თბილისი:
მანჩესტერი:
11-04-2014, 16:46
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2425,
კომენტარები: 13
Moyes Out !
გულშემატკივარი დაიღალა და მოიესის გაშვებას ითხოვს.
Moyes Out !
მე მინდოდა ბოლო წუთებამდე მხარი დამეჭირა ნებისმიერი მენეჯერისთვის, რომელიც ჩაანაცვლებდა სერ ალექსს. მე ყოველთვის თავს იმით ვიმხნევებდი, რომ მოიესი ფერგიუსონის რჩეული იყო და ჩვენ მან ყველაზე მნიშვნელოვანი მისია დაგვაკისრა-გვერდში დავდგომოდით ახალ მწრთვნელს.

Moyes Out !

სერ ალექსი: "თქვენი დავალება ახლა ახალი მწრთვნელის გვერდში დგომაა და ეს მნიშვნელოვანია"


როდესაც დავიდ დე ხეამ ჩაანაცვლა ედვინ ვან დერ სარი, პრესის მიერ მის კრიტიკას საზღვარი აღარ ჰქოდა. "სიტისთან" გამართული პირველი თამაში ნამდვილი ღამის კოშმარი იყო. დევიდმა პირდაპირ აჩუქა მათ ორი გოლი, მაგრამ "იუნაიტედმა" თავისებურად შეძლო მატჩის შემოტრიალება და ის თამაში საბოლოოდ 3-2 გაიმარჯვა.

Moyes Out !


ფანები ყოველთვის გვერდში ედგნენ, მასზე ჩანტიც კი დაწერეს, როცა ბოლოს და ბოლოს კარგი სეივი გააკეთა. ერთი სიტყვით გულშემატკივრებმა ყველაფერი გააკეთეს ახალგაზრდა მეკარის მხარდასაჭერად. ნათელი იყო, რომ ამ ბიჭს დიდი პოტენციალი ჰქონდა და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ვრწმუნდებოდით, რომ ის საოცარი კიპერი იქნებოდა და შეძლებდა ედვინის ღირსეულად ჩანაცვლებას.

ორი წლის შემდეგ, დე ხეა "პრემიერ ლიგის" საუკეთესო მეკარე გახდა. ამას გარდა, ესპანელმა სერ მეტ ბასბის პრიზის მოგებაც შეძლო. ეს ყველაფერი კი გვანახებს რამხელა ძალა აქვთ ფანებს, რა შეუძლია მათ სიმღერას და გვერდში დგომას.

ალბათ ბევრი ფიქრობს, რომ დევიდ მოიესის საქმეც ასე წავა, მაგრამ სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ ცდებით. დე ხეა აქ ტიტულებით, პოტენციალითა და აღიარების შემდეგ მოვიდა, იგივე შეიძლება ითქვას სერ ალექსზეც. მაგრამ რა ხდება მოიესის შემთხვევაში?

შესაძლოა ის ნამდვილად კარგი პიროვნება და ადამიანია, მაგრამ როგორ შეიძლება ჩააბარო "იუნაიტედი" კაცს, რომელიც დაახლოებით ათი წელია ამ საქმეშია და ჯერ კიდევ არაფერი არ მოუგია. მოკლედ რომ ვთქვათ, მას აქამდე არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ დაამტკიცოს ნამდვილად არის თუ არა ღირსი იმ გრანდის მწრთვნელობისა, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ჰქვია.

Moyes Out !


თუ "იუნაიტედი" შეძლებდა ოთხეულში მოხვდერას, ეს კიდევ მოგვცემდა რაიმე ხელჩასაჭიდს და შეიძლებოდა მისი ამ პოსტზე დატოვება, მაგრამ "წითლების" ოთხეულში მოხვედრის შანსი ძალიან მცირეა და ფაქტობრივად არც კი არსებობს. ახლა გადავხედოთ "სიტისა" და "ჩელსის". მიუხედავად იმისა, რომ მათ ორივემ გამოიცვალეს მენეჯერები, რეგრესის მაგივრად განვითარდნენ. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ გუნდში ყველაფერი იდეალურად არ იქნებოდა, რადგან მოიესი საუკეთესო მენეჯერს ანაცვლებდა და არა რაფა ბენიტეზსა და რობერტო მანჩინის. მაგრამ ვერანაირად ვერ გავიგებთ იმას, რომ "იუნაიტედი" "ტოტენჰემსა" და "ევერტონზე" ცუდ მდგომარეობაშია. მოიესმა დატოვა "ევერტონი" და "ოლდ ტრაფორდზე" ფელაინისთან ერთად გადმობარგდა, რომელიც გასულ სეზონში "ევერტონის" ბომბარდირი იყო. მაგრამ რა? რა შეძლეს? არსებობს "იუნაიტედის" რომელიმე ფანი, რომელიც არსებული სიტუაციით დაბნეული და იმედგაცრუებული არ არის?

Moyes Out !

ჩემპიონები ოთხეულშიც კი ვერ ხვდებიან.


გულწრფელად რომ ვთქვათ, ახლა რისი ხილვაც მსურს ეს დევიდ მოიესის გაშვებაა. მას არაფერი აქვს ისეთი, რისი შეთავაზებაც "იუნაიტედისთვის" შეუძლია. შესაძლოა მოიესს შობამდე კიდევ მისცემენ დროს, მაგრამ მე უბრალოდ არ მესმის რატომ უნდა გავატაროთ ორი წელი სავალალო სიტუაციაში, როცა ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია დავითხოვოთ ის და მოვიყვანოთ ვინმე, ვინც უფრო გამოცდილი და კვალიფიცირებულია ამ საქმეში?

Moyes Out !


მართლა ვწუხვარ მოიესის გამო. აქ გადმოსვლით მან საკუთარი თავი გაწირა. მაგრამ ჩემი სიმპატიები მის მიმართ, არ ნიშნავს იმას, რომ მე კიდევ მსურს ვიხილო როგორ ჩაუგდებს კიდევ ერთ წელს "იუნაიტედს" და იმედი მაქვს, გლაიზერები მალე მიხვდებიან, რომ ის ახლოსაც კი არ არის იმ პიროვნებასთან, რომელმაც სერ ალექსის ჩანაცვლება უნდა შეძლოს.

ManUtdBlog
სიახლეები
13 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
11 აპრილი 2014 21:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოიესი არ არის გამარჯვებული, არ არის ძლიერი სპეციალისტი და როგორც ლევანმა ახსენა ვარსკვლავებით გამოტენილი გუნდით მანჩინის დავამსგავსებთ. შეუძლია მეორე ნომრად დაცვაში დ ანაგარიშის სენარცუნებაზე თამასი, მაგრამ ევერტონის ფეხბურტი ათამაშოს ლივერპულს ეს მანჩესტერია და არ მინდა ეს კაცი ედგეს გუნდს სათავესი. მორრჩა სეზონი და რა დავინახეტ ამისგან? მე ვერაფერი გარდა ცუდისა. რა ხალხზეა საუბარი რა გუნდზე გადახედეთ სხვებს ვინებს ათამაშებნე ფეხბურთს და რა ფეხბურთს. გავიგეთ ფერგის სემცვლელი როა და ამოვიდა ყელში, როცა ესეტი შეტევის ხაზი გყავს აი იმ ფეხბურთს არ უნდა თამასობდე რასაც ჩვენ ვთამაშობდით ამ სეზონში

განადგურებული ნიუკასლის 4–0მა არ მოგატყუოთ, წელს ყველამ ზედ გადაგვიარა ვისაც არ დაეზარა. ამიტომ წადი გთხოვ
0
№12
ავტორი: red devil
11 აპრილი 2014 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ამ კაცს არავინ არ გაუშვებს ვინც არ უნდა მოითხოვოს ეგ.
0
№13
ავტორი: Lev
11 აპრილი 2014 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
წელს ვიცი რომ არავინ გაუშვებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top