თბილისი:
მანჩესტერი:
23-04-2014, 22:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2659,
კომენტარები: 14
მხოლოდ ის, თუ სხვებიც?
საინტერესო სტატია რუსულ პორტალზე.
მხოლოდ ის, თუ სხვებიც?
დევიდ მოიესმა ვიღაცისთვის მოსალოდნელად, ვიღაცისთვის მოულოდნელად, მაგრამ მაინც "ჩაისვარა" "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მან კლუბში ერთი წელიც ვერ გაძლო კონტრაქტით გათვალისწინებული 6 - დან. მაგრამ არის თუ არა მხოლოდ ერთი მოიესი დამნაშავე ყოველივეში? ხომ არ იქცა იგი სამსხვერპლოდ განწირულ კრავად, რომელიც უბრალოდ მზად არ იყო ასეთი სამუშაოსთვის.

დიახ, შესაძლოა დევიდ მოიესი სულაც არ იყო ის ადამიანი, ვისაც სერ ალექსის შემდეგ უნდა ჩაებარებინა "მანჩესტერ იუნაიტედი". დიახ, შესაძლოა სწორედ ზედგამოჭრილი იყო "ევერტონთან" განცდილი მარცხის შემდეგ მისი დათხოვნა, რადგან მან "ბაიერნთან" ღირსეული მარცხი ვერ დააგვირგვინა პრემიერ-ლიგაში ნაჩვენები კარგი მატჩით.

"მანჩესტერ იუნაიტედი" იშვიათად ათავისუფლებს მენეჯრებს, მაგრამ ეს პროცედურა არასდროს მომხდარა იმათი წყენინების გარეშე, ვინც "მანჩესტერის" მომავლის წარმატებებს ეწირებოდა. ფრენკ ო'ფარელი, რომელსაც კიდევ არაერთხელ გაიხსენებენ, მოიესის მანჩესტერული პერიოდისას ამბობდა, რომ ერთხელ იგი სერ ბობი ჩარლტონის საპატივცემულოდ გამართულ ვახშამზე მიიწვიეს, სადაც აღმოაჩინა, რომ მთავარ მაგიდასთან არ იჯდა. მომდევნო დღეს ო'ფარელი გამოიძახეს და "იუნაიტედიან" დაითხოვეს. თავად ო'ფარელი კი იხსენებდა, თუ როგორ ერიდებოდა სერ მეტ ბასბი მისთვის თვალის გასწორებას. "ვერასდროს ვაპატიებ მათ - ისინი ისე იქცეოდნენ, როგორც თაღლითები"

უილ მაკჰინესმა დაასრულა იმით, რომ ნუგეში "ხერესის" ბოთლში ჰპოვა, როცა მისი ჯერი მოვიდა. "ეს თითქოს მსოფლიოს აღსასრულს ჰგავდა" - მრავალი წლის შემდეგ გაიხსენა მწვრთნელმა, რომელიც მისმა დამხმარემ, ჯეკ კრომპტონმა იმავე დარბაზში იპოვა სველი კოსტიუმითა და ნახევრად გონზე მყოფი.

საეჭვოა, რომ დევიდ მოიესმაც მაკჰინესის ბედი გაიზიაროს, თუმცა შესაძლოა დალევა მოუდნეს, მაგრამ აი სერ ალექსს მოუწევს სიტყვების გამოძებნა რათა მისი რჩეული ანუგეშოს, რომელიც თავს სულაც არ იგრძნობს კარგად განთავისუფლების შემდეგ. მოიესს ხომ ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ მას კიდევ ერთ წელს აცდიდნენ და საშუალებას მისცემდნენ თავისი გუნდი ჩამოეყალიბებინა და არ ეთამაშა იმით, რაც ფერგისგან დარჩა.

მხოლოდ ის, თუ სხვებიც?

მოიესის შენაძენები


ამ სტატიის ავტორი თვლის, რომ მიუხედავად ყოველივე მომხდარისა, დევიდ მოიესი მაინც რჩება კარგ მწვრთნელად და მას ძალუძს მაღალი დონის კლუბის მართვა, თუნდაც "მანჩესტერ იუნაიტედის". უკვე არაერთხელ აღნიშნა ავტორმა, რომ მოიესი ხანგრძლივი პერიოდის მწვრთნელია და მას დრო სჭირდება რათა მიზნები განახორციელოს და სიტუაციაში წყნარად გაერკვეს. ასე იყო "პრესტონში", ასე იყო "ევერტონში" სადაც თავიდან ყველაფერი იდეალურად არ იწყებოდა, მაგრამ ასე ვერ იქნებოდა "იუნაიტედში" გარკვეული მიზეზების გამო. თუნდაც მფლობელის სიტყვები და კლუბის ტრადიციები სხვას ამბობენ.

ალბათ ყველაზე უკეთ მოიესის ინგლისის ნაკრების ამჟამინდელ მწვრთნელს, როი ჰოჯსონს ესმის, რომელიც "ლივერპულში" გატარებული სამუშაოთი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. თუ კი ყველაფერს საკუთარ სახელს დავარქმევთ, მაშინ გამოგვივა, რომ მას ბანალური მახე დაუგეს - მაშინ როიმ "განტევების ვაცის" როლი შეასრულა, ჩაიბარა რა უსარგებლო და ბრბოს მიერ დაცინული, შანსების არმქონე გუნდი, რომელიც ვერაფრით მიაღწევდა დასახულ მიზანს.

მას, ვინც ჰოჯსონის შემდეგ მოვიდა, უფრო გაუიოლდა საქმე, რადგან უკვე ყველასთვის ნათელი იყო, რომ "ლივერპულის" კონკურენტუნარიოანობა სადღაც გაქრა - მსგავსი რამ შეემთხვა მოიესსაც. ყველას კარგად ესმოდა, რომ "წითელი ეშმაკების" ბოლო ჩემპიონობა გედის სიმღერას ჰგავდა არა მხოლოდ ზოგიერთი მოთამაშისთვის - ფერგიუსონის მთელი გუნდისთვის. უნდა აშენდეს რაღაც ახალი და მოიესი მისთვის შეუსაბამოდ ჩათვალეს, მათ შორის სერ ალექსმაც, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა ახალი მენეჯერის მოძებნისთვის, რამეთუ მოიესი როგორც გამოჩნდა სულაც არ არის The Chosen, არამედ Wrong One.

მაგრამ არის კი არსებულ სიტუაციაში მხოლოდ მოიესი დამნაშავე, ან საერთოდ არის კი ის რამეში დამნაშავე? შესაძლოა ვიღაცას უნდა რცხვენოდეს კიდეც იმის გამო, რომ სწორედ მოიესი აგებს პასუხს "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომაროებაზე.

რთულია იმის უარყოფა, რომ დაცემის შემოქმედი თავად მოიესია, მაგრამ ის სულაც არ იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც დამნაშავეა იმაში, რომ ამდენი ხნის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" პირველად დარჩება ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე. ამ ყველაფერს ისიც ამძაფრებს, რომ ტკივილის გადატანა "ლივერპულის" სიხარულის ფონზე უნდა მოხდეს, რომელიც ალბათ წლის ბოლოს ჩემპიონობას იზეიმებს.

მოიესმა გულშემატკივართა ნდობა დაკარგა, მოთამაშეთა ნდობა დაკრგა (ჰქონდა კი?) და ბოლოს ხელმძღვანელობის ნდობა. მან აჩვენა, რომ არ აქვს უნარი არ ძალუძს მოედანზე ნაჩვენები შედეგებით ავტორიტეტის გაზრდა. ამ ყველაფერმა ხელმძღვანელობას აიძულა, რომ მოიესი გაეთავისუფლებინა, რასაც ბევრი დაგვიანებულად თვლის (ვიალი: "იტალიაში მოიესს სამჯერ გაუშვებდნენ") ან კიდევ პირიქით, ნაადრევად, მაგრამ ჩანს, რომ ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან კლუბი საშინელ მდგომარეობაშია. ბოლო-ბოლო კლუბს არჩევანი არ ჰქონდა, მაგრამ ყველა დანაშაული, რომელსაც მას მიაწერენ, სინამდვილეში არ ჩაუდენია მას.

დავიწყოთ იქიდან, რომ მოიესმა სრულად გამოცვალა ფერგის სამწვრთნელო შტაბი და მოიყვანა ისინი, ვინც გამოუცდელნი იყვნენ დიდ კლუბში მუშობაში. მაპატიეთ, მაგრამ მაიკ ფელანიც და რენე მალესტინიც ამბობდნენ, რომ მათ იმედი აქვთ ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ისინი ჩაიბარებენ გუნდს. როგორ გინდა ასეთ დროს მათი იმედი გქონდეს? მოიესი ასჯერ მართალი იყო, რომ თავისი სამწვრთნელო შტაბით მოვიდა და ისეთი ხალხით დაკომპლექტდა, როგორებიც ფილ ნევილი და რაიან გიგსი არიან - ისინი გასახდელში ავტორიტეტით სარგებლობენ. აქ სალაპარაკო არაფერია.

შეცდომების ფასის ფუნტებსა და პენსებში განხილვის შედეგად იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ნელი, მაგრამ დამაჯერებელი სვლა კატასტროფისკენ გასული წლის ზაფხულში არ დაწყებულა. აქაც ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ოდესღაც ყველაზე მდიდარი კლუბი გლეიზერების ოჯახმა ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეს, რომელშიც კლუბი ვალდებულია ვალებში სულს აფრთხობდეს (გლეიზერების ვალებია და არა "მანჩესტერ იუნაიტედის").

საინტერესო ფიგურაა ასევე ახალი აღმასრულებელი დირექტორი, ედ ვუდვორდი - ნიჭიერი ეკონომისტი, ყოფილი ინვესტიორი ბანკირი, მაგრამ როგორც მიმდინარე წელს აღმოჩნდა ან უნიჭო ან კერ კიდევ გამოუცდელი სატრანსფერო მოსაუბრე. გასახსნებელია, რომ ზაფხულში მოყვანილი მარუან ფელაინისა და ზამთარში გაჩარხული ხუან მატას ნაცვლად დევიდ მოიესი ტიაგო ალკანტარას, ლეიტონ ბეინსს, ანდერ ერერასა და ცესკ ფაბრეგასს ითხოვდა, რომელთაგან ვერც-ერთი ვერ მოხვდა "ოლდ ტრაფორდზე". სასაცილო ისტორია შეემთხვა კლუბს როცა იგი "ატლეტიკოს" ნახევარმცველის შესყიდვას ცდილობდა - ეს ყველაფერი რაღაც საზღვრებს არღვევს და თანაც უკავშირდება კლუბს, რომელიც ტრანსფერებს სწრაფად და ეფექტურად ახორციელებდა. ასე იყო დევიდ გილის დროს, რომელმაც კლუბი სერ ალექსამდე დატოვა.

რა თქმა უნდა არსებობს თავად სერ ალექს ფერგიუსონიც, რომლის შეცდომებიც მხოლოდ არასწორად არჩეული მემკვიდრით არ შემოიფარგლება. ბევრის რწმენა ფერგის მიმართ შეირყა მაშინ, როცა ის გლეიზერების ოჯახის ფინანსურ პოლიტიკას ჩუმად შეხვდა, მაშინ, როცა გულშემატკივრებმა "ყვითელ-მწვანე" ფერებით უარყვეს, გარდა ამისა იყო არასაკმარისი აქტიურობა სატრანსფერო ბაზარზე. ფერგიუსონი ფაქტიურად არ ფიქრობდა თუ რა იქნებოდა მისი წასვლის შემდეგ და უკანასკნელი წვეთი გამოწურა კლუბს. ეს კი არც მოიესს და არც სხვას არ შეუძლია. ლეგენდის თანახმად, მოურინიო, რომელსაც თითქოსდა სურდა ფერგიუსონის ადგილის დაკავება (რისიც ავტორს არ სჯერა) დიდი ოსტატია "ნიადაგის ამოშრობაში". უუპს, მაგრამ სერ ალექსმა თავის მემკვიდრეს დაუტოვა ვაშლის ნარჩენი, რომელმაც მასშიც კი შეძლო ახალი "ვაშლის" ნაყოფის პოვნა ბელგიური-თურქულ-კოსოვოური ფესვებით.

მოიესისთვის ბევრი რამ ახალი იყო "იუნაიტედში" - უნდა ეფრთხილა გამოთქმებისას, მუდმივად ჩაეხშო ზეწოლა, რომელიც ყველა მხრიდან მოდიოდა, ეფიქრა თავისი გადაწყვეტილების გავლენაზე, კლუბის აქციების მდგომარეობაზე და ათასი წვრილმანის გათვალისწინება. დიახ, მან თავი ვერ გაართვა, მაგრამ მიიღო კი მან საჭირო მხარდაჭერა მოთამაშეებისგან, აღმასრულებელი დირექტორისგან, ხელმძღვანელობისგან? დარწმუნებული არ ვარ.

გაუმკლავდება კი ამ ყველაფერს ახალი კაცი? მისთვის ეს ყველაფერი უფრო იოლი იქნება, რადგან "მცდარის" იარლიყი უკვე მიკრულია და ყველას ესმის, რომ ახალი გუნდის შეკრება რთული იქნება. ახალი კაცი ყველაფერს მიიღებს, რაც მოიესს არ ჰქონდა - დრო, ფული, გულშემატკივართა მიერ სიტუაციის სირთულის სწორი შეფასება, სეზონი ევროთასების გარეშე.

იქნება ეს კაცი თუ არა ინგლისურის არ მცოდნე და ინგლისელებისთვის არასაყვარელი დიეგო სიმეონე; გამოცდილი, თუმცა "უსახური" ვან გაალი, თუ ავტორიტეტული, მაგრამ ძალიან ახალგაზარდა რაიან გიგზი - ვნახავთ. იურგენ კლოპმა და პეპ გვარდიოლამ ამ მითიური ოცნებებისგან გაგვანთავისუფლეს, რამეთუ უარი თქვეს "იუნაიტედის" წუმპედან ამოყვანაზე. აი სერ ალექსი კი ისევ გვპირდება, რომ დაგვეხმარება ახალი მწვრთნელის მოძებნაში. მოიესი ძალიან მეცოდება, მაგრამ თუ იგი ძლიერი ადამიანია, უნდა გაუმკლავდეს და საკუთარი თავი კვლავ იპოვოს ინგლისურ ფეხბურთში. რატომღაც მგონია, რომ მისი მომდევნო სამუშაო ინგლისის საზღვრებს არ გასცდება და უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე შეუცვლელის შეცვლაა.

P.S. სტატიაში გამოყენებული სიტყვების ზოგიერთი ნაწილი პირადია და არა ზუსტი თარგმანი. ის მხოლოდ ავტორისეული სტატიის შინაარსს სხვა, ჩემი აზრით უფრო შესაფერისი სიტყვით გამოხატავს და არ არღვევს ცენზურას

fapl.ru
სიახლეები, სტატიები
14 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
24 აპრილი 2014 22:28
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ მოიესს თუ რამე არ მოსწონდა ხელმძღვანელობას ურთიერთობას ვგულისხმობ მისულიყო ნებისმიერთან


კაცურად მითხარი სად წაიკითხე რომ არ მოსწონდაო? ეს ავტორი ამბობს, რომ მხარს არ უჭერდნენ სათანადოდ თავად ხელმძღვანელებიო...მერეც, მოიესმა მადლობა გადაუხადა ფერგიუსონს და ხელმძღვანელებს და არა ფეხბურთEლებს. აი ვისთან ურთიერთობა არ მოსწონდა...

ახალი ასისტენტების მოყვანა იმით თუ იყო განპირობებული, რომ გუნდში ავტორიტეტი დაამყარეს ყოვლად დიდი უაზრობაა და ფანტასტიკის ზღვარს სცდება


ან აქ სად წერია, რომ ავტორიტეტის დამყარება სურდათო? მითხარი შენ ენდობი კაცს, რომელიც შენ სკამზე ფიქრობს? ის ვისაც შენი ადგილის დაკავება სურს შენი აზრით შენთან ერთად უნდა იყოს?

ამისი ავტორი რუსი კარგად არ ფიქრობდა აშკარად, თორემ დაწერდა აქაც, რომ ვან პერსი მოიესს იმიტომ უტრაკებდაო, რომ ვან გაალი მოეყვანათო:)) შეიძლება ესეც დაეწერა რას გაიგებ.


ამ სიტყვებს ქვეშ ხომ არ გულისხმობ რომ მე არ გადავთარგმნე, მაგრამ იქ ეწერა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: Berba 9
25 აპრილი 2014 01:08
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
RojoDiablo,

მოიესი ასჯერ მართალი იყო, რომ თავისი სამწვრთნელო შტაბით მოვიდა და ისეთი ხალხით დაკომპლექტდა, როგორებიც ფილ ნევილი და რაიან გიგსი არიან - ისინი გასახდელში ავტორიტეტით სარგებლობენ.

შუიდან დავიწყებ, აგერ წერია რომ რაინ გიგზი და ფილ ნევილი იმიტომ მოიყვანესო, რომ ისინი გასახდელში ავტორიტეტით სარგებლობენო. მალესტინი და ფელანი არ სარგებლობდნენ გასახდელში ავტორიტეტით ? მეორეც ფილ ნევილი იუნაიტედის ამ თაობაში 50 %-საც არ ეხსომება და თუ "დაუჯერებლობაზეა" არც მაგას დაუჯერებდნენ. ფელანი და მალესტინი მზად იყვნენ გვერდში დადგომოდნენ მოიესს და როდესაც გაუშვეს ფერგიმაც გააკრიტიკა, რატო გაუშვაო. მაგრამ მიუშვეს რა, მანდაც ნდობა გამოუცხადეს, დაჟე ფერგის ასისტენტებმაც თქვეს მზად ვიყავით გვერდში დავდგომოდითო. რა თქმა უნდა ასისტენტი ვერ იქნები სულ და ყოველთვის გინდა მწვრთვნელობა, მაგრამ როდესაც არ და ვერ ხარ მთავარი მწვრთვნელი მზად ხარ დარჩე ასისტენტად და ესე მზად იყვნენ.

ვან პერსის ამბავს რაც შეეხება უბრალოდ მოვიგონე, რუსულის გარტყმაში არ ვარ, წყაროზეც არ გადავსულვარ დამიჯერე და რაც მე მოვიგონე თურმე მართლა წერებულა იქ :))) რაც აი ამაზე დიდი სისულელე არავის არ ექნებოდა დაწერილი.

თუ არ უჭერდა მხარს ხელმძღვანელობა ესეიგი არ მოსწონდათ, აბა სხვა რა მიზეზი უნდა იყოს. ესეიგი ლოგიკურად ჩემი აზრი მაგ საკითხათ დაკავშირებით ლოგიკურია:))))

ფეხბურთელებს რაც შეეხება, ეს ავტორი თვითონვე უარყოფს და ადასტურებს ერთი და იგივეს, თუ ნევილი და გიგზი ავტორიტეტის დასამყარებლად, უფრო სწორად გასამყარებლად მოიყვანა, მაშინ რატომ არ უჭერდნენ მხარს თავისი ფეხბურთელები ?

მთლიანად სტატია ლოგიკურ დასკვნამდე მიდის, რომ ამისი ავტორი გადამკვდარი მოიესის გულშემატკივარია, საერთოდ ვერ ხვდება, რომ მოიესი კაპიკად არ ვარგა, ჯერ მარტო ოკასაკებს ვერ უგებდა, იაპონიაში 1 თამაში გაუვარდა და ბოლო წამს იყიდა ფელაინი, ვიმეორებ ფელაინი ! მერე რა თამაშები ჩაატარა, მწვრთვნელი იმისია, რომ დაამყაროს ავტორიტეტი და არავის არაფერი ათმქმევინოს ზედმეტად, აბა მარტო ტაქტიკის დაყენება და 11 კაცის დაყენება არ არის გუნდის მწვრთვნელობა, დაჟე მაგაშიც არ ვარგა და ტყუილად ვამართლებთ ეხლა მოიესს, მე რას ვამართლებ, თქვენ ამართლებთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№13
ავტორი: RojoDiablo
25 აპრილი 2014 08:07
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მოიესს არავინ არ ამართლებს. ამ სტატიაში ავტორი მხოლოდ იმას წერს, რომ მარტო მისი დანაშაული არაა რომ კლუბი ასეთ დღეში ჩავარდაო....მეორეც ვერაფრით გამიგია როგორ შეიძლება გუნდში გყავდეს ისეთი დახმარე ვინც ხელს იშვერს შენი სკამისკენ და სურს მისი დაკავება. ასისტენტი, რომელსაც ამბიცია აქვს მწვრთნელი გახდეს თავს არ გამოიდებს და არ შეაკვდება იმ რჩევა-დარიგებების მიცემას. თუნდაც სხვა კლუბში ისურვებდა მწვრთნელობას. მერეც რა მნიშვნელობა აქვს რა თქვა ფერგიმ...აღარ უნდა გამოვიდეთ მისი ჩრდილიდან? მოიესს რა ის უნდა ეკეთებინა რასაც ბაბუ ეტყოდა? პირიქით, კაცი რომ მოხვალ იმის უნარი უნდა გქონდეს მნიშვნელოვანი რამეები თAვად გადაწყვიტო.

ვან პერსიზე მსგავსი არაფერი წერია იქ. ნახსენებიც არაა რომ ვან გაალი სურდა პერსისო და ასეო და ისეო.

ფეხბურთელებს უბრალოდ ეჭვი ეპარებოდათ მის პროფესიონალიზმში...მე შეცდომად არ ვთვლი რომ დახმარეები შეცვალა. ჩემი აზრით შეცდომა მათი შემცვლელების შერჩევაა. ნევილი და მისი ბანდა არ იყო სათანადო...გიგზს არ ვგულისხმობ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№14
ავტორი: darcmela
25 აპრილი 2014 10:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
რაცარუნდა იყოსს ძალიან სუსტ გუნდებს მოვაგებინეთ ოლდ ტრაფორდზე და მანდ გამოჩნდა სისუსტე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top