თბილისი:
მანჩესტერი:
26-04-2014, 13:40
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2393,
კომენტარები: 16
ვან გაალი უკვე შეუთანხმდა კლუბს
Goal.com სულ სხვა ინფრომაციას აქვეყნებს.
ვან გაალი უკვე შეუთანხმდა კლუბს
მას შემდეგ რაც დევიდ მოიესმა დატოვა პოსტი ხშირად არის საუბრები, რომ მისი შემცვლელი სწორედ ლუის ვან გაალი იქნება. Goal.com_ის ინფრომაციით ლუის ვან გაალს უკვე შეუთანხმდა გლეიზერების ოჯახი გასული 24 საათის განმავლობაში.
არის ასევე ცნობა იმის შესახებ, რომ ჰოლანდიელი კლუბს მოკლე ვადიანი კონტრაქტით, კერძოდ 3 წლიანი კონტრაქტით გაწვრთვნის და ის კლუბს სათავეში ჩაუდგება მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები დაასრულებს ასპარეზობას მომდევნო მუნდიალზე.
"იუნაიტედის" დელეგაცია, რომელშიც ედ ვუდვარდი და ერთ-ერთი ძმა გლეიზერისა შედიოდა, ვან გაალს ესტუმრა მისივე ვილაში, კერძოდ ქალაქ ალგარვში.
ასევე არის ცნობა, რომ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა უკვე მოაწერა ხელი ქაღალდებს და მოლაპარაკება დასრულდა მხარეებს შორის, ახლა კი უკვე საქმის დროა.
გარდა ამისა, Goal.com იუწყება, რომ ჯერ კიდევ გასულ კვირას, როდესაც ლუის ვან გაალმა განაცხადა, რომ ის მოხარული იქნებოდა "იუნაიტედის" მწვრთვნელობით, უკვე გადაწყვეტილი და შედგენილი იყო კონტრაქტის პირობები, რასაც "სქაისპორტი" უარყოფს.
ჰოლანდიელს, რომელსაც 63 წელი შეუსრულდება აგვისტოში მოუწევს გუნდის გაწრთვნა მოკლე ვადიანი კონტრაქტით და ის შეეცდება აღმოფხვრას ის 11 თვიანი პერიოდი, რაც მოიესმა ცუდად ჩაატარა.
ასევე, თუ კი ვან გაალი დაიკავებს პოსტს "იუნაიტედში" მას სრულიად შესაძლებელია დამხმარე ასისტენტად პატრიკ კლიუვერტი გამოყვეს, რომელიც ჰოლანდიის ნაკრებშიც ეხმარება ვან გაალს.
ყოფილი "მადრიდის რეალის", "აიაქსის" და "ბაიერნის" მწვრთვნელი მოლაპარაკებებს მართავდა "ტოტენჰემთან", სადაც ის 3-ჯერ შეხვდა ინგლისური კლუბის წარმომადგენლებს, თუმცა რადგან ინტერესი გაიზარდა "იუნაიტედის" მხრიდან ჰოლანდიელმა შეწყვიტა მოლაპარაკებები და გადაერთო მანჩესტერულ კლუბზე. საუბარი იყო, რომ ის "არსენალში" არსენ ვენგერს შეცვლიდა, თუმცა ეს მხოლოდ ჭორის დონეზეა ცნობილი.
ჰოლანდიელი თვლის, რომ "იუნაიტედი" არის მსოფლიო დონის კლუბი და სჯერა, რომ მას შეუძლია წარმატება მოუტანოს კლუბს და რომ ის კარგი ვარიანტი იქნება კლუბისთვის.

წყარო: Goal.com
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester United 14
26 აპრილი 2014 18:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
100 მილიონი გამოუყვესო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№12
ავტორი: red devil
26 აპრილი 2014 20:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
3 წელი? :/
0
№13
ავტორი: tupaca
26 აპრილი 2014 21:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ეს ზუსტად ის კაცია ვინც გუნდს აზრზე მოიყვანს, თან 3 წელი კარგია მერე უკვე კლოპი შექმნის ეპოქას fellow პროსტა ერთი რამის მეშინია ტიპი იმდენად ამბიციურია რომ შეიძლება რუნიც კი სადმე მოისროლოს თავის ავტორიტეტისთვის... ამან თავის დროზე თქვა რომ ჰოლანდიას ორი ფეხბურთელი ყავს მე და კრუიფიო :D :D :D
0
№14
ავტორი: Macklemore
27 აპრილი 2014 00:08
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ეს ის კაცია ვინც მანჩესტერს ახლა ჭირდება და იმედია მართლა მოვა გუნდში!
0
№15
ავტორი: makaveli
27 აპრილი 2014 13:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
Middlesbro,
გამოცდილება რა შუაშია ეგრე გვარდიოლას საერთოდ არ ქონდა გამოცდილება და რაც ქნა კი კარგად ვნახეთ ყველამ და მიოლდეთი კიდე ოლე მშვენივრად თამაშობდა და კარდიფით რა უნდა ქნას მაგას ტორპედო მოუგებს სხვისი არ ვიცი მაგრამ მე რატომღაც მჯერა რო ან ოლე ან გიგზი უნდა იყოს და არანაირი ლუი ყვერ გაალი
0
№16
ავტორი: miss manchester
28 აპრილი 2014 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
gamixardeba misi mosvla..
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top