თბილისი:
მანჩესტერი:
26-04-2014, 18:07
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2131,
კომენტარები: 15
გიგზი კლევერლის დაეხმარება
უელსელი მწვრთვნელის რანგში და სასიამოვნო სიახლე ტომისთვის.
გიგზი კლევერლის დაეხმარება
მას შემდეგ რაც დევიდ მოიესმა კლუბი დატოვა და გიგზმა დაიკავა მისი ადგილი მუდმივად არის კითხვები, თუ რა შემადგნელობას დააყენებს უელსელი, დაეყრდნობა თუ არა გიგზი "იუნაიტედის" ძველი ფილოსოფიას, თუ უფრო განავრცობს მოიესის სტრატეგიებს.
მოიესის მწვრთვნელობისას ძალიან ბევრი როტაცია იქნა გამოყენებული, ფაქტიურად გუნდს ერთი და იგივე სასტარტო 11-ეულით არ უთამაშია, ყველაფერი ეს რამდენად გამოადგა მოიესს შედეგზეც აისახება. თუმცა საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მოიესის მწვრთვნელობისას ტომ კლევერლი აშკარად დაიჩაგრა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის გულშემატკივრები კლევერლიში ვერ ხედავენ ვერანაირ ტალანტს, ნიჭს, გიგზი ამას არ უშინდება და სწორედ ის აპირებს გვერდში დაუდგეს ტომს, მისცეს განსაკუთრებული რჩევები, თან ამას დამატებული ის, რომ გიგზის დამხმარე პოლ სკოულზი იქნება.
საინტერესოა რატომ არ მოსწონთ კლევერლის თამაში გულშემატკივრებს, ამ საკითხზე პასუხი მარტივია, ის ვერ აკეთებდა მოედანზე ფაქტიურად ვერაფერს და მისი ხშირი შეცვლაც ამით იყო განპირობებული. თუმცა ტომი არ არის ფელაინის, ან ფლეთჩერის, ან კერიკის ტიპის ნახევარმცველი, მისი როლი მოედანზე შეტევაა და არა დაცვა. მაგრამ, ვინც აცდის კლევერლის შეტევაში წასვლას, როდესაც მის წინ ისედაც ძალიან ბევრი შემტევი დგას...
2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე "მოედნის ბოსი" ბრიტანელი გიგზი იყო, მის გვერდით კი ტომ კლევერლი კარგად გამოიყურებოდა. კლევერლიმ თითქოს ამოისუნთქა, როდესაც გაიგო რომ მოიესი წავიდა და ალბათ კმაყოფილი უნდა იყოს გიგზის მოსვლით გუნდში.
გავიხსენოთ გიგზის კომენტარი, რომელიც მან პრეს-კონფერენციაზე განაცხადა:

"მე მინდა ვნახო გოლები, ართმევა მრავალი, ფეხბურთელები ასწრებდნენ ერთმანეთს, ასევე ის გრძნობა და განცდა, რომ ის არის "იუნაიტედის" მოთამაშე.
მინდა ვნახო მათი განცდა თამაშზე, სისწრაფე, ტემპი და სიმამაცე წარმოსახვასთან ერთად, ყველაფერ ამას უნდა მოელოდე "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელისგან."


ტომ კლევერლი ამ სეზონში განსაკუთრებული შიშის და წნეხის ქვეშ თამაშობდა, რომ შეშლოდა რამე აუცილებლად გაკრიტიკდებოდა იმაზე მეტად, ვიდრე სხვა დანარჩენი. მოიესი კი ყოველთვის ითხოვდა "ბურთზე უკან" დარჩენას, ანუ უფრო სიღმიდან შეტევას, ყოველ შემთხვევაში მის თამაშებში ეს ასე ჩანდა, რაც კლევერლის ხან უფრო ზევით წევდა, ხან მცველის პოზიციაზე. გიგზის ციტატა კი იმიტომ არის აქ ნახსენები, რომ თუ კი ის მართლა ასეთ თამაშს შემოგვთავაზებს, ფეხბურთელები აუცილებლად მიიღებენ მეტ თავისუფლებას და კლევერლიც მათ შორის.

გიგზი კლევერლის დაეხმარება


თუ კარგად გაიხსენებთ კლევერლის მეორე თამაშს, ჯერ კიდევ 2011 წელს, სადაც ის შეცვლაზე შემოვიდა, მაშინ მისი როლი იყო უფრო მეტად შეტევაში ჩართვა, რომ აღმოეფხვრათ 2-0 სხვაობა, სწორედ ტომის დამსახურება იყო, რომ იმ მატჩში გუნდმა 2-0დან 2-3 მოიგო და დაეუფლა ასოციაციის თასს.
ეს სწორედ ის იმედი იყო, რომელიც გაამართლა კლევერლიმ და სერ ალექს სჯეროდა მისი და მისი აზრით ინგლისელის ადგილი ძირითადში იყო და არის.

გიგზი კლევერლის დაეხმარება


კლევერლი არ არის ცუდი ფეხბურთელი, თუმცა იმას ვერავინ უარყოფს, რომ ეს სეზონი ცუდად ჩაატარა. ამიტომ, სწორედ ეხლა დგება ის პერიოდი კლევერლისთვის, როდესაც მან უნდა დაგვანახოს თუ რა არის სინამდვილეში, მისითვის ეს იქნება ამ ბენეფისი, ან სრული კრახი კარიერაში. ყველაზე მეტად კი რაც ამ ბიჭს ჭირდება არის რწმენა საკუთარი თავის და თანაგუნდელების.

წყარო: "Bleacher"
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
26 აპრილი 2014 20:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ძირითადშია :(
0
№12
ავტორი: Manchester United 14
26 აპრილი 2014 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
კი red devil,

კი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№13
ავტორი: deqstera
26 აპრილი 2014 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
დღეს და ხვალ მაინც არავინ უნდა ელოდეს ქლევერლისგან ტრანსფორმირებას, ნდობა უნდა და 5-6თამაში მაინც გადაბმულად(თუმცა ეხლაც ძირითადად უკნიდან უწევს, კერიკი მარტო ვერაგვარებს დაცვის პრობლემას)!!
0
№14
ავტორი: nika1997
26 აპრილი 2014 23:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
au akroche atamshdeba sul sxva tipisaa da su sxvas atamshebden da atamshdeba
0
№15
ავტორი: Manchester United 14
27 აპრილი 2014 09:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ჯერ ვერ ქნა ვერაფერი ვნახოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top