თბილისი:
მანჩესტერი:
21-04-2014, 18:40
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 3414,
კომენტარები: 22
მოიესის კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" დასასრულს უახლოვდება
ვინ შეცვლის სეზონის ბოლომდე მოიესს და ვინ ჩაიბარებს "იუნაიტედს"
მოიესის კარიერა
გლაიზერების ოჯახმა, დევიდ მოიესის განთავისუფლება გადაწყვიტეს და სულ მალე ჩვენ მას "ოლდ ტრაფორდზე" ვეღარ ვიხილავთ. სულ რაღაც 11 თვის წინ, დევიდ მოიესმა ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მას თითქმის ყველაფერი ჰქონდა, თუმცა მისმა მარცხმა "ევერტონთან" მოიესს ხელმძღვანელობისა და გლაიზრების ნდობა დააკარგვინა.

მოიესთან ერთად, "ოლდ ტრაფორდს" ალბათ მისი საწრთვნელო შტაბიც დატოვებს, ხელმძღვანელობას აღარც მათი იმედი აღარ აქვს, თუმცა ისინი ძალიან ცდილობდნენ ფეხბურთელებისა და კლუბის მხარდაჭერის მოპოვებას.

"იუნაიტედს" მოიესის შემცვლელი ჯერ კიდევ არ მოუძებნია, რადგანაც გლაზიერებს ჯერ კიდევ სჯეროდათ "რჩეულის" ბოლო მარცხამდე. თუმცა, არის ერთი, შესანიშნავი ვარიანტი, რომელიც ალბათ ხელსაყრელი იქნება კლუბისთვის და გულშემატკივარსაც გაახარებს და ეს იურგენ კლოპია. 46 წლის მენეჯერმა, გერმანიაში არაფრისგან საკმაოდ ძლიერი კლუბი შექმნა და დააკომპლექტა ახალგაზრდა ფეხბურთელებით. როგორც პრესა იტყობინება, სწორედ მას მოიაზრებენ მოიესის შემცვლელად. თუმცა "იუნაიტედის" მენეჯერის პოსტისთვის მას ვან გაალი, დიეგო სიმეონე და რაიან გიგზი ეცილებიან.

როგორც ცნობილია, გლაიზერები გუნდის წარდგენებით ძალიან იმედგაცრუებულნი არიან. მათ იცოდნენ, რომ ფერგიუსონის წასვლა დიდ პრობლემბსა და გარკვეულ უწესრიგობასაც გამოიწვევდა კლუბში, მაგრამ მეშვიდე ადგილს ნამდვილად არ მოელოდნენ და ამით არ კმაყოფილდებიან.

"იუნაიტედს" ექვსქულიანი ხარვეზი აქვს აღმოსაფხვრელი "ტოტენჰემის" გადასასწრებლად და ევროპის ლიგაზე გასასვლელად. თუმცა ევროპის ლიგაც დიდი იმედგაცრუებაა წითელი არმიისთვის, რადგანაც ჩემპიონთა ლიგა 1981-82 სეზონის შემდეგ პირველად ჩატარდება "იუნაიტედის" გარეშე.

ამასთან ერთად, "იუნაიტედმა" კიდევ ერთი ანტირეკორდი დაამყარა და ისინი ყველაზე ცუდად მოთამაშე ჩემპიონები არიან "პრემიერ ლიგის" ისტორიაში, რადგანაც მათი ადგილმდებარეობა 1996 წლის "ბლექბარნის" მეშვიდე ადგილს უტოლდება.

გლაიზერებმა და ვუდვარდმა მოიესის დატოვებით კლუბის ნგრევას ხელი შეუწყვეს. მათ მაშინაც კი არ დაატოვებინეს მოიესს პოსტი, როცა "იუნაიტედი" საკუთარ სტადიონზე, სამარცხვინოდ დამარცხდა "ლივერპულთან". ახლა კი აშკარაა, რომ მოიესი მთავარი ფაქტორია იმ წარუმატებლობისა რაც ამ სეზონში ხდება და მას სიტუაციის გამოსასწორებლად უბრალოდ ძალები არ ეყოფა.

არის კიდევ ერთი ფაქტორი, მოიესს ფერგიუსონი უჭერდა მხარს. მაგრამ საშინელი წარდგენები და შედეგები ეს სწორედ ისაა, რამაც ფერგიუსონის სიტყვების მიუხედავად გულშემატკივარს რწმენა დააკარგვინა და არა მარტო გულშემატკივარს, როგორც ცნობილია, მოიესს კამათი მოუვიდა რაიან გიგზსა და ველშმენთან.

მოიესმა ზაფხულში არასწორი ტრანსფერი გააკეთა და £27.5 მილიონი გადაიხადა ფელაინში, რომელიც ვერაფრით ვერ ეხმარება გუნდს, მიუხედავად ამისა, გლაიზერებმა არ დაკარგეს მისი რწმენა და ზამთარში ხუან მატას ყიდვის საშუალება მისცეს. მაგრამ შედეგს ყველა კარგად ხედავს. "მანჩესტერმა" 22 თამაშდან 10 წააგო და "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩა. კვირის წაგება მეთერთმეტე იყო და ამ ყველაფრის შემდეგ "იუნაიტედი" 1990 წლის შემდეგ პირველად ჩამოვა მეშვიდე ადგილზე.

ალბათ ყველას ახსოვს ერთი თვის წინ როგორ გადაიფრინა ბანერმა "ოლდ ტრაფორდზე", ამის შემდეგ მოიესს უფრო და უფრო მეტი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა და მათი რიცხვი დღითიდღე მატულობს.

თუ მოიესი დატოვებს პოსტს მისი ბოლო თამაშის შემდეგ "საუთჰემპტონთან" 11 მაისს, მის ნაცვლად კლუბს სეზონის ბოლომდე რაიან გიგზი ჩაიბარებს.

Telegraph.co.uk
ჭორები
22 კომენტარი
№1
ავტორი: chaobi
21 აპრილი 2014 18:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 173
giggs shen mainc amoqache cota <3 moyes rogorc shegvedzlo ise gedeqit gverdshi mara ukve chereshchur bevri caage :/
0
№2
ავტორი: Manchester_M
21 აპრილი 2014 18:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
გლეიზერებიც კაი ლენჩები არიან 6 წლიანი კონტრაქტი რამ დაადებინათ ესეც არ მყოლოდა ახლა გრანდი კლუბიდან მოწვეული ღირსები არიან ახლა ფული რომ გადაყარეს

კლოპი მინდა ძან მაგარი იქნება და სანამ სეზონი დამთავრდება დროებით შემცვლელად იქნებ ბაბუ მოიყვანონ არა?
0
№3
ავტორი: heegemonex
21 აპრილი 2014 19:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
xelmdzghanelobas kopensaciis saxit ramdenis gadaxda mouwevt? kargi iqneba tu magazec dawert.
0
№4
ავტორი: ელენე
21 აპრილი 2014 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
Manchester_M,
კლოპი გამორიცხულია. ბორუსია ძალიან მიყვარს და არსად წასვლას არ ვაპირებო.

ვწუხვარ, ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ მოიესი უნდა წავიდეს. :/
0
№5
ავტორი: Manchester_M
21 აპრილი 2014 19:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
Ryan97,
სიყვარულით შეიძლება უყვარდეს მაგრამ დაეშალა გუნდი წამყვანი ფეხბურთელების ნახევარი წავიდა კიდო რამდენი წავა კაცმა არ იცის და მგონი დროა დატოვოს და ჩვენთან წამოვიდეს და როისიც წამოიყვანოს იდიალური ვარიანტია :)
0
№6
ავტორი: RedGirl
21 აპრილი 2014 19:15
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
heegemonex,
თუ სადმე რაიმე ინფორმაცია იქნება ეგრევე დავწერთ. ჯერ არ დევს არსად მაგაზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№7
ავტორი: ელენე
21 აპრილი 2014 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
Manchester_M
შაქარი შენს პირს, მაგრამ 2018-მდე არ დავტოვებო და რავიცი.. :(
0
№8
ავტორი: Reus IN Manchester
21 აპრილი 2014 19:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
ან კლოპი ან სიმეონე და თუ გაჭირდა და ეს ორი არა ვან გაალიც კაი ვარიანტია
0
№9
ავტორი: GeorgeBest
21 აპრილი 2014 19:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა მაგარია love

კლოპი დადონ უეჭველი იჩალიჩონ და გამოვა რაღც. თუ არადა ვან გაალი ძაან მაგარი ვარიანტია. გიგზი უნდა დარჩეს სამწვრთნელო შტაბში, სქოულზეც იყო ლაპარაკი სეიძლება შეურთდესო და ეგრე თუ მოხდა მაგარი იქნება
0
№10
ავტორი: BERDI
21 აპრილი 2014 19:51
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
გილოცავთ ეშმაკუნებო როგორც იქნა გვეღირსააა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top