თბილისი:
მანჩესტერი:
26-04-2014, 13:40
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2159,
კომენტარები: 16
ვან გაალი უკვე შეუთანხმდა კლუბს
Goal.com სულ სხვა ინფრომაციას აქვეყნებს.
ვან გაალი უკვე შეუთანხმდა კლუბს
მას შემდეგ რაც დევიდ მოიესმა დატოვა პოსტი ხშირად არის საუბრები, რომ მისი შემცვლელი სწორედ ლუის ვან გაალი იქნება. Goal.com_ის ინფრომაციით ლუის ვან გაალს უკვე შეუთანხმდა გლეიზერების ოჯახი გასული 24 საათის განმავლობაში.
არის ასევე ცნობა იმის შესახებ, რომ ჰოლანდიელი კლუბს მოკლე ვადიანი კონტრაქტით, კერძოდ 3 წლიანი კონტრაქტით გაწვრთვნის და ის კლუბს სათავეში ჩაუდგება მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები დაასრულებს ასპარეზობას მომდევნო მუნდიალზე.
"იუნაიტედის" დელეგაცია, რომელშიც ედ ვუდვარდი და ერთ-ერთი ძმა გლეიზერისა შედიოდა, ვან გაალს ესტუმრა მისივე ვილაში, კერძოდ ქალაქ ალგარვში.
ასევე არის ცნობა, რომ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა უკვე მოაწერა ხელი ქაღალდებს და მოლაპარაკება დასრულდა მხარეებს შორის, ახლა კი უკვე საქმის დროა.
გარდა ამისა, Goal.com იუწყება, რომ ჯერ კიდევ გასულ კვირას, როდესაც ლუის ვან გაალმა განაცხადა, რომ ის მოხარული იქნებოდა "იუნაიტედის" მწვრთვნელობით, უკვე გადაწყვეტილი და შედგენილი იყო კონტრაქტის პირობები, რასაც "სქაისპორტი" უარყოფს.
ჰოლანდიელს, რომელსაც 63 წელი შეუსრულდება აგვისტოში მოუწევს გუნდის გაწრთვნა მოკლე ვადიანი კონტრაქტით და ის შეეცდება აღმოფხვრას ის 11 თვიანი პერიოდი, რაც მოიესმა ცუდად ჩაატარა.
ასევე, თუ კი ვან გაალი დაიკავებს პოსტს "იუნაიტედში" მას სრულიად შესაძლებელია დამხმარე ასისტენტად პატრიკ კლიუვერტი გამოყვეს, რომელიც ჰოლანდიის ნაკრებშიც ეხმარება ვან გაალს.
ყოფილი "მადრიდის რეალის", "აიაქსის" და "ბაიერნის" მწვრთვნელი მოლაპარაკებებს მართავდა "ტოტენჰემთან", სადაც ის 3-ჯერ შეხვდა ინგლისური კლუბის წარმომადგენლებს, თუმცა რადგან ინტერესი გაიზარდა "იუნაიტედის" მხრიდან ჰოლანდიელმა შეწყვიტა მოლაპარაკებები და გადაერთო მანჩესტერულ კლუბზე. საუბარი იყო, რომ ის "არსენალში" არსენ ვენგერს შეცვლიდა, თუმცა ეს მხოლოდ ჭორის დონეზეა ცნობილი.
ჰოლანდიელი თვლის, რომ "იუნაიტედი" არის მსოფლიო დონის კლუბი და სჯერა, რომ მას შეუძლია წარმატება მოუტანოს კლუბს და რომ ის კარგი ვარიანტი იქნება კლუბისთვის.

წყარო: Goal.com
ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: Juan Mata
26 აპრილი 2014 13:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 153
O.o vegar gavige ras shvreba es kaci gadmodis tu ara ._.
0
№2
ავტორი: Manchester United 14
26 აპრილი 2014 13:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
კაია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№3
ავტორი: Malboro463
26 აპრილი 2014 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
კლუბმა ჭორები უარყო ეხლა შერუთანხმდაო ? :დ ადგილები შეუცვალეთ ამ სტატიებს
0
№4
ავტორი: ivane maisuradze
26 აპრილი 2014 14:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
dzalian magaria!!!!!!!!
0
№5
ავტორი: makaveli
26 აპრილი 2014 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
აუ ეს არავის არ გვინდა ეს პენისი მალე წავა და ვინმე ისეთი გვინდა ვინც ეპოქას შექმნის და დიდი ხანი დარჩება გუნდში მაგალითად გიგზი ან სოლსკიაერი ვინ დამეთანხმება რო ოლე მაგრად ათამაშებს გუნდს?
0
№6
ავტორი: Count Alucard
26 აპრილი 2014 14:51
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
makaveli,
იქიდან გამომდინარე თუ როგორ თამაშობს სოლსკიაერის კარდიფი დიდ იმედებს ვერ დავამყარებდი, მაგრამ კარდიფი ძალიან სუსტი გუნდია საოცრებებს ვერ ჩაიდენდა, მოლდეთI კარგად ასპარეზობდა და შეიძლება მაგის კანდიდატურის განხილვა თან უკვე 4-5 წლიანი გამოცდილება აქვს მწვრთნელობის მანჩეტსერს კარგად იცნობს და რაც მთავარია ფერგის ფეხბურთელი იყო და ეცოდინება რა და როგორ უნდა გაკეთდეს, თუმცა ახლა ვინმე ისეთი გვჭირდება ძალიან გამოცდილი და მგონი 3 წელი თუ ვან გაალი იქნება მწვრთნელი კარგი იქნება და მერე გიგსი ან სოსკიაერი ჩაიბარებს გუნდს.
0
№7
ავტორი: Malboro463
26 აპრილი 2014 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
makaveli,
რამეს ვერ ათამაშებს სულაც და რა გარანტია იმის რომ სულშერი უნაიტედში გამართლებს? მოეს მაგაზე დიდი გამოცდილება ქონბდა მარა დიდ გუნდში ვერ გაამართლა ვან გალს კიდე ზე გამოცდილება აქ
0
№8
ავტორი: deqstera
26 აპრილი 2014 15:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
გიგზი-სქოულზი სხვა თემაა, მაგრამ სოლსკიაერი არც მე მინდა!! სხვაა ახალგაზრდებთან მუშაობა და სხვა გრანდის მწვრთნელობა!! მიოლდე კი საზომად არგამოდგება!!
0
№9
ავტორი: Manchester United 14
26 აპრილი 2014 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ჯერ ის დადოთ მერე ის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№10
ავტორი: Jubo
26 აპრილი 2014 18:38
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
სტატიები როგორც დევს სწორადაა
სქაისპორტსი ერთს ამბობს ესენი სხვას ჩვენ რა ვუყოთ, რსაც ესენი წერენ ჩვენც იმას ვდებთ
ჰოლანდიაში მთელი დღეა ამაზეა ლაპარაკი. წერენ შეუთანხმდა უკვეო, მგონი სიმართლეა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top