მოიესი სამშაბათს დაითხოვეს. დევიდმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა გუნდის ბრწყინვალე გულშემატკივრისთვის და განაცხადა, რომ "იუნაიტედში" მუშაობა მისთვის დიდი პატივია.
""მანჩესტერ იუნაიტედის", მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო გუნდის მწრთვნელობა იყო და ყოველთვის დარჩება ჩემს ცხოვრებაში ისეთ ეტაპად, რომლითაც საოცრად ვამაყობ. გუნდის წმენდის პერიოდში, ეს წარდგენები და შედეგები ნამდვილად არ იყო ის რასაც "მანჩესტერ იუნაიტედის" საოცარი ფანები შეჩვეულნი იყვნენ და იმსახურებდნენ. სწორედ ამიტომაც მე მესმის და ვიზიარებ მათ განცდებს."
""მანჩესტერის" მწრთვნელობა დიდი პასუხისმგებლობა და ეს ძალიან რთულია. თუმცა მინდა თამამად განვაცხადო, რომ მე ამ რთული სამუშაოსთვის თავი არასდროს არ ამირიდებია. ყოველთვის ბოლომდე ვმუშაობდი ისევე როგორც ჩემი სამწრთველო შტაბი. მინდა, რომ მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათი მუშაობისა და ერთგულებისთვის, რაც ამ სეზონში გამოიჩინეს."
"ჩვენ მთლიანად კონცენტრირებული ვიყავით გუნდის ფუნდამენტურ აშენებაზე და განახლებაზე. ეს ყველაფერი უნდა ასახულიყო "პრემიერ ლიგისა" და "ჩემპიონთა ლიგის" შედეგებზე."
"მიუხედავად ამ კლუბში გატარებული მოკლე პერიოდისა, მე მაინც მივხვდი როგორი მნიშვნელოვანი ადგილია "ოლდ ტრაფორდი" და "კარინგტონი". ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შტაბს, რომელმაც ძალიან კარგად მიმიღო და დამეხმარნენ, რომ "იუნაიტედი" ჩემთვის ოჯახი გამხდარიყო პირველივე დღიდან და რათქმაუნდა მადლობის გარეშე ვერ დავტოვებ ფანებს, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში გვერდში მედგნენ და მამხნევებდნენ. უღრმესი მადლობა მათ. ფანებს და კლუბს მხოლოდ და მხოლოდ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ მომავალში."
"მე ყოველთვის იმის მწამდა, რომ მენეჯერი არასდროს წყვეტს ზრდას და მისი კარიერის ყოველ ნაბიჯზე რაღაც ახალს სწავლობს და დარწმუნებული ვარ, რომ "იუნაიტედში" გატარებულმა ათმა თვემ საოცარი გამოცდილება მომცა."
"და მე მაინც ამაყი ვარ, რადგანაც გუნდის მეოთხედფინალში გაყვანა შევძელი და სერ ალექს ფერგიუსონისადმი მადლობელი ვრჩები, რადგანაც გამომიცხადა ნდობა, სწამდა და სჯეროდა ჩემი და მომცა უფლება იმისა, რომ ვყოფილიყავი "მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერი, თუნდაც სულ ცოტა ხნით."