თბილისი:
მანჩესტერი:
14-11-2012, 16:44
ავტორი: Esi,
ნანახია: 2328,
კომენტარები: 16
შესაძლოა,რომელიმე მათგანი წითელი ეშმაკების მაისურით ვიხილოთ!
5 ნახმევარმცველი,რომლებსაც მანჩესტერ იუნაიტედთან აკავშირებენ!
შესაძლოა,რომელიმე მათგანი წითელი ეშმაკების მაისურით ვიხილოთ!
როგორც უკვე მოგეხსენებათ ძალიან ბევრი ფეხბურთელის სახელს უკავშირებენ მანჩესტერ იუნაიტედს,მათ შორის რაღა თქმა უნდა სჭარბობენ ნახევარმცველები.არ არის გამორიცხული,რომელიმე მათგანი ვიხილოთ ოლდ ტრაფორდზე.

სერ ალექსის გუნდს მაინც აქვს პრობლემები და ეს პრობლემა წელს უმეტეს წილად ნახევარდაცვაა.მოგეხსენებათ,რომ მანჩესტერ იუნაიტედი სამ ფრონტზე გამოდის,მაგრამ კლუბში 6 ნახევარმცველია,ხოლო სეზონი კი წინაა,სწორედ ამიტომ არაა გამორიცხული მანჩესტერ იუნაიტედმა იანვრის სანტრასფერო ფანჯრის დროს შეიძინოს,რომელიმე ნახევარმცველი.

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ 5 ნახევარმცველს,რომლებიდანაც ერთ-ერთი შესაძლოა წითელი ეშმაკების მაისურით ვიხილოთ...

1.მარუან ფელაინი (ევერტონი)

შესაძლოა,რომელიმე მათგანი წითელი ეშმაკების მაისურით ვიხილოთ!

ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში ფელაინის მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის შესახებ წერდა The Mirrors-ი მაგრამ შემდეგ,როგორც გაირკვა ეს ყველაფერი ჭორი აღმოჩნდა.ახალგაზრდა ბელგიელმა პრემიერ ლიგის პირველ ტურში სწორედ ამ უკანასკნელი კლუბის წინააღმდეგ ითამაშა და ძალიან კარგადაც.ბელგიელმა ძალიან კარგად დაიწყო სეზონი და გახდა თავისი კლუბის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა.ის ძალიან კარგად გამოიყურება ფიზიკურად და როდესაც ის ნახევარდაცვაში თამაშობს მაშინ ამ ხაზში პრობლემები თითქმის მოგვარებულია,სწორედ ასეთი ფეხბურთელი სჭირდება სერ ალექს ფერგიუსონს.ისეთი ფეხბურთელი,რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარდაცვაში ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს.





2.ვიქტორ ენიამა (სელტიკი)

შესაძლოა,რომელიმე მათგანი წითელი ეშმაკების მაისურით ვიხილოთ!

ალბათ უმრავლესობა ფეხბურთელის მოყვარლთაგან ამ ფეხბურთლის სახელი და გვარი არ იციან,მაგრამ ის მთელმა მსოფლიომ გაიცნო,როდესაც სელტიკმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა კატალონიის ბარსელონას წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე.

ენიამას მოუხდა ესპანელ ნახევარმცველებთან თამაში,რომელსაც თავი ძალიან კარგად გაართვა.მეტიც ის იყო ერთ-ერთი თვალშისაცემი ფეხბურთელი იმ შეხვედრაში.ვიქტორი ძალიან კარგი ნახევარმცველია,ის ძალზეც კონფორტულად გრძნობს თავს ნახევარდაცვაში და მისი ტრავმიანობაც ძალიან იშვიათია,ამიტომ კლუბს სადაც ის თამაშობს ნაკლებად აქვს მის ტრავმებზე საზრუნავი.

ხოლო ამ ყველაფრის შემდეგ რა გასაკვირია,რომ ვიქტორ ენიამას სახელი და გვარი დაუკავშირეს მანჩესტერ იუნაიტედს.სავაუროდოდ ის მოიაზრება პოლ სქოულზის ან მაიკლ კერიკის გვერდით ნახევარდაცვაში.





3.ლარს ბენდერი (ლევერკუზენი)

შესაძლოა,რომელიმე მათგანი წითელი ეშმაკების მაისურით ვიხილოთ!

The Daily Mail-ის განცხადებით მანჩესტერ იუნაიტედი დაინტერესებულია ბაიერის ლევერკუზენის გერმანელი ფეხბურთელით ლარს ბენდერით.

თავისუფალი აგენტის სტატუსით ამ ზაფხულს მიუნხენის ბაიერნიდან გადავიდა ლევერკუზენში.23 წლის გერმანელი ნახევარმცველი ძალიან სწრაფად გახდა ლევერკუზენის მთავარი ფიგურა.





4.ილკი გუნდოგანი (ბორუსია დორტმუნდი)

შესაძლოა,რომელიმე მათგანი წითელი ეშმაკების მაისურით ვიხილოთ!

მანჩესტერ იუნაიტედი აქტიურადაა დაინტერესებული ბორუსია დორტმუნდის ნახევარმცველით ილკი გუნდოგანით,რომლითაც ასევე ტოტენჰემ ჰოთსპურია დაინტერესებული.მანჩესტერ იუნაიტედი ამ ფეხბურთელით საფხულის სანტრანსფერო ფანჯრის შემდეგ იჩენს ინტერესს.

გუნდოგანი ძალიან კარგად ასპარეზობს ამ სეზონში დორტმუნდის ბორუსიის მაისურით,რაზეც ისიც მეტყველებს,რომ ის საუკეთესო მეპასეა თავის კლუბში და ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ გუნდოგანის მიერ გაკეთებული პასების 84.9 პროცენტი ზუსტი აღმოჩნდა თანაგუნდელის მიმართ.





5.ტომას ინსი (ბლექპული)

შესაძლოა,რომელიმე მათგანი წითელი ეშმაკების მაისურით ვიხილოთ!

ტომას ინსით დაინტერესებულია ის კლუბის,სადაც თვითონ ამ ფეხბურთელის მამა თამაშობდა წლების მანძილზე.ლაპარაკია მანჩესტერ იუნაიტედზე,რომელიც ძალიან სერიოზულადაა დაინტერესებული ახალგაზრდა 20 წლის ნახევარმცველით,რომელიც ბლექპულში ასპარეზობს.

20 წლის ნახევარმცველისთვის ეს სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და მის ანგარიშზე ჩემპიონშიპში უკვე 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.თუ ეს ტრანსფერი შედგა და მანჩესტერმა ეს ფეხბურთელი გაიფორმა იანვარში,მაშინ სავარაუდოდ ეს ტრანსფერი იქნება კიდევ ერთი კარგი ტრანსფერი,რომელსაც განახორციელებს სერ ალექს ფერგიუსონი.

სტატიები
16 კომენტარი
№11
ავტორი: gilmour
14 ნოემბერი 2012 20:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ფელაინი ყველანაირ პრობლემას მოხსნის, ჯერ ერთი რო ძალიან მაგარია და მეორე ის რო ჩამშლელიცაა, შემტევიც, გამთამაშებელიც და თუ გაჭირდა ცენტრ ფორვარდიც
0
№12
ავტორი: love united
14 ნოემბერი 2012 20:06
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ვაიმენი არ მოგეწონათ ასტონ ვილადან?..
0
№13
ავტორი: gilmour
14 ნოემბერი 2012 20:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
love united,
ეგ ფორვარდია და რათ გვინდა? ისე არ დავკვირვებივარ მაგის თამაშს
0
№14
ავტორი: Jubo
14 ნოემბერი 2012 20:55
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ფელაინმა იმდენჯერ გაგვამწარა აღარც მინდა მაგის გადმოსვლა :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№15
ავტორი: Zizou
14 ნოემბერი 2012 21:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
ფელაინი ფელაინი ფელაინი ფელაინი ფელაინი ფელაინი ფელაინი ფელაინი ფელაინი ფელაინი ფელაინი ფელაინი ფელაინი ფელაინი


როდრიგესი რატო არაა სიაში საინტერესოა
0
№16
ავტორი: bugi
14 ნოემბერი 2012 23:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
ფელაინი და ცენტრში პრობლემა მოხსნილი იქნება რა , მაგარი კაცია იმენა, გუნდოგანიც კარგი ვარიანტია, მაგრამ ეგეთი სტილი გვყავს კლევერლი და ანდერსონი უფრო ფელაინია საჭირო მაგრამ ალბათ ჩელსი წაგვართმევს თან ძალიანა გაზრდილი მაგის ფასი უკვე რასაც ეგ თამაშობს, ევერტონი მაგის გარეშე ნულია, ყველაფერს ეგ აკეთებს იმენა რა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top