თბილისი:
მანჩესტერი:
21-04-2014, 21:57
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 3447,
კომენტარები: 19
მოიესის შემცვლელი ნაპოვნია!
"იუნაიტედმა" მოიესის შემცვლელი იპოვნა.
მოიესის შემცვლელი ნაპოვნია!
"მანჩესტერ იუნაიტედი" მოიეისის გაშვების შემდეგ იურგენ კლოპის მოყვანას აპირებს. "ბორუსიის" მწრთვნელი არის "იუნაიტედის" ყველაზე სასურველი კანდიდატურა შოტლანდიელის ჩასანაცვლებლად, რომელსაც ხელმძღვანელობა მოსვლიდან 11 თვის შემდეგ გაუშვებს.

კლოპმა "დორტმუნდი" ააშენა და ბევრი ფიქრობს, რომ ახლა უკვე დალაგებული გუნდიდან ის წამოსვლას არ დააპირებს. თუმცა, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით 46 წლის მენეჯერი დატოვებს "ბუნდესლიგას" და გადაინაცვლებს "პრემიერ ლიგაში", კერძოდ კი "მანჩესტერ იუნაიტედში".

Goal-მა უკვე გამოააშკარავა, რომ "იუნაიტედი" შეხვდა ვან გაალსაც, რომელიც თავისუფალი აგენტი იქნება მუნდიალის შემდეგ. ამ შეხვედრამ, რომლის მოწყობასაც დაახლოებით ერთი კვირის წინ ვარაუდობენ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ხალხში. ბევრი ფიქრობს, რომ ვან გაალის სტილი კარგად მოერგება "იუნაიტედს".

შოტლანდიელს დაითხოვენ "პრემიერ ლიგაში" "ევერტონთან" განცდილი მარცხის შემდგომ და როგორც აცხადებენ "ნორვიჩთან" თამაშამდეც. რაიან გიგზი კი სწორედ ის პიროვნება იქნება, რომელიც გუნდს სეზონის ბოლომდე ჩაიბარებს. თუმცა მოთამაშე-მწრთვნელი 40 წლის რაინი არც ისე რეალური კანდიდატურაა იმისთვის, რომ ჩაანაცვლოს მოიესი და ასე უცბად ამხელა პასუხისმგებლობა აიღოს თავზე, რადგანაც მას საერთოდ არ აქვს გამოცდილება ამ საქმეში.

კლოპს "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2018 წელს ეწურება. ის ნამდვილად საოცარი მწრთვნელია, რადგანაც მან ერთი უბრალო გუნდი, რომლისაც ცოტა ხნის წინ არავის ეშინოდათ ევროპის ერთ-ერთ ძლიერ კანდიდატად აქცია. კლოპმა "ბორუსიას" მოაგებინა "ბუნდესლიგა" და გასულ სეზონში "ჩემპიონთა ლიგის" ფინალშიც კი ითამაშა. მათ წელსაც თავისი სიტყვა თქვეს ჩემპიონთა ლიგაზე და სულ ცოტა აკლდათ "რეალის" დასამარცხებლად. გარდა ამისა, "ბუნდესლიგაში" მეორე ადგილი უჭირავთ "ბაიერნის" შემდეგ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კლოპი იდეალური ვარიანტია სუსტი "მანჩესტერის" გასაძლიერებლად და ფორმაში მოსაყვანად.

იურგენს დიდი ხნის განმავლობაში უკავშირებდნენ "პრემიერ ლიგას" მაგრამ ის საკუთარი გუნდის ერთგული რჩებოდა. "იუნაიტედს" კი სჯერა, რომ მას აქვს პრესტიჟი და ისტორია კლოპის გადმოსაბირებლად ამ ზაფხულში. კლოპი სწორედ ის კაცია, რომელსაც გლაიზერები და ედ ვუდვარდი ტარნსფერებისთვის გამოყოფილ £200 მილიონს მშვიდად და აუღელვებლად ანდობენ.

Goal.com
ჭორები
19 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
21 აპრილი 2014 21:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მინდა ეს კაცი ვიხილო იუნატედში !!!!!!!!
0
№2
ავტორი: Manchester United 14
21 აპრილი 2014 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
კლოპი მეტი არავინ ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთონ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№3
ავტორი: RojoDiablo
21 აპრილი 2014 22:10
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გადამრევს მარიამი. უცებ მოხსნა დავიდა და კლოპი გაჩითა... შენ უნდა იდგე მანჩესტერის მფლოებელის ადგილზე და ავშენდებით რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: RedGirl
21 აპრილი 2014 22:12
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
RojoDiablo,
კეთილი ვარ რა :დ აუ ეს ყველაფერი სიმართლე რო იყოს ოქროს ბურთი მომეცით wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: GeorgeBest
21 აპრილი 2014 22:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აუ კლოპი იმენა დაგვხატავს love
0
№6
ავტორი: red devil
21 აპრილი 2014 22:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეიფორიაში ნუ ჩავარდებით :D მოიესს არავინ გაუშვებს :D მარა ეს თუ მოვიდა მართლა მაგრად გვაწყობს
0
№7
ავტორი: Manchester United 14
21 აპრილი 2014 22:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
კლოპი ეცადონ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№8
ავტორი: Malboro463
21 აპრილი 2014 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
სისულელეა.კლოპი დორთმუნდს წელს არდატოვებს !! ისე კარგი კ ი იქნება
0
№9
ავტორი: RojoDiablo
21 აპრილი 2014 22:29
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მარიამი,
ოქროსი არ მაქვს მარა მანჩესტერის ბურთი მაქვს და გაჩუქებ თუ გააგდეს ეს კაცი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: kOsTiA
21 აპრილი 2014 22:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
გვეშველა მგონი request derpthumb
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top