თბილისი:
მანჩესტერი:
23-04-2014, 22:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2658,
კომენტარები: 14
მხოლოდ ის, თუ სხვებიც?
საინტერესო სტატია რუსულ პორტალზე.
მხოლოდ ის, თუ სხვებიც?
დევიდ მოიესმა ვიღაცისთვის მოსალოდნელად, ვიღაცისთვის მოულოდნელად, მაგრამ მაინც "ჩაისვარა" "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მან კლუბში ერთი წელიც ვერ გაძლო კონტრაქტით გათვალისწინებული 6 - დან. მაგრამ არის თუ არა მხოლოდ ერთი მოიესი დამნაშავე ყოველივეში? ხომ არ იქცა იგი სამსხვერპლოდ განწირულ კრავად, რომელიც უბრალოდ მზად არ იყო ასეთი სამუშაოსთვის.

დიახ, შესაძლოა დევიდ მოიესი სულაც არ იყო ის ადამიანი, ვისაც სერ ალექსის შემდეგ უნდა ჩაებარებინა "მანჩესტერ იუნაიტედი". დიახ, შესაძლოა სწორედ ზედგამოჭრილი იყო "ევერტონთან" განცდილი მარცხის შემდეგ მისი დათხოვნა, რადგან მან "ბაიერნთან" ღირსეული მარცხი ვერ დააგვირგვინა პრემიერ-ლიგაში ნაჩვენები კარგი მატჩით.

"მანჩესტერ იუნაიტედი" იშვიათად ათავისუფლებს მენეჯრებს, მაგრამ ეს პროცედურა არასდროს მომხდარა იმათი წყენინების გარეშე, ვინც "მანჩესტერის" მომავლის წარმატებებს ეწირებოდა. ფრენკ ო'ფარელი, რომელსაც კიდევ არაერთხელ გაიხსენებენ, მოიესის მანჩესტერული პერიოდისას ამბობდა, რომ ერთხელ იგი სერ ბობი ჩარლტონის საპატივცემულოდ გამართულ ვახშამზე მიიწვიეს, სადაც აღმოაჩინა, რომ მთავარ მაგიდასთან არ იჯდა. მომდევნო დღეს ო'ფარელი გამოიძახეს და "იუნაიტედიან" დაითხოვეს. თავად ო'ფარელი კი იხსენებდა, თუ როგორ ერიდებოდა სერ მეტ ბასბი მისთვის თვალის გასწორებას. "ვერასდროს ვაპატიებ მათ - ისინი ისე იქცეოდნენ, როგორც თაღლითები"

უილ მაკჰინესმა დაასრულა იმით, რომ ნუგეში "ხერესის" ბოთლში ჰპოვა, როცა მისი ჯერი მოვიდა. "ეს თითქოს მსოფლიოს აღსასრულს ჰგავდა" - მრავალი წლის შემდეგ გაიხსენა მწვრთნელმა, რომელიც მისმა დამხმარემ, ჯეკ კრომპტონმა იმავე დარბაზში იპოვა სველი კოსტიუმითა და ნახევრად გონზე მყოფი.

საეჭვოა, რომ დევიდ მოიესმაც მაკჰინესის ბედი გაიზიაროს, თუმცა შესაძლოა დალევა მოუდნეს, მაგრამ აი სერ ალექსს მოუწევს სიტყვების გამოძებნა რათა მისი რჩეული ანუგეშოს, რომელიც თავს სულაც არ იგრძნობს კარგად განთავისუფლების შემდეგ. მოიესს ხომ ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ მას კიდევ ერთ წელს აცდიდნენ და საშუალებას მისცემდნენ თავისი გუნდი ჩამოეყალიბებინა და არ ეთამაშა იმით, რაც ფერგისგან დარჩა.

მხოლოდ ის, თუ სხვებიც?

მოიესის შენაძენები


ამ სტატიის ავტორი თვლის, რომ მიუხედავად ყოველივე მომხდარისა, დევიდ მოიესი მაინც რჩება კარგ მწვრთნელად და მას ძალუძს მაღალი დონის კლუბის მართვა, თუნდაც "მანჩესტერ იუნაიტედის". უკვე არაერთხელ აღნიშნა ავტორმა, რომ მოიესი ხანგრძლივი პერიოდის მწვრთნელია და მას დრო სჭირდება რათა მიზნები განახორციელოს და სიტუაციაში წყნარად გაერკვეს. ასე იყო "პრესტონში", ასე იყო "ევერტონში" სადაც თავიდან ყველაფერი იდეალურად არ იწყებოდა, მაგრამ ასე ვერ იქნებოდა "იუნაიტედში" გარკვეული მიზეზების გამო. თუნდაც მფლობელის სიტყვები და კლუბის ტრადიციები სხვას ამბობენ.

ალბათ ყველაზე უკეთ მოიესის ინგლისის ნაკრების ამჟამინდელ მწვრთნელს, როი ჰოჯსონს ესმის, რომელიც "ლივერპულში" გატარებული სამუშაოთი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. თუ კი ყველაფერს საკუთარ სახელს დავარქმევთ, მაშინ გამოგვივა, რომ მას ბანალური მახე დაუგეს - მაშინ როიმ "განტევების ვაცის" როლი შეასრულა, ჩაიბარა რა უსარგებლო და ბრბოს მიერ დაცინული, შანსების არმქონე გუნდი, რომელიც ვერაფრით მიაღწევდა დასახულ მიზანს.

მას, ვინც ჰოჯსონის შემდეგ მოვიდა, უფრო გაუიოლდა საქმე, რადგან უკვე ყველასთვის ნათელი იყო, რომ "ლივერპულის" კონკურენტუნარიოანობა სადღაც გაქრა - მსგავსი რამ შეემთხვა მოიესსაც. ყველას კარგად ესმოდა, რომ "წითელი ეშმაკების" ბოლო ჩემპიონობა გედის სიმღერას ჰგავდა არა მხოლოდ ზოგიერთი მოთამაშისთვის - ფერგიუსონის მთელი გუნდისთვის. უნდა აშენდეს რაღაც ახალი და მოიესი მისთვის შეუსაბამოდ ჩათვალეს, მათ შორის სერ ალექსმაც, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა ახალი მენეჯერის მოძებნისთვის, რამეთუ მოიესი როგორც გამოჩნდა სულაც არ არის The Chosen, არამედ Wrong One.

მაგრამ არის კი არსებულ სიტუაციაში მხოლოდ მოიესი დამნაშავე, ან საერთოდ არის კი ის რამეში დამნაშავე? შესაძლოა ვიღაცას უნდა რცხვენოდეს კიდეც იმის გამო, რომ სწორედ მოიესი აგებს პასუხს "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომაროებაზე.

რთულია იმის უარყოფა, რომ დაცემის შემოქმედი თავად მოიესია, მაგრამ ის სულაც არ იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც დამნაშავეა იმაში, რომ ამდენი ხნის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" პირველად დარჩება ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე. ამ ყველაფერს ისიც ამძაფრებს, რომ ტკივილის გადატანა "ლივერპულის" სიხარულის ფონზე უნდა მოხდეს, რომელიც ალბათ წლის ბოლოს ჩემპიონობას იზეიმებს.

მოიესმა გულშემატკივართა ნდობა დაკარგა, მოთამაშეთა ნდობა დაკრგა (ჰქონდა კი?) და ბოლოს ხელმძღვანელობის ნდობა. მან აჩვენა, რომ არ აქვს უნარი არ ძალუძს მოედანზე ნაჩვენები შედეგებით ავტორიტეტის გაზრდა. ამ ყველაფერმა ხელმძღვანელობას აიძულა, რომ მოიესი გაეთავისუფლებინა, რასაც ბევრი დაგვიანებულად თვლის (ვიალი: "იტალიაში მოიესს სამჯერ გაუშვებდნენ") ან კიდევ პირიქით, ნაადრევად, მაგრამ ჩანს, რომ ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან კლუბი საშინელ მდგომარეობაშია. ბოლო-ბოლო კლუბს არჩევანი არ ჰქონდა, მაგრამ ყველა დანაშაული, რომელსაც მას მიაწერენ, სინამდვილეში არ ჩაუდენია მას.

დავიწყოთ იქიდან, რომ მოიესმა სრულად გამოცვალა ფერგის სამწვრთნელო შტაბი და მოიყვანა ისინი, ვინც გამოუცდელნი იყვნენ დიდ კლუბში მუშობაში. მაპატიეთ, მაგრამ მაიკ ფელანიც და რენე მალესტინიც ამბობდნენ, რომ მათ იმედი აქვთ ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ისინი ჩაიბარებენ გუნდს. როგორ გინდა ასეთ დროს მათი იმედი გქონდეს? მოიესი ასჯერ მართალი იყო, რომ თავისი სამწვრთნელო შტაბით მოვიდა და ისეთი ხალხით დაკომპლექტდა, როგორებიც ფილ ნევილი და რაიან გიგსი არიან - ისინი გასახდელში ავტორიტეტით სარგებლობენ. აქ სალაპარაკო არაფერია.

შეცდომების ფასის ფუნტებსა და პენსებში განხილვის შედეგად იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ნელი, მაგრამ დამაჯერებელი სვლა კატასტროფისკენ გასული წლის ზაფხულში არ დაწყებულა. აქაც ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ოდესღაც ყველაზე მდიდარი კლუბი გლეიზერების ოჯახმა ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეს, რომელშიც კლუბი ვალდებულია ვალებში სულს აფრთხობდეს (გლეიზერების ვალებია და არა "მანჩესტერ იუნაიტედის").

საინტერესო ფიგურაა ასევე ახალი აღმასრულებელი დირექტორი, ედ ვუდვორდი - ნიჭიერი ეკონომისტი, ყოფილი ინვესტიორი ბანკირი, მაგრამ როგორც მიმდინარე წელს აღმოჩნდა ან უნიჭო ან კერ კიდევ გამოუცდელი სატრანსფერო მოსაუბრე. გასახსნებელია, რომ ზაფხულში მოყვანილი მარუან ფელაინისა და ზამთარში გაჩარხული ხუან მატას ნაცვლად დევიდ მოიესი ტიაგო ალკანტარას, ლეიტონ ბეინსს, ანდერ ერერასა და ცესკ ფაბრეგასს ითხოვდა, რომელთაგან ვერც-ერთი ვერ მოხვდა "ოლდ ტრაფორდზე". სასაცილო ისტორია შეემთხვა კლუბს როცა იგი "ატლეტიკოს" ნახევარმცველის შესყიდვას ცდილობდა - ეს ყველაფერი რაღაც საზღვრებს არღვევს და თანაც უკავშირდება კლუბს, რომელიც ტრანსფერებს სწრაფად და ეფექტურად ახორციელებდა. ასე იყო დევიდ გილის დროს, რომელმაც კლუბი სერ ალექსამდე დატოვა.

რა თქმა უნდა არსებობს თავად სერ ალექს ფერგიუსონიც, რომლის შეცდომებიც მხოლოდ არასწორად არჩეული მემკვიდრით არ შემოიფარგლება. ბევრის რწმენა ფერგის მიმართ შეირყა მაშინ, როცა ის გლეიზერების ოჯახის ფინანსურ პოლიტიკას ჩუმად შეხვდა, მაშინ, როცა გულშემატკივრებმა "ყვითელ-მწვანე" ფერებით უარყვეს, გარდა ამისა იყო არასაკმარისი აქტიურობა სატრანსფერო ბაზარზე. ფერგიუსონი ფაქტიურად არ ფიქრობდა თუ რა იქნებოდა მისი წასვლის შემდეგ და უკანასკნელი წვეთი გამოწურა კლუბს. ეს კი არც მოიესს და არც სხვას არ შეუძლია. ლეგენდის თანახმად, მოურინიო, რომელსაც თითქოსდა სურდა ფერგიუსონის ადგილის დაკავება (რისიც ავტორს არ სჯერა) დიდი ოსტატია "ნიადაგის ამოშრობაში". უუპს, მაგრამ სერ ალექსმა თავის მემკვიდრეს დაუტოვა ვაშლის ნარჩენი, რომელმაც მასშიც კი შეძლო ახალი "ვაშლის" ნაყოფის პოვნა ბელგიური-თურქულ-კოსოვოური ფესვებით.

მოიესისთვის ბევრი რამ ახალი იყო "იუნაიტედში" - უნდა ეფრთხილა გამოთქმებისას, მუდმივად ჩაეხშო ზეწოლა, რომელიც ყველა მხრიდან მოდიოდა, ეფიქრა თავისი გადაწყვეტილების გავლენაზე, კლუბის აქციების მდგომარეობაზე და ათასი წვრილმანის გათვალისწინება. დიახ, მან თავი ვერ გაართვა, მაგრამ მიიღო კი მან საჭირო მხარდაჭერა მოთამაშეებისგან, აღმასრულებელი დირექტორისგან, ხელმძღვანელობისგან? დარწმუნებული არ ვარ.

გაუმკლავდება კი ამ ყველაფერს ახალი კაცი? მისთვის ეს ყველაფერი უფრო იოლი იქნება, რადგან "მცდარის" იარლიყი უკვე მიკრულია და ყველას ესმის, რომ ახალი გუნდის შეკრება რთული იქნება. ახალი კაცი ყველაფერს მიიღებს, რაც მოიესს არ ჰქონდა - დრო, ფული, გულშემატკივართა მიერ სიტუაციის სირთულის სწორი შეფასება, სეზონი ევროთასების გარეშე.

იქნება ეს კაცი თუ არა ინგლისურის არ მცოდნე და ინგლისელებისთვის არასაყვარელი დიეგო სიმეონე; გამოცდილი, თუმცა "უსახური" ვან გაალი, თუ ავტორიტეტული, მაგრამ ძალიან ახალგაზარდა რაიან გიგზი - ვნახავთ. იურგენ კლოპმა და პეპ გვარდიოლამ ამ მითიური ოცნებებისგან გაგვანთავისუფლეს, რამეთუ უარი თქვეს "იუნაიტედის" წუმპედან ამოყვანაზე. აი სერ ალექსი კი ისევ გვპირდება, რომ დაგვეხმარება ახალი მწვრთნელის მოძებნაში. მოიესი ძალიან მეცოდება, მაგრამ თუ იგი ძლიერი ადამიანია, უნდა გაუმკლავდეს და საკუთარი თავი კვლავ იპოვოს ინგლისურ ფეხბურთში. რატომღაც მგონია, რომ მისი მომდევნო სამუშაო ინგლისის საზღვრებს არ გასცდება და უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე შეუცვლელის შეცვლაა.

P.S. სტატიაში გამოყენებული სიტყვების ზოგიერთი ნაწილი პირადია და არა ზუსტი თარგმანი. ის მხოლოდ ავტორისეული სტატიის შინაარსს სხვა, ჩემი აზრით უფრო შესაფერისი სიტყვით გამოხატავს და არ არღვევს ცენზურას

fapl.ru
სიახლეები, სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 აპრილი 2014 22:17
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვფიქრობ ბევრი რამ (თუ ყველაფერი არა) აქ სიმართლეა და ღირს წაკითხვად. თუნდაც იმიტომ , რომ აღარ ვიძახოთ ჰაერზე ამიტომ იყო გასაშვები და იმიტომო. მე ვფიქრობ საკმაოდ დასაფიქრებელია ეს ყველაფერი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Juan Mata
23 აპრილი 2014 23:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 153
ბრავო ავტორ , კარგი სტატიაა. derpthumb
ახლა რაც შეეხება მოიესს. მე ვთვლი , რომ არ უნდა გაეშვათ და კიდევ ერთი წელი მაინც უნდა მიეცათ დრო. დევიდი ცოტა უფრო მკაცრი და მომთხოვნი რომ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა. ბოლომდე მჯეროდა მისი, მჯეროდა რომ წარმატებას აუცილებლად მიაღწევდა , მაგრამ არ დააცადეს. გლეიზერები კი ნამდვილად უნდა მოშორდნენ გუნდს , დიდი ხნის წინ უნდა წასულიყვნენ.
არ მინდა მანჩესტერი ჩელსის ან რეალს დაემსგავსოს და ყოველ წელს ახალ-ახალი მწვრთნელები მოყარონ.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
23 აპრილი 2014 23:36
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Juan Mata,
მაგაზე უფრო მეტად კი არ მინდა ფულით ვჭყეპდეთ გუნდს. ახალ ახალი მწვრთნელები არ იქნება, ეგ გამორიცხულია. მაგრამ ნუ დაელოდებით ნურავინ ახალ ეპოქას. ფერგის დრო არასოდეს განმეორდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: VaRdo
24 აპრილი 2014 05:29
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ძალიან მაგარი სტატიაა და სწორედ ამ ფაჰტორების გამო ვუცხადებდი ნდობას ამ კაცს : ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: red devil
24 აპრილი 2014 07:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ძალიან მაგარი სტატიააა საღოლ ავტორ. რაც შეეხება მოიესს ის ცდილობდა იმ წუმპიდან ამოეყვანა მანჩესტერი რომელშიც მინიმუმ 2-3 წელი მოუწევს ყოფნა ვინც არ უნდა მოვიდეს იმისდა მიუხედავად მაგრამ ვინ დააცადა. მოიესი რამდენ თამაშს დაესწრო რო თავისი თვალით ენახა ფეხბურთელები და ახალი გუნდი ჩამოეყალიბებინა მაგრამ არ დააცადეს. ფანების უმეტესობა აგინებდა და არ ენდობოდა მაგრამ მე ყოველთვის მჯეროდა მაგ ადამიანის და ახლაც მჯერა, რო დაეცლიათ მოიესი 2 წელიწადში ძაან მაგარ სასტავს დააყენებდა
0
№6
ავტორი: Berba 9
24 აპრილი 2014 10:43
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ძალიან დიდი უაზრობაა მთელი ეს სტატია. ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ მოიესს თუ რამე არ მოსწონდა ხელმძღვანელობას ურთიერთობას ვგულისხმობ მისულიყო ნებისმიერთან, მანდაც გამოჩნდა, რომ სუსტი ტიპია. მეორე, ფერგის ასისტენტების გაშვება და ახალი ასისტენტების მოყვანა იმით თუ იყო განპირობებული, რომ გუნდში ავტორიტეტი დაამყარეს ყოვლად დიდი უაზრობაა და ფანტასტიკის ზღვარს სცდება. აბა სერ ალექსის დროს ავტორიტეტი ვერ ჰქონდათ დამყარებული და ეხლა დაამყარეს ?:))) ამისი ავტორი რუსი კარგად არ ფიქრობდა აშკარად, თორემ დაწერდა აქაც, რომ ვან პერსი მოიესს იმიტომ უტრაკებდაო, რომ ვან გაალი მოეყვანათო:)) შეიძლება ესეც დაეწერა რას გაიგებ. ლივერპულის იმ სიტუაციის შედარება ხო საერთოდ უაზრობა იყო, მაგაზე კომენტარსაც ვერ გავაკეთებ.

ფეხბურთელების ყიდვას რაც შეეხება, ტიაგოზე ოფიციალური შეთავაზება არ გაგზავნა, იოზილი ვაფშე გაატარა, ფაბრეგასმა არ მინდა წასვლაო და მაინც 100ჯერ შეთავაზა, ბეინსსაც სახლში უნდოდა და შერჩა არაპროფესიონალი ფელაინი:)))

ჯერ მარტო დასაკვირვებლად ჰქონდა იმდენი დრო, რომ რავიცი. აზიაში თამაშებს ვერ იგებდნენ და იქ უნდა მიმხვდარიყო, რომ ფეხბურთელები ჭირდებოდა. იმათ ვერ უგებდა, აქაც ვერ იგებდა, სადღა იგებდა ვერ ვხვდები :))) რატომ უნდა გაამართლო მოიესი არ ვიცი...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№7
ავტორი: Count Alucard
24 აპრილი 2014 14:34
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
კარგი სტატიაა, კარგად გიმუშავია ავტორ. მაგრამ ვერანაირად ვერ დავეთანხმები ამ სტატიის დამწერს, მარტინესი, პელეგრინი, გვარდიოლა, გარსია, ანჩელოტი, ეს მწვრთნელებიც პირველ სეზონს ატარებენ თავიანთ კლუბებში და რაც არ უნდა გამოწურული თუ გადამწვარი იყო კლუბი ეს მანჩეტსერ იუნიატედია და ეგეთი ტერმინი რომ კლუბს მეტი არ შეუძლია არ არსებობს, გადახედეთ იმ გუნდების სტატისტიკას რომელთა მწვრთნელებიც ჩამოვთვალე, გვარდიოლამ გერმანულიც კი არ იცოდა წესიერად ზაფხულში რომ მივიდა ბაიერნში მაგრამ გახდა ჩემპიონი მოიგებს გერმანიის თასს და შანსი აქვს რომ ჩემპიონთა ლიგის ფილანში გაიყვანოს გუნდი. სიმიონე იგებს ესპანეთს და მე მჯერა რომ მოიგებს კიდეც და ლიგაზეც სერიოზული შანსი აქვს. გარსია იტალიაში მეორე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის მთელი წელია, ანჩელოტიმ მოიგო კოპა დელ რეი და დანარჩენი ორი ტიტულისთვისაც იბრძვის, ესენი ყველანი პირველ სეზონს ატარებენ კლუბებში და ახლა შემედავოს ვინმე რომ მწვრთნელი არ განსაზღვრავს გუნდის წარმატების 60-70%-ს. მთავარი მწვრთნელის კომპეტენციაში შედის რომ მოტივაცია აუმაღლოს ფეხბურთელებს ტაქტიკა დაალაგოს ინდივიდუალურად მიუდგეს თითოეულს რომ მაქსიმუმუ დადონ მოედანზე და ცხვრებივით არ ირბინონ, შეიძლება რომ პირველივე სეზონში ჩემპიონი ვერ გახდე მაგრამ ჩემპიონი გუნდი არ უნდა ვარდებოდეს პირველივე მატჩში ორივე თასიდან და ევროპის ლიგაზე გასვლა არ უნდა ჰქონდეს სანატრელი.
0
№8
ავტორი: Juan Mata
24 აპრილი 2014 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 153
nika_123,
ragac pontshi getankhmebi , magram imat smalling , evans , buttner , young , cleverley ar hyavt zato :| ramkhela upiratesobaa eg gundistvis :v troll
0
№9
ავტორი: Manchester United 14
24 აპრილი 2014 20:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მოიეს მოიეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№10
ავტორი: Best 7
24 აპრილი 2014 21:25
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
რაზე უნდა მიგვეცა დრო ვერ გავიგე! ეგერ კი არიან სხვები მაგრამ ნორმალურად მიყავთ გუნდი,
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top