გულშემატკივარი დაიღალა და მოიესის გაშვებას ითხოვს.
მე მინდოდა ბოლო წუთებამდე მხარი დამეჭირა ნებისმიერი მენეჯერისთვის, რომელიც ჩაანაცვლებდა სერ ალექსს. მე ყოველთვის თავს იმით ვიმხნევებდი, რომ მოიესი ფერგიუსონის რჩეული იყო და ჩვენ მან ყველაზე მნიშვნელოვანი მისია დაგვაკისრა-გვერდში დავდგომოდით ახალ მწრთვნელს.
სერ ალექსი: "თქვენი დავალება ახლა ახალი მწრთვნელის გვერდში დგომაა და ეს მნიშვნელოვანია"
როდესაც დავიდ დე ხეამ ჩაანაცვლა ედვინ ვან დერ სარი, პრესის მიერ მის კრიტიკას საზღვარი აღარ ჰქოდა. "სიტისთან" გამართული პირველი თამაში ნამდვილი ღამის კოშმარი იყო. დევიდმა პირდაპირ აჩუქა მათ ორი გოლი, მაგრამ "იუნაიტედმა" თავისებურად შეძლო მატჩის შემოტრიალება და ის თამაში საბოლოოდ 3-2 გაიმარჯვა.
ფანები ყოველთვის გვერდში ედგნენ, მასზე ჩანტიც კი დაწერეს, როცა ბოლოს და ბოლოს კარგი სეივი გააკეთა. ერთი სიტყვით გულშემატკივრებმა ყველაფერი გააკეთეს ახალგაზრდა მეკარის მხარდასაჭერად. ნათელი იყო, რომ ამ ბიჭს დიდი პოტენციალი ჰქონდა და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ვრწმუნდებოდით, რომ ის საოცარი კიპერი იქნებოდა და შეძლებდა ედვინის ღირსეულად ჩანაცვლებას.
ორი წლის შემდეგ, დე ხეა "პრემიერ ლიგის" საუკეთესო მეკარე გახდა. ამას გარდა, ესპანელმა სერ მეტ ბასბის პრიზის მოგებაც შეძლო. ეს ყველაფერი კი გვანახებს რამხელა ძალა აქვთ ფანებს, რა შეუძლია მათ სიმღერას და გვერდში დგომას.
ალბათ ბევრი ფიქრობს, რომ დევიდ მოიესის საქმეც ასე წავა, მაგრამ სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ ცდებით. დე ხეა აქ ტიტულებით, პოტენციალითა და აღიარების შემდეგ მოვიდა, იგივე შეიძლება ითქვას სერ ალექსზეც. მაგრამ რა ხდება მოიესის შემთხვევაში?
შესაძლოა ის ნამდვილად კარგი პიროვნება და ადამიანია, მაგრამ როგორ შეიძლება ჩააბარო "იუნაიტედი" კაცს, რომელიც დაახლოებით ათი წელია ამ საქმეშია და ჯერ კიდევ არაფერი არ მოუგია. მოკლედ რომ ვთქვათ, მას აქამდე არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ დაამტკიცოს ნამდვილად არის თუ არა ღირსი იმ გრანდის მწრთვნელობისა, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ჰქვია.

თუ "იუნაიტედი" შეძლებდა ოთხეულში მოხვდერას, ეს კიდევ მოგვცემდა რაიმე ხელჩასაჭიდს და შეიძლებოდა მისი ამ პოსტზე დატოვება, მაგრამ "წითლების" ოთხეულში მოხვედრის შანსი ძალიან მცირეა და ფაქტობრივად არც კი არსებობს. ახლა გადავხედოთ "სიტისა" და "ჩელსის". მიუხედავად იმისა, რომ მათ ორივემ გამოიცვალეს მენეჯერები, რეგრესის მაგივრად განვითარდნენ. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ გუნდში ყველაფერი იდეალურად არ იქნებოდა, რადგან მოიესი საუკეთესო მენეჯერს ანაცვლებდა და არა რაფა ბენიტეზსა და რობერტო მანჩინის. მაგრამ ვერანაირად ვერ გავიგებთ იმას, რომ "იუნაიტედი" "ტოტენჰემსა" და "ევერტონზე" ცუდ მდგომარეობაშია. მოიესმა დატოვა "ევერტონი" და "ოლდ ტრაფორდზე" ფელაინისთან ერთად გადმობარგდა, რომელიც გასულ სეზონში "ევერტონის" ბომბარდირი იყო. მაგრამ რა? რა შეძლეს? არსებობს "იუნაიტედის" რომელიმე ფანი, რომელიც არსებული სიტუაციით დაბნეული და იმედგაცრუებული არ არის?
ჩემპიონები ოთხეულშიც კი ვერ ხვდებიან.
გულწრფელად რომ ვთქვათ, ახლა რისი ხილვაც მსურს ეს დევიდ მოიესის გაშვებაა. მას არაფერი აქვს ისეთი, რისი შეთავაზებაც "იუნაიტედისთვის" შეუძლია. შესაძლოა მოიესს შობამდე კიდევ მისცემენ დროს, მაგრამ მე უბრალოდ არ მესმის რატომ უნდა გავატაროთ ორი წელი სავალალო სიტუაციაში, როცა ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია დავითხოვოთ ის და მოვიყვანოთ ვინმე, ვინც უფრო გამოცდილი და კვალიფიცირებულია ამ საქმეში?
მართლა ვწუხვარ მოიესის გამო. აქ გადმოსვლით მან საკუთარი თავი გაწირა. მაგრამ ჩემი სიმპატიები მის მიმართ, არ ნიშნავს იმას, რომ მე კიდევ მსურს ვიხილო როგორ ჩაუგდებს კიდევ ერთ წელს "იუნაიტედს" და იმედი მაქვს, გლაიზერები მალე მიხვდებიან, რომ ის ახლოსაც კი არ არის იმ პიროვნებასთან, რომელმაც სერ ალექსის ჩანაცვლება უნდა შეძლოს.
ManUtdBlog