თბილისი:
მანჩესტერი:
23-04-2014, 19:01
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2480,
კომენტარები: 16
მოიესი: "იუნაიტედი" პირველივე დღიდან ოჯახად იქცა ჩემთვის"
მოიესის ინტერვიუ "იუნაიტედის" დატოვების შემდეგ.
მოიესი:
მოიესი სამშაბათს დაითხოვეს. დევიდმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა გუნდის ბრწყინვალე გულშემატკივრისთვის და განაცხადა, რომ "იუნაიტედში" მუშაობა მისთვის დიდი პატივია.

""მანჩესტერ იუნაიტედის", მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო გუნდის მწრთვნელობა იყო და ყოველთვის დარჩება ჩემს ცხოვრებაში ისეთ ეტაპად, რომლითაც საოცრად ვამაყობ. გუნდის წმენდის პერიოდში, ეს წარდგენები და შედეგები ნამდვილად არ იყო ის რასაც "მანჩესტერ იუნაიტედის" საოცარი ფანები შეჩვეულნი იყვნენ და იმსახურებდნენ. სწორედ ამიტომაც მე მესმის და ვიზიარებ მათ განცდებს."

""მანჩესტერის" მწრთვნელობა დიდი პასუხისმგებლობა და ეს ძალიან რთულია. თუმცა მინდა თამამად განვაცხადო, რომ მე ამ რთული სამუშაოსთვის თავი არასდროს არ ამირიდებია. ყოველთვის ბოლომდე ვმუშაობდი ისევე როგორც ჩემი სამწრთველო შტაბი. მინდა, რომ მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათი მუშაობისა და ერთგულებისთვის, რაც ამ სეზონში გამოიჩინეს."

"ჩვენ მთლიანად კონცენტრირებული ვიყავით გუნდის ფუნდამენტურ აშენებაზე და განახლებაზე. ეს ყველაფერი უნდა ასახულიყო "პრემიერ ლიგისა" და "ჩემპიონთა ლიგის" შედეგებზე."

"მიუხედავად ამ კლუბში გატარებული მოკლე პერიოდისა, მე მაინც მივხვდი როგორი მნიშვნელოვანი ადგილია "ოლდ ტრაფორდი" და "კარინგტონი". ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შტაბს, რომელმაც ძალიან კარგად მიმიღო და დამეხმარნენ, რომ "იუნაიტედი" ჩემთვის ოჯახი გამხდარიყო პირველივე დღიდან და რათქმაუნდა მადლობის გარეშე ვერ დავტოვებ ფანებს, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში გვერდში მედგნენ და მამხნევებდნენ. უღრმესი მადლობა მათ. ფანებს და კლუბს მხოლოდ და მხოლოდ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ მომავალში."

"მე ყოველთვის იმის მწამდა, რომ მენეჯერი არასდროს წყვეტს ზრდას და მისი კარიერის ყოველ ნაბიჯზე რაღაც ახალს სწავლობს და დარწმუნებული ვარ, რომ "იუნაიტედში" გატარებულმა ათმა თვემ საოცარი გამოცდილება მომცა."

"და მე მაინც ამაყი ვარ, რადგანაც გუნდის მეოთხედფინალში გაყვანა შევძელი და სერ ალექს ფერგიუსონისადმი მადლობელი ვრჩები, რადგანაც გამომიცხადა ნდობა, სწამდა და სჯეროდა ჩემი და მომცა უფლება იმისა, რომ ვყოფილიყავი "მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერი, თუნდაც სულ ცოტა ხნით."


SkySPORTS
სიახლეები
16 კომენტარი
№11
ავტორი: davita
23 აპრილი 2014 22:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
წარმატებები მართლა შემეცოდა... თვითონაც გაუტყდა რო ვერ გაამართლა იმედები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№12
ავტორი: Manchester_M
23 აპრილი 2014 22:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ისე თუ დავფიქრდებით ამ სიტვაციაში ყველაზე ცოდვა ესაა 9 წლის ნაშენები გუნდი დაატოვებინეს და ახლა ისევე 0 იდან მოუწევს დაწყება :X თავიდანვე უნდა გეფიქრა :X
0
№13
ავტორი: kOsTiA
24 აპრილი 2014 00:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
ამდენი ხანი ვაკრიტიკებდი და ახლა შემეცოდა !
0
№14
ავტორი: zatara
24 აპრილი 2014 04:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
Manchester_M,

ბაზარი არაა ევერტონში ბევრი იფაფხურა მაგრამ ეგ ნაშენებს არ ნიშნავს... ეხლა ბევრად ძლიერი ვიდრე აქამდე იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№15
ავტორი: red devil
24 აპრილი 2014 08:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
წარმატებები დევიდ იმედია წახვალ ისეთ კლუბში რომლის ფანებიც დაგაფასებენ
0
№16
ავტორი: ლადო
24 აპრილი 2014 20:01
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ადამიანურად მეცოდება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top