თბილისი:
მანჩესტერი:
22-04-2014, 18:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3492,
კომენტარები: 17
ვინ იქნება შემდეგი?
10 კაციანი კანდიდატურა
ვინ იქნება შემდეგი?
დღეს დილით მოხდა, ის რასაც მთელი საფეხბურთო სამყარო ელოდება: დევიდ მოიესმა პოსტი დატოვა.

ჟურნალისტებსაც სხვა საქმე არ აქვთ და "იუნაიტედის" სახელს უამრავ ადამიანს უკავშირებენ. ქვემოთ შემოგთავაზებთ მათ შორის ყველაზე გამორჩეულებს.

1. ლუი ვან გაალი (Sky Bet)

ვინ იქნება შემდეგი?


62 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, მაგრამ მან არაერთხელ გამოთქვა სურვილი, რომ ინგლისში ემუშავა. მის სახელს უკავშირებდნენ "ტოტენჰემს", მაგრამ "იუნაიტედიც" შესაძლო ვარიანტებს შორისაა.

ვან გაალის ტიტულების სია: 7 თასი ოთხ ქვეყანაში, ჩემპიონთა ლიგის თასი და უეფას თასი.

ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ ვან პერსი უფრო დიდი სიხარულით თამაშობს ნაკრებში, ვიდრე კლუბში.

მას კლუბი არ გაუწვრთნია 2011 წლის შემდეგ. უკანასკნელად მისი კლუბი "ბაიერნი" იყო, რომელიც მხოლოდ მესამე ადგილზე გაიყვანა.

2. კარლუშ კეირუში (PaddyPower)


ვინ იქნება შემდეგი?


კეირუში დიდი ხნის განმავლობაში წარმატებულად ართმევდა თავს სერ ალექსის ასისტენტობას და "იუნაიტედიც" შესანიშნავად იცის. მისი ნოვატორულობისა და პედანტურობის დამსახურებაა სწორედ, რომ რონალდუ მსოფლიო დონის ფეხბურთელი გახდა.

კეირუში მხოლოდ ერთხელ ედგა კლუბს სათავეში, როცა იგი მადრიდის "რეალმა" მიიწვია. თუმცა ესპანეთში მისი სამსახური წარუმატებელი გამოდგა და 10 თვეში დაითხოვეს.

3. სერ ალექს ფერგიუსონი (Coral)

ვინ იქნება შემდეგი?


რა შეიძლება ითქვას ამ ადამიანზე. მემგონი ბევრი ლაპარაკი საჭირო არაა, ისედაც ყველამ ყველაფერი ვიცით.

იგი პრემიერ-ლიგის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია. ყველას გვსურს ალბათ მისი დაბრუნება, მაგრამ საკითხავია თავად თუ მოინდომებს.

4. იურგენ კლოპი (Paddy Power)

ვინ იქნება შემდეგი?


გამოკითხვების მიხედვით იურგენი ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს გულშემატკივართა შორის. ის ქარიზმატულია, სავსეა ენერგიით, მისი კლუბი კარგად თამაშობს და თავად კარგად მუშაობს ახალგაზრდებთან. ჰო, მართლა, თასებსაც იგებს.

მისი "ბორუსია" კარგად თამაშობს, მაგრამ ლიდერებს კარგავს. რამდენ ხანს გაწვრთნის იგი ასეთ კლუბს.

სამწუხაროდ მან ყველა იმედი მოკლა, თუ რამ არსებობდა მისი გადმოყვანის: "იუნაიტედი დიდებული კლუბია და მე ვგრძნობ კავშირს მის გულშემატკივრებთან, მაგრამ მე "ბორუსიასა" და მისი ფანების ერთგული ვარ და ამ კავშირს ვერაფერი დაარღვევს."

აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ, თუ რატომ შეეფერება კლოპი "იუნაიტედს"

5. რაიან გიგსი (Bet Victor)

ვინ იქნება შემდეგი?


"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის დროებითი შემსრულებელი მთელი თავისი კარიერა სერ ალექსის ხელში თამაშობდა. ახლა მან მოთამაშისა და მწვრთნელის ფუნქციები ერთად შეითავსა.

მას სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს, მაგრამ გულშემატკივრებს შორის პოპულარულია და შესაძლოა უფრო გამოცდილ დირექტორთან ტანდემს უკეთესი შედეგები მოეტანა.

6. დიეგო სიმეონე (Coral)

ვინ იქნება შემდეგი?


ბევრის აზრით არგენტინელი ევროპის მასშტაბით საუკეთესოა. მისი მიღწევები "ატლეტიკოსთან" ერთად გასაოცარზე უფრო მეტია: "ლა ლიგის" სათავე და ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპები.

მკაცრი და თავდაჯერებული სიმეონე ისევე წვრთნის, როგორც თამაშობდა. მთავარია დევიდ ბექჰემს არ ვკითხოთ აზრი მის თაობაზე, რომელიც 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ მის გამო გააძევეს მოედნიდან.

7. პეპ გვარდიოლა (PaddyPower)


ვინ იქნება შემდეგი?


ფეხბურთის ახალი სტილის შემოქმედი. ის ერთ-ერთი საუკეთესოა. მის ტიტულებს "ლა ლიგის" რამდენიმე თასი, ჩემპიონთა ლიგის ორი ტიტული და ესპანეთის თასის ორი თასი მიეკუთვნება. გარდა ამისა არის კიდევ სხვა ტიტულებიც...

2012 წელს იგი "ბარსადან" წავიდა, ერთი წელი დაისვენა და "ბაიერნში" გადაბარგდა, სადაც ასევე შესაშნიავად ეწყობა კარიერა. კარგი ვარიანტია, მაგრამ ძალიან საეჭვოა მისი დანიშვნის წარმატება.

8. ანტონიო კონტე (PaddyPower)


ვინ იქნება შემდეგი?


წარსულში კარგი ნახევარმცველი. მან "იუვენტუსს" ძველი დიდება დაუბრუნა. მისი კარიერა ძირიდან დაიწყო, მისმა "სიენამ" და "ბარიმ" მაღალ საფეხურებს მიაღწიეს. ახლა იგი უმაღლეს ლიგაშია და იგი ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.

"იუვენტუსის" წინ მესამე სკუდეტოა ზედიზედ და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი კრახი თუ დაგვაეჭვებს კონტეში.

9. ფაბიო კაპელო (PaddyPower)

ვინ იქნება შემდეგი?


იტალიელი მწვრთნელი - ბოლო 20 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი.

კაპელომ სამ კლუბთან ერთად მოიგო ტიტული და ორი ნაკრები გაწვრთნა.

მიუხედავად ამისა ის 67 წლისაა, ამიტომ მისი ხანგრძლივი ეტაპით დანიშვნა არ ღირს. გარდა ამისა ახალი კონტრაქტის მიხედვით მან რუსეთის ნაკრები 2018 წლამდე უნდა გაწვრთნას, ასე რომ მისი გადმობირება ეჭვს იწვევს.

10. ფრანკ დე ბური (BetVictor)


ვინ იქნება შემდეგი?


დე ბური წარმატებული ფეხბურთელი იყო და ახლა არანაკლებ წარმატებული მწვრთნელია.

"აიაქსი" მეოთხედ ემზადება ერედივიზიონის მოსაგებად და ცოტა ხნის წინ განცდილი სამარცხვინო წაგებაც კი ვერ აფუჭებს მათ ხასიათს.

redevils.ru
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები
17 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
22 აპრილი 2014 18:15
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ბლა-ბლა. ეს კი დავწეერე ახლა მარა ჯერ არც-ერთის არ მჯერა. როცა ვინმე მოვა მაშინ დავიჯერებ მხოლოდ. ისე ჩემი აზრით ყველაზე რეალური კანდიდატი ლუი ვან გაალია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mari - Madridista
22 აპრილი 2014 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
ამ 10-დან ყველაზე მეტად კლოპის და სიმეონეს გადასვლა არ მჯერა და ყველაზე რეალურ კანდიდატად ვან გაალი მიმაჩნია.
0
№3
ავტორი: Lev
22 აპრილი 2014 18:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
აქ უნდა დამეწერა. ტოპ 20 გააკეთებენ სიის სათავეში ძოძუაშვილი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№4
ავტორი: tupaca
22 აპრილი 2014 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
კლოპი დაგვხატავდა მაგრამ საეჭვოა, სიმეონეც კარგია, ყველაზე რეალური კი ვან გაალია, კერიუში არ დამანახოთ და დე ბურის კარგ მწვრთნელობაში კი დიდად მეპარება ეჭვი
0
№5
ავტორი: kOsTiA
22 აპრილი 2014 19:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
აუ გვარდიოლა რას დაგვხატავდა?...ეგ მინდა ყველაზე მეტად...ნეტა ეგ მოვიდეს...

Lev,
derpstare wink wink
0
№6
ავტორი: Manchester_M
22 აპრილი 2014 19:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კლოპი ან ფერგი სხვა არცერთი არ მინდა მოიესსზე მეტად წაუხუებენ ეგენი და ისევე გასაგდები იქნებიან :)
0
№7
ავტორი: Manchester United 14
22 აპრილი 2014 19:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ვან გალი იქნება ნახავთ სკაი სპორტი უფრო უტყუარია ვიდრე სხვები კლოპმა არ მინდაო თორე მაგარია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№8
ავტორი: Juan Mata
22 აპრილი 2014 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 153
ვან გაალია ყველაზე რეალური.
0
№9
ავტორი: Malboro463
22 აპრილი 2014 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
გუარდიოლა, კლოპი და სიმიონე გამორიცხეთ
0
№10
ავტორი: Manchester_M
22 აპრილი 2014 19:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ვანგილი არ ჩამორჩება მოიესს არ მგონია რომ მაგან რამე წარმატებას მიაღწიოს კლოპი ან გიგზი დატოვონ ისევ არ შევაგინებ მაინც :X
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top