თბილისი:
მანჩესტერი:
21-04-2014, 18:40
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 3623,
კომენტარები: 22
მოიესის კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" დასასრულს უახლოვდება
ვინ შეცვლის სეზონის ბოლომდე მოიესს და ვინ ჩაიბარებს "იუნაიტედს"
მოიესის კარიერა
გლაიზერების ოჯახმა, დევიდ მოიესის განთავისუფლება გადაწყვიტეს და სულ მალე ჩვენ მას "ოლდ ტრაფორდზე" ვეღარ ვიხილავთ. სულ რაღაც 11 თვის წინ, დევიდ მოიესმა ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მას თითქმის ყველაფერი ჰქონდა, თუმცა მისმა მარცხმა "ევერტონთან" მოიესს ხელმძღვანელობისა და გლაიზრების ნდობა დააკარგვინა.

მოიესთან ერთად, "ოლდ ტრაფორდს" ალბათ მისი საწრთვნელო შტაბიც დატოვებს, ხელმძღვანელობას აღარც მათი იმედი აღარ აქვს, თუმცა ისინი ძალიან ცდილობდნენ ფეხბურთელებისა და კლუბის მხარდაჭერის მოპოვებას.

"იუნაიტედს" მოიესის შემცვლელი ჯერ კიდევ არ მოუძებნია, რადგანაც გლაზიერებს ჯერ კიდევ სჯეროდათ "რჩეულის" ბოლო მარცხამდე. თუმცა, არის ერთი, შესანიშნავი ვარიანტი, რომელიც ალბათ ხელსაყრელი იქნება კლუბისთვის და გულშემატკივარსაც გაახარებს და ეს იურგენ კლოპია. 46 წლის მენეჯერმა, გერმანიაში არაფრისგან საკმაოდ ძლიერი კლუბი შექმნა და დააკომპლექტა ახალგაზრდა ფეხბურთელებით. როგორც პრესა იტყობინება, სწორედ მას მოიაზრებენ მოიესის შემცვლელად. თუმცა "იუნაიტედის" მენეჯერის პოსტისთვის მას ვან გაალი, დიეგო სიმეონე და რაიან გიგზი ეცილებიან.

როგორც ცნობილია, გლაიზერები გუნდის წარდგენებით ძალიან იმედგაცრუებულნი არიან. მათ იცოდნენ, რომ ფერგიუსონის წასვლა დიდ პრობლემბსა და გარკვეულ უწესრიგობასაც გამოიწვევდა კლუბში, მაგრამ მეშვიდე ადგილს ნამდვილად არ მოელოდნენ და ამით არ კმაყოფილდებიან.

"იუნაიტედს" ექვსქულიანი ხარვეზი აქვს აღმოსაფხვრელი "ტოტენჰემის" გადასასწრებლად და ევროპის ლიგაზე გასასვლელად. თუმცა ევროპის ლიგაც დიდი იმედგაცრუებაა წითელი არმიისთვის, რადგანაც ჩემპიონთა ლიგა 1981-82 სეზონის შემდეგ პირველად ჩატარდება "იუნაიტედის" გარეშე.

ამასთან ერთად, "იუნაიტედმა" კიდევ ერთი ანტირეკორდი დაამყარა და ისინი ყველაზე ცუდად მოთამაშე ჩემპიონები არიან "პრემიერ ლიგის" ისტორიაში, რადგანაც მათი ადგილმდებარეობა 1996 წლის "ბლექბარნის" მეშვიდე ადგილს უტოლდება.

გლაიზერებმა და ვუდვარდმა მოიესის დატოვებით კლუბის ნგრევას ხელი შეუწყვეს. მათ მაშინაც კი არ დაატოვებინეს მოიესს პოსტი, როცა "იუნაიტედი" საკუთარ სტადიონზე, სამარცხვინოდ დამარცხდა "ლივერპულთან". ახლა კი აშკარაა, რომ მოიესი მთავარი ფაქტორია იმ წარუმატებლობისა რაც ამ სეზონში ხდება და მას სიტუაციის გამოსასწორებლად უბრალოდ ძალები არ ეყოფა.

არის კიდევ ერთი ფაქტორი, მოიესს ფერგიუსონი უჭერდა მხარს. მაგრამ საშინელი წარდგენები და შედეგები ეს სწორედ ისაა, რამაც ფერგიუსონის სიტყვების მიუხედავად გულშემატკივარს რწმენა დააკარგვინა და არა მარტო გულშემატკივარს, როგორც ცნობილია, მოიესს კამათი მოუვიდა რაიან გიგზსა და ველშმენთან.

მოიესმა ზაფხულში არასწორი ტრანსფერი გააკეთა და £27.5 მილიონი გადაიხადა ფელაინში, რომელიც ვერაფრით ვერ ეხმარება გუნდს, მიუხედავად ამისა, გლაიზერებმა არ დაკარგეს მისი რწმენა და ზამთარში ხუან მატას ყიდვის საშუალება მისცეს. მაგრამ შედეგს ყველა კარგად ხედავს. "მანჩესტერმა" 22 თამაშდან 10 წააგო და "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩა. კვირის წაგება მეთერთმეტე იყო და ამ ყველაფრის შემდეგ "იუნაიტედი" 1990 წლის შემდეგ პირველად ჩამოვა მეშვიდე ადგილზე.

ალბათ ყველას ახსოვს ერთი თვის წინ როგორ გადაიფრინა ბანერმა "ოლდ ტრაფორდზე", ამის შემდეგ მოიესს უფრო და უფრო მეტი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა და მათი რიცხვი დღითიდღე მატულობს.

თუ მოიესი დატოვებს პოსტს მისი ბოლო თამაშის შემდეგ "საუთჰემპტონთან" 11 მაისს, მის ნაცვლად კლუბს სეზონის ბოლომდე რაიან გიგზი ჩაიბარებს.

Telegraph.co.uk
ჭორები
22 კომენტარი
№11
ავტორი: SAF
21 აპრილი 2014 20:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
პირველი კარგი ნიუსუია რაც ამ წელს გავიგე მანჩესტერის შესახებ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№12
ავტორი: RojoDiablo
21 აპრილი 2014 20:25
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
გლეიზერბმა გადაწყვიტესო? გჯერათ კაცო ამის? მე მაინც არა მჯერა, სანამ მისი განთავისუფლების სტატიას ოფიციალურად არ ვნახავ. ჭორების ზღვა მინახავს და მე ამასაც მათ რიგს ვაკუთვნებ. დაე იყოს ნება ჩვენი და წავიდეს ეს კაცი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: DaTo_O
21 აპრილი 2014 20:39
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
მიდის ! მიდის ! მიდის !


ძალიან ბედნერებაა ამის წასვლა მაგრამ ახლა საჭიროა კლოპი მოიყვანონ ან სიმეონე უფრო კლოპი მინდა მაგრად მე love ვან გაალი საერთოდ არ მინდა არ მევასება და არც ისეა გადასარევი მენეჯერი ამიტომ კლოპი ! love

რაც შეეხება გიგზის ძალიან კარგი იქნება თუ ეგ ჩაიბარებს კლუბს სეზონის ბოლომდე უფრო გაოსწორებს ყველაფერს ის love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№14
ავტორი: Count Alucard
21 აპრილი 2014 21:01
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ეს თუ სიმართლეა გილოცავთ lol lol ძლივს გვეღირსა.
0
№15
ავტორი: Manchester United 14
21 აპრილი 2014 21:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
Manchester_M,
კლოპი ბარსასაც უნდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№16
ავტორი: Malboro463
21 აპრილი 2014 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5889
რომ რამე უკვე დაიწრებოდა ამის გაგდების ამბავი მემგონი ტოვებენ
0
№17
ავტორი: Manchester_M
21 აპრილი 2014 21:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ratuka.manchester,
მერე რა რომ უნდათ გააჩნია კლოპი რომელს აირჩევს და ბარსამ მეტაკოს აგერ ვინც ყავს იმას რას ერჩიან ერთი ? ძან კარგი სპეციალისტია :)
0
№18
ავტორი: RedGirl
21 აპრილი 2014 21:58
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
Middlesbro,
აუ არა მანჩესტერი სულ წელავს ხოლმე და ბოლო მომენტამდე იმენა არაფერს ამბობს. ამიტომაც არამგონია :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№19
ავტორი: RojoDiablo
21 აპრილი 2014 22:11
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ratuka.manchester,
კლოპმა ბარსაში არ წავალო. მაგაზე არ იდარდოთო. მე ბორუსია ისევ მიყვარსო და იქ წამსვლელი არაა ეგ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№20
ავტორი: red devil
21 აპრილი 2014 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
თქვენ რა მართლა გჯერათ მოიესის გაგდების? მაგის შანსი არ არის.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top