიც გაამართლა კლევერლიმ და სერ ალექს სჯეროდა მისი და მისი აზრით ინგლისელის ადგილი ძირითადში იყო და არის.

გიგზი კლევერლის დაეხმარება


კლევერლი არ არის ცუდი ფეხბურთელი, თუმცა იმას ვერავინ უარყოფს, რომ ეს სეზონი ცუდად ჩაატარა. ამიტომ, სწორედ ეხლა დგება ის პერიოდი კლევერლისთვის, როდესაც მან უნდა დაგვანახოს თუ რა არის სინამდვილეში, მისითვის ეს იქნება ამ ბენეფისი, ან სრული კრახი კარიერაში. ყველაზე მეტად კი რაც ამ ბიჭს ჭირდება არის რწმენა საკუთარი თავის და თანაგუნდელების.

წყარო: "Bleacher"
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
26 აპრილი 2014 18:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5856
გაყიდეთ და ეგ იქნება დახმარება
0
№2
ავტორი: Manchester United 14
26 აპრილი 2014 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
იანგს ჯობია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№3
ავტორი: Jubo
26 აპრილი 2014 18:34
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ოღონდ ეს არ დააყენოს ნორვიჩთან areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№4
ავტორი: Manchester_M
26 აპრილი 2014 18:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ფელაინს ამოაგდებს ეტყობა და ამას ჩასვამს არაა გამორიცხული
0
№5
ავტორი: Vodafone
26 აპრილი 2014 18:56
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
არადა რა იმედი მქონდა კლევერლის, სასწაული დებიუტი ჰქონდა სიტისთან
0
№6
ავტორი: Luka Gelashvili
26 აპრილი 2014 18:57
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
აუ ეს ათამაშდეს :\ მაგრად მევასება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№7
ავტორი: Manchester United 14
26 აპრილი 2014 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ამაზე ძან ცუდი წარმოდგენა აქვთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№8
ავტორი: Count Alucard
26 აპრილი 2014 19:58
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ძირითადში დააყენა areyoukiddingme არ ველოდი ამას რაიან...
0
№9
ავტორი: Manchester United 14
26 აპრილი 2014 20:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
nika_123,
რას იზავს ჯერ ვნახოთ იქნებ გადაიპიტოს
belay
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№10
ავტორი: deqstera
26 აპრილი 2014 20:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ესეც და ველბეკიც მანჩესტერის აღზრდილები არიან რაც ბევრს ნიშნავს, რაღაც მომენტში სწორია არაა კარგი ამის უკან დაწევა პოტენციალი აშკარად აქვს თუ გაშვებაა იჯარით ჯობია, მაგრამ ვნახოთ გიგზი როგორ აათამაშებს, მერე მოსამზადებელი პერიოდი და თუ გამოჩნდა რო ძირითადში ვერიქნება ჯობია განათხოვრბით გაუშვან!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top