თბილისი:
მანჩესტერი:
11-04-2014, 22:51
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2495,
კომენტარები: 13
ფან-კლუბის შეკრება: ბაიერნი - იუნაიტედი
გუშინ Redarmy.ge-ის ფან-კლუბმა სეზონის ბოლო შეკრება მოაწყო...
ფან-კლუბის შეკრება: ბაიერნი - იუნაიტედი
გუშინ Redarmy.ge-ის ფან-კლუბმა სეზონის ბოლო შეკრება მოაწყო. ვინც მოვიდა კარგად მოეხსენება რა გარემო და ატმოსფერო შევქმენით მთელი 90 წუთი. ვინც არ იყო კი ვეტყვი, რომ ალბათ საუკეთესო შეკრება გვქონდა გუშინ. სასურველი შედეგიღა აკლდა იქაურობას იდეალურობისთვის. ვიყავით დაახლოებით 30, მატჩის პირველიდან ბოლო წუთებამდე, მიუხედავად ანგარიშისა, იყო ემოციები, შეძახილები, სიმღერები Glory Glory Man United, ცნობილი "ქვეყნად ვერავინ შეძლებს".. მოკლედ 1 წლიანმა ჩვენმა წვალებამ შედეგი გამოიღო და ეს შედეგი ბოლო პერიოდია სახეზეა. პირველ შეკრებაზე ვისხედით 5-ნი, ახლა ვართ 30 და მეტი.
დაველოდებით პრემიერ ლიგის შემდეგი ტურების შედეგებს და თუ ბოლო ტურში ევროპის ან ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის ბედი იქნება გადასაწყვეტი, კიდევ ერთ ბოლო, პატარა შეკრებას მოვაწყობთ.
ჩვენს სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ფან-კლუბის გასავითარებლად დიდი გეგმები გვაქვს. ვამზადებთ პროექტს, რომელსაც ახალი სეზონის დაწყებამდე შემოგთავაზებთ. იმედია ყველანი მხარში დაგვიდგებით იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ ფან-კლუბი და ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი "წითელი არმია" შევქმნათ!
ადმინისტრაციის სახელით მადლობას გიხდით ყველას, ვინც გუშინ მოხვედით და ვინც მთელი სეზონი ჩვენთან ერთად იყავით! დიდი მადლობა მათაც, ვინც მოსვლას ვერ ახერხებს, მაგრამ ჩვენი საიტისა და ფეისბუქის გვერდების საშუალებით გვიდგას მხარში!

ფან-კლუბის შეკრება: ბაიერნი - იუნაიტედი

ფან-კლუბის შეკრება: ბაიერნი - იუნაიტედი

ფან-კლუბის შეკრება: ბაიერნი - იუნაიტედი


ფან-კლუბის შეკრება: ბაიერნი - იუნაიტედი
სიახლეები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RedGirl
10 აპრილი 2014 21:40
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
dzalian magrebi xart <3 gushin ai tamashis mere video ro vnaxe dzaan gamisworda <3 imedia movaxerxebt kide ert shekrebas sezonis bolomde da mec tqventan viqnebi ^_^ <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№2
ავტორი: love united
10 აპრილი 2014 21:42
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ყოჩაღ ბიჭებო და გოგოებო,მართალია წავაგეთ,მაგრამ ბოლომდე გვერდში უნდა დავუდგეთ გუნდს!
0
№3
ავტორი: GeorgeBest
10 აპრილი 2014 21:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გენაცვალეთ ყველას love

საპატიო მიზეზების გამო გაკლდით, მაგრამ არაუშავრს, სხვებს არ ვტოვებ ხოლმე :დ ბევრი ნანობს ხოლმე როცა შეკრების შედეგებს ნახულობს მე რატომ არ წავედიო ან რამე, გამედეთ და ერთხელ მოდით, არაფერი დაშავდება. აქ მოსულს მეორედ მოსვლაზე პრობლემა აღარ ექნება დამიჯერტ. მომავალ წელს უფრო მეტნი ვიქნებით იმედია და მიხარია ამდენს რო ვხედავ

ყველაზე მაგარი ფან–კლუბი გვყავს!
0
№4
ავტორი: Jubo
10 აპრილი 2014 21:50
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
პირველ შეკრებას რა დამავიწყებს ლუდვიგში 8 კაცი რო ვისხედით მორცხვად :დ გუშინ კიდე რა დღეში ვიყავით :დ
სეზონმა არ შეგვიწყო წელს ხელი, სექტემბრიდან პირიქით იქნება იმედია. ხალხიც ბევრად უნდა მოგვემატოს, ჯერ კიდე ბევრმა არ იცის საერთოდ იუნაიტედის ფან-კლუბი თუ არსებობს თბილისში.
სიახლეში გამომრჩა, ბათუმშიც დავიწყებთ შეკრებებს მომდევნო სეზონიდან და ალბათ ქუთაისშიც, თქვენზეა დამოკიდებული ბათუმელებზე და ქუთაისელებზე
მოკლედ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, სექტემბრიდან ახალი იმედებით და ახალი ძალებით! manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№5
ავტორი: Berba 9
10 აპრილი 2014 22:06
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ფოტოშოპია ბიჭო არ დაუჯეროთ ამათ, გვატყუებენ რაღაცეებს :)))
ყოჩაღ ბიჭებო ძალიან მაგრები ხართ, გუშინ მართლაც რომ 90 წუთი გვერდში ვედექით გუნდს(ჩვენ როგორც შეგვეძლო).
შესრულდა ძალიან ბევრჯერ ჰიმნი(ვისაც როგორ შეეძლო მღეროდა :D)
მოკლედ არ დავიწყებ ყველაფრის აღწერას, გუშინ ძალიან მაგრები ვიყავით. ვინც ვერ მოვიდა არაუშავს, მომდევნო შეკრებაზე ყველას გელოდებით. ნელ-ნელა ვფართოვდებით და დიდ მასშტაბებს ვაღწევთ.
მიყვარხართ ყველა და დიდი მადლობა თქვენ <3
ისე მეგონა მადლობას გადამიხდიდით ამ შეკრების ორგანიზატორს :D:D(ხუმრობით)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№6
ავტორი: Mika
10 აპრილი 2014 22:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
ufro da ufro meti viqnebit <3 GGMU ^_^
0
№7
ავტორი: buka oboladze
10 აპრილი 2014 22:21
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ყველაზე მაგარი გულშემატკივრები ვართ!!! მთელი თამაში არ გავჩერებულვართ,მართლა საუკეთესო შეკრება იყო გენაცვალეთ და იმედია კიდევ მოვახერხებთ ამ სეზონშივე შეკრებას
0
№8
ავტორი: gilmour
10 აპრილი 2014 23:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ძალიან მაგარი იყო, გოლის მომენტი ხო საერთოდ ემოციურად ისეთი იყო რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ. (ცოტა დიდი ხანი რო ვყოფილიყავით გახარებულები ჯობდა:) წარმომიდგენია მატჩი რო ჩვენ სასარგებლოდ დასრულებულიყო მერე რაღა იქნებოდა, ყველანი მაგრები ხართ!
ველოდები შემდეგ სეზონს, უფრო წარმატებულს და მეტი გამარჯვებებით, იმედია ჩვენი ფანკლუბი სულ უფრო და უფრო გაიზრდება.

პ.ს. ლუდიც კარგი ქონდათ:)
0
№9
ავტორი: red devil
11 აპრილი 2014 08:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
საღოლ თქვენ მართლა მიხარია მანჩესტერის ფანები ერთად რო ხართ. მანჩესტერი ფინალში რო გასულიყო საჩხერიდან ვაპირებდი თბილიში ჩამოსვლას და თქვენთან ერთდ იმ სიხარულისა თუ მწუხარების გაზიარებას რომელიც თამაშის დამთავრების შემდეგ გველოდა. მოკლედ არაუშავს შემდეგი წლიდან ყველაფერი დალაგდება.
0
№10
ავტორი: Lev
11 აპრილი 2014 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
საქართველოში რომ ჩამოვალ მეც შემოგიერთდებით) hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top