თბილისი:
მანჩესტერი:
14-11-2012, 16:44
ავტორი: Esi,
ნანახია: 2319,
კომენტარები: 16
შესაძლოა,რომელიმე მათგანი წითელი ეშმაკების მაისურით ვიხილოთ!
5 ნახმევარმცველი,რომლებსაც მანჩესტერ იუნაიტედთან აკავშირებენ!
შესაძლოა,რომელიმე მათგანი წითელი ეშმაკების მაისურით ვიხილოთ!
როგორც უკვე მოგეხსენებათ ძალიან ბევრი ფეხბურთელის სახელს უკავშირებენ მანჩესტერ იუნაიტედს,მათ შორის რაღა თქმა უნდა სჭარბობენ ნახევარმცველები.არ არის გამორიცხული,რომელიმე მათგანი ვიხილოთ ოლდ ტრაფორდზე.

სერ ალექსის გუნდს მაინც აქვს პრობლემები და ეს პრობლემა წელს უმეტეს წილად ნახევარდაცვაა.მოგეხსენებათ,რომ მანჩესტერ იუნაიტედი სამ ფრონტზე გამოდის,მაგრამ კლუბში 6 ნახევარმცველია,ხოლო სეზონი კი წინაა,სწორედ ამიტომ არაა გამორიცხული მანჩესტერ იუნაიტედმა იანვრის სანტრასფერო ფანჯრის დროს შეიძინოს,რომელიმე ნახევარმცველი.

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ 5 ნახევარმცველს,რომლებიდანაც ერთ-ერთი შესაძლოა წითელი ეშმაკების მაისურით ვიხილოთ...

1.მარუან ფელაინი (ევერტონი)

შესაძლოა,რომელიმე მათგანი წითელი ეშმაკების მაისურით ვიხილოთ!

ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში ფელაინის მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის შესახებ წერდა The Mirrors-ი მაგრამ შემდეგ,როგორც გაირკვა ეს ყველაფერი ჭორი აღმოჩნდა.ახალგაზრდა ბელგიელმა პრემიერ ლიგის პირველ ტურში სწორედ ამ უკანასკნელი კლუბის წინააღმდეგ ითამაშა და ძალიან კარგადაც.ბელგიელმა ძალიან კარგად დაიწყო სეზონი და გახდა თავისი კლუბის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა.ის ძალიან კარგად გამოიყურება ფიზიკურად და როდესაც ის ნახევარდაცვაში თამაშობს მაშინ ამ ხაზში პრობლემები თითქმის მოგვარებულია,სწორედ ასეთი ფეხბურთელი სჭირდება სერ ალექს ფერგიუსონს.ისეთი ფეხბურთელი,რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარდაცვაში ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს.





2.ვიქტორ ენიამა (სელტიკი)

შესაძლოა,რომელიმე მათგანი წითელი ეშმაკების მაისურით ვიხილოთ!

ალბათ უმრავლესობა ფეხბურთელის მოყვარლთაგან ამ ფეხბურთლის სახელი და გვარი არ იციან,მაგრამ ის მთელმა მსოფლიომ გაიცნო,როდესაც სელტიკმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა კატალონიის ბარსელონას წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე.

ენიამას მოუხდა ესპანელ ნახევარმცველებთან თამაში,რომელსაც თავი ძალიან კარგად გაართვა.მეტიც ის იყო ერთ-ერთი თვალშისაცემი ფეხბურთელი იმ შეხვედრაში.ვიქტორი ძალიან კარგი ნახევარმცველია,ის ძალზეც კონფორტულად გრძნობს თავს ნახევარდაცვაში და მისი ტრავმიანობაც ძალიან იშვიათია,ამიტომ კლუბს სადაც ის თამაშობს ნაკლებად აქვს მის ტრავმებზე საზრუნავი.

ხოლო ამ ყველაფრის შემდეგ რა გასაკვირია,რომ ვიქტორ ენიამას სახელი და გვარი დაუკავშირეს მანჩესტერ იუნაიტედს.სავაუროდოდ ის მოიაზრება პოლ სქოულზის ან მაიკლ კერიკის გვერდით ნახევარდაცვაში.





3.ლარს ბენდერი (ლევერკუზენი)

შესაძლოა,რომელიმე მათგანი წითელი ეშმაკების მაისურით ვიხილოთ!

The Daily Mail-ის განცხადებით მანჩესტერ იუნაიტედი დაინტერესებულია ბაიერის ლევერკუზენის გერმანელი ფეხბურთელით ლარს ბენდერით.

თავისუფალი აგენტის სტატუსით ამ ზაფხულს მიუნხენის ბაიერნიდან გადავიდა ლევერკუზენში.23 წლის გერმანელი ნახევარმცველი ძალიან სწრაფად გახდა ლევერკუზენის მთავარი ფიგურა.





4.ილკი გუნდოგანი (ბორუსია დორტმუნდი)

შესაძლოა,რომელიმე მათგანი წითელი ეშმაკების მაისურით ვიხილოთ!

მანჩესტერ იუნაიტედი აქტიურადაა დაინტერესებული ბორუსია დორტმუნდის ნახევარმცველით ილკი გუნდოგანით,რომლითაც ასევე ტოტენჰემ ჰოთსპურია დაინტერესებული.მანჩესტერ იუნაიტედი ამ ფეხბურთელით საფხულის სანტრანსფერო ფანჯრის შემდეგ იჩენს ინტერესს.

გუნდოგანი ძალიან კარგად ასპარეზობს ამ სეზონში დორტმუნდის ბორუსიის მაისურით,რაზეც ისიც მეტყველებს,რომ ის საუკეთესო მეპასეა თავის კლუბში და ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ გუნდოგანის მიერ გაკეთებული პასების 84.9 პროცენტი ზუსტი აღმოჩნდა თანაგუნდელის მიმართ.





5.ტომას ინსი (ბლექპული)

შესაძლოა,რომელიმე მათგანი წითელი ეშმაკების მაისურით ვიხილოთ!

ტომას ინსით დაინტერესებულია ის კლუბის,სადაც თვითონ ამ ფეხბურთელის მამა თამაშობდა წლების მანძილზე.ლაპარაკია მანჩესტერ იუნაიტედზე,რომელიც ძალიან სერიოზულადაა დაინტერესებული ახალგაზრდა 20 წლის ნახევარმცველით,რომელიც ბლექპულში ასპარეზობს.

20 წლის ნახევარმცველისთვის ეს სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და მის ანგარიშზე ჩემპიონშიპში უკვე 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.თუ ეს ტრანსფერი შედგა და მანჩესტერმა ეს ფეხბურთელი გაიფორმა იანვარში,მაშინ სავარაუდოდ ეს ტრანსფერი იქნება კიდევ ერთი კარგი ტრანსფერი,რომელსაც განახორციელებს სერ ალექს ფერგიუსონი.

სტატიები
16 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
14 ნოემბერი 2012 16:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გუნდოგანი მევასება love კარგი იქნება ნახევარმცველს თუ დავიმატებთ რომელიმეს winked
0
№2
ავტორი: UTD-Rule
14 ნოემბერი 2012 17:07
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
რავიცი აბა )) ფელაინი კარგი იქნებოდა მაგრამ არამგონია რო გადმოვიდეს what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: Amanda Seyfried
14 ნოემბერი 2012 18:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ფელაინი არ მინდა
0
№4
ავტორი: Ví Ví
14 ნოემბერი 2012 18:13
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ფელაინი მინდააააააააააააააააა
0
№5
ავტორი: laz
14 ნოემბერი 2012 18:17
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 15
Hummels რო მინდა მანჩესტერში მცველის პოზიციაზე ისე არავინ არ მინდა რა... ფელაინი კარგი ვარიანტია
0
№6
ავტორი: Malboro463
14 ნოემბერი 2012 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
ფელაინი და ინსი კარგი ვარიანტია
0
№7
ავტორი: Mike
14 ნოემბერი 2012 18:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ლარს ბენდერი ან ფელაინი თუ გადმოვა ძალიან გამიხარდება , ან ორივე )))
0
№8
ავტორი: Red Hooligan
14 ნოემბერი 2012 18:47
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
აქიდან ყველაზე მეტად ფელაინია საჭირო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№9
ავტორი: ReCoVeR1
14 ნოემბერი 2012 19:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ტომას ინსი კარგი იქნებოდა love . თან ნანი თუ წავა მეტი შანსია რომ ინსი მანჩესტერში გადმოვიდეს.
0
№10
ავტორი: lika
14 ნოემბერი 2012 19:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
ძალიან მინდა ფელაინიიი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top